არადა , ხომ მახსოვს.. ანა პაპოშვილი
პოეზია
2013-04-04 00:18:17
60/21

ცივი აპრილია ,
უშენოდ ვერ მზეობ.

არადა , ხომ მახსოვს,
მზისფერი წამები.

იქ, თოვლქვეშ დამფრთხალი
იების კონა და

შენმიერ ნათქვამი
სიტყვების ალერსი.

ცივი აპრილია,
არადა, ხომ მახსოვს?

სიტყვებით გაბმული
ბავშვური გართობა.

ხელებში ჩამჭკნარი
ტყემლების ყვავილი

და ჩემთვის ნანატრი
გრძნობების არქონა..

ცივი აპრილია
არადა , ხომ მახსოვს?

დრო როგორ უგრძნობი
წამივით გარბოდა..

სიყვარულს არ გიხსნი,
უბრალოდ ვიხსენებ:

-ჩვენ მაშინ პირველი
აპრილი გვათოვდა ..



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 20
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-04-11 14:20:53
  • ძალიან დიდი მადლობა შეფასებისათვის.. არა რას ამბობ , პირიქით , თუკი ამას დახმარების მიზნით გააკეთებ მხოლოდ და მხოლოდ მოხარული ვიქნები ** და კიდევ ერთხელ მადლობა ლამაზი შეფასებისთვის ))
    პირველად შემოვედი ამ გვერდზე და იმდენად ლამაზად წამეკითხა პირველივე ლექსი,რომ ამის შემდეგ ჩავუსაფრდები შენს ლექსებს.ბავშვობა გამახსენე,აფორიაქებული რომ დავიარებოდი ყოველდღე კეკლუცი გოგონების გამო:)და ბოლოს?თურმე ყველაფერი 1 აპრილის ბრალი ყოფილა:)ახლა სერიოზულად,მგონია რომ ეს არ არის შენი მაქსიმუმი,გპირდები ობიექტური ვიქნები და არ გამიბრაზდე ხოლმე თუ ზოგჯერ ზედმეტად კრიტიკულად შეგაფასებ
  • 18
  • დავით დუმბაძე
  • 2013-04-10 23:12:21
  • ანა ახლა შემოგიხედე...ხომ იცი თავიდენვე მჯეროდა იმის რომ შენ მიაღწევდი ამას.ჯერ ყველაფერი წინ გაქვს მაგრამ ამ ეტაპზე კარგია ეს.ყოჩაღ დავპლიუსდი +2 და რავი წარმატებები.ასე გააგრძელე :*
  • 17
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-04-10 13:27:33
  • მადლობა ნიკა.. შევასწორე .
  • 16
  • ნიკა მეფორია
  • 2013-04-10 12:29:14
  • ტყემლების ყვავლი...ი ასო აკლია...კაი ლექსია+2
  • 15
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-04-09 21:37:37
  • დიდი მადლობა : ** ვცდილობ და მიხარია თუ გამომდის :** ასევე წარმატებები
    წინ წასვლაზე მეტია შენი განვითარება პოეზიის მხრივ:)))

    წარმატებებს გისურვებ და ++ დაგიტოვებ:))))
    იქ, თოვლქვეშ დამფრთხალი
    იების კონა და


    ++
  • 12
  • ლიზა დუმბაძე
  • 2013-04-08 12:21:38
  • ღიმილიანი, კარგი +2
  • 11
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-04-07 15:57:18
  • გაიხარე.. ასევე **
    უფალი გეწეოდეს+++
    დიდი მადლობა.. მიხარია თუ თვლით , რომ წინ მივდივარ.. ძალიან მიხარია :**
    იგრძნობა თავისებური სიმსუბუქე და ანაც იზრდება თანდათან ;)
  • 7
  • მარი თორია
  • 2013-04-04 16:15:18
  • ანა ნამდვილად ნიჭიერი გოგოა და გამიხარდება თუ შენიშვნებსა და რჩევებს გაითვალისწინებს.
    წარმატებები ++
    ყველა კონტექსტში ლექსს სრულყოფილება ეტყობა

    პლიუსები და ავტორს წარმატებები

    +2
    თქვენ , როგორც გსურთ ნათია შეგიძლიათ ისე გაიგოთ.. აზრს არ კარგავს მემგონი ტაეპი ..


    გიორგი ჩაკვეტაძე,

    გაიხარე გიოო : **

    მადლობა შეფასებისათვის ყველას : **
    დავპლიუსდი
    როგორ ამაღელვებს ხოლმე ეს გოგონა * ++ )
  • 2
  • ნინო ღლონტი
  • 2013-04-03 20:59:00
  • წარმატებები, ანა, კარგი გოგო ხარ.
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2013-04-03 16:55:05
  • იქ, თოვლქვეშ დამფრთხალი
    იების კონა და - ეს მომენტი ვერ გავიგე,ანა. ისების კონა ამოვიდა თოვლქვეშ, თუ იების კონას დაათოვა?