ყვავი ზურაბ ჯაფარიძე
იუმორისტული
2013-04-14 00:14:28
64/22

ბედნიერება უბედურებით ფასობს

ხის კენწეროს ჩამომჯდარა,
ხლიჩინებს და ჩხავის,
ქვეყნის ავ-კარგს გლოვობს ალბათ,
უბედური ყვავი.

თავს იწყევლის, აღარ შერჩა
მეგობარი ერთიც,
არც გუგული, არც ოფოფი,
არვინ, -თავის მეტი.

უკვე ორასს მიღწეულმა
დაიმციროს თავი,
და მეგობრად გაიხადოს
ორმოცი წლის სვავი?!

ანდა, ქმარი რომ მოუკლეს
შარშან ვერაგებმა,
ახლა ორასი წლის ყვავი
კიდევ გათხოვდება?

ან არადა როგორ გასძლოს
მარტოობის წლები?
ხუმრობა ხომ არ გგონიათ
კიდევ ასი წელი?

მოკლედ, ამ და სხვა პრობლემებს
ვერ გაართვა თავი,
და ცხოვრებით დატანჯული
ზის ხეზე და ჩხავის.

1. 04. 2000წელი {იუმორისტულში დევს}



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 22
  • მ-ე-რ-ცი
  • 28,11,2013 04:00
  • სამას წელიწადს დაღოღავსო-ვამადლით ყორანს,
    შიშით გვზაფრავსო ავბედითი იმისი ქროლვა,
    მაგრამ არავის არ უკითხავს საწუთროს გზაზე-
    სამას წელიწადს რათ დაათრევს ყორანი ძაძებს....
  • 21
  • მ-ე-რ-ცი
  • 28,11,2013 03:41
  • სამას წელიწადს დაღოღავსო-ვამადლით ყორანს,
    შიშით გვზაფრავსო ავბედითი იმისი ქროლვა,
    მაგრამ არავის არ უკითხავს საწუთროს გზაზე-
    რატომ დაათრევს ყვავ-ყორანი მუდამდღე ძაძებს...
  • 20
  • მარადი
  • 21,11,2013 09:46
  • საყვარელი ლექსია
  • 19
  • გოგა სახოკია
  • 2013-04-30 16:06:13
  • იამზეს კომენტარზე გამეცინა++
  • 18
  • იზა ჯინჭარაძე
  • 2013-04-27 11:38:59
  • გამაღიმა...
    გმადლობთ, მოკითხვა მამიდას :)
  • 16
  • იამზე დევაძე
  • 2013-04-24 16:50:05
  • ეს მგონი მამიდაჩემს ეძღვნება. :D
    შემპარავი იუმორი... მომეწონა, თუმცა შესრულება უკეთესიც შეეძლო ამ ავტორს
    გამაცინე ნათია. მადლობა შეფასებისთვის
    მე მაგალითად :D:D


    ++
  • 12
  • ლაშა ბერიძე
  • 2013-04-20 01:48:28
  • ვინმე გაუთხოვარმა საკუთარი თავი ვერ ამოიცნო ნეტა? :))
    დიდი მადლობა ყველა იუმორით დაჯილდოებულ ადამიანს
  • 10
  • მზია
  • 2013-04-15 17:55:19
  • ყველამ მის მამიდას მიხედოოოოს.... :))

    კაი იყო, ვიცინე, შესრულება სუსტია
    მამიდა მყავს ერთი ამ ყვავის დღეში :))
    :D კარგია ++
    მადლობა ნოდარ
    "ანდა, ქმარი რომ მოუკლეს
    შარშან ვერაგებმა,
    ახლა ორასი წლის ყვავი
    კიდევ გათხოვდება?"

    მე მომეწონა, გაღიმებით მართლაც რომ გულწრფელად გამეღიმა :დ თან თუ არ ვცდები პირველი მცდელობაა.
    ++
    დიდი მადლობა ადმინისტრაციას
    ეს ყვავი პოეზიაში რატომ დევს, იუმორისტულში უნდა იდოს.

    ადმინს ვთხოვ გადამიტანოს თუა შესაძლებელი
    გავითვალისწინე რომ შეფასებისას ვერ ხედავენ რედაქტორები რა ჟანრში დევს ლექსი და იმიტომ მივაწერე.

    ესეც ძველი ლექსია გვანცა და ეგ თავისთავად შედარებით სუსტი.

    დიდი მადლობა
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2013-04-13 15:45:10
  • კარგია, რომ იუმორისტულში დევს....

    მაინც შემეცოდა ეგ ოხერი და მომკალით ახლა თუ გინდათ. :))
  • 1
  • გვანცა ერაძე
  • 2013-04-12 04:59:45
  • სანამ ბოლომდე ჩავიდოდი და შენს მინაწერს წავიკითხავდი (იუმორისტულში რომ დევს), მანამდეც ცხადი გახდა ჩემთვის, თუ რომელ ჟანრს ეკუთვნოდა ტექსტი, თუმცა პირველი ორი სტრიქონის დანახვისას (სანამ იუმორს შევიცნობდი) უკმაყოფილების გრძნობა დამეუფლა... მერე ნელ-ნელა გამოსწორდა განწყობაც და რამდენიმე მომენტზე გულწრფელად გამეღიმა.

    ტექნიკურად მოძლიერება კიდევ შეიძლება ამ ლექსის, მაგრამ მიუხედავად სისუსტეებისა, მაინც დადებითად ვაფასებ დღეს, თუნდაც ამის გამო:
    "ახლა ორასი წლის ყვავი
    კიდევ გათხოვდება?"

    სხვა დროს ამ ჟანრში წერას თუ გადაწყვეტ, მეტად მოინდომე ხოლმე. იუმორისტული ლექსი ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ ის სუსტი რითმებით უნდა იყოს აგებული. სწორად გამიგე, იმედია.

    წარმატებები.