იქ , ბავშვობაში .. ანა პაპოშვილი
პოეზია
2013-04-14 00:17:37
59/25

მე პატარა ვარ , მაგრამ გული მქონია დიდი,
ეს დედამ მითხრა, როცა ლუკმას ვჭამდი ხათრებით.
ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი პატარა-დიდი
გარე სამყაროს გავცქეროდი შორი ნატვრებით.

ეს უწინ იყო, როცა ქვიშით ვაგებდი კოშკებს,
ხან ვთამაშობდი ზილინას და წრეში ბურთს ბაღში.
იცით ,აქ დიდი ჯადოსნური ვაშლის ხე ცოცხლობს.
-\"ო , არარსებობს\", -დიახ , \"რსებობს\" , ცოცხლობს და ჰყვავის.

ასე ზღაპრებით დახუნძლული ვართობდით ერთურთს,
ხშირად ბუზები იქცეოდნენ ჩვენთან ლომებად,
მაგრამ ზღაპრები ბოროტოები არ იყვნენ მაშინ
და არც თამაშით არ ვიცოდით უწინ მოწყენა.

იქ ბავშვობაში ატმისფერი იყო ყოველი,
ღიმილისფერი დასდებოდათ უფერო კადრებს,
\"შენ გაიზარდე\" -დედამ მითხრა , მაშინ როდესაც,
ჩემი თოჯინა უნებლიედ გვერდზე გადავდე.

და მყისვე მკერდზე მივიბჯინე ზრდასრული ხელი,
მას შემდეგ ვფიქრობ გავიზარდე იმ გულის ხარჯზე..



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მადლობა ხატია :*
    ეს ძალიან მომეწონნა ანა!გამორჩეულად
    მადლობა ,, მიხარია :) : **
    კარგი ლექსიაა ძალიან მომეწონააა
    კარგი ლექსია... მომეწონა. +2
  • 20
  • ნია მოსიძე
  • 2013-04-20 16:21:27
  • ეს უწინ იყო, როცა ქვიშით ვაგებდი კოშკებს,
    ხან ვთამაშობდი ზილინას და წრეში ბურთს ბაღში.++
  • 19
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-04-15 13:52:31
  • მადლობა ნათიაა.. ძალიან მიხარია <3 :*
    ჩემი ფავორიტი ხარ შენ ანა:*


    ++
  • 17
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-04-14 23:15:35
  • დიდი მადლობა : **
  • 16
  • ნიკა ხაჩიძე
  • 2013-04-14 22:50:31
  • საინტერესო ლექსია ეს ++
  • 15
  • ლოლა ბებია
  • 2013-04-14 22:44:25
  • კარგია ..++
  • 14
  • მარი ბეროძე
  • 2013-04-14 14:24:11
  • ანა, ძალიან ნიჭიერი ხარ..

    აზრი მომეწონა ლექსის, ყოჩაღ!
  • 13
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-04-14 12:44:04
  • ჩემი ხელი მივიბჯინე და ზრდასრულის ხელი რომ დავწერო , მგონი სხვისი გამოდის.. არა? :/

    გაზრდილი ხელით , რომ შევცვალო ?
    ანა :

    ზრდასრულის ხელი რომ დაწერო?
    ანა ძალიან შეგრძნებადი ნაწერია( ლექსის მთავარი თვისებაც ესაა)


    მინდა გითხრა რომ კარგად წერ და ველოდები შენს ნასრომებს:))


    ლექსს ჩემი მაქსიმუმი+2
    კიდევ უფრო გაზრდას გისურვებ პოეზიაში და მიხედე შენს პოეტურ ნიჭს.



    იქ ბავშვობაში ატმისფერი იყო ყოველი,
    ღიმილისფერი დასდებოდათ უფერო კადრებს,
    "შენ გაიზარდე" -დედამ მითხრა , მაშინ როდესაც,
    ჩემი თოჯინა უნებლიედ გვერდზე გადავდე.

    კარგი იყო:)))
  • 10
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-04-14 11:22:12
  • "მე პატარა ვარ , მაგრამ გული მქონია დიდი,"
    აქედან გამომდინარეობს ის ბოლო ფრაზა და არ ვიცი ზრდასრული როგორ უნდა ჩავანაცვლო .. პატარა ბავშვის ხელი დიდისგან ძალიან განსხვავდება.. და როცა ეს დიდი ხელი გულს მოხვდა აღმოვაჩინე , რომ გული დაპატარავდა.. ამის თქმა მსურდა..
    "და მყისვე მკერდზე მივიბჯინე ზრდასრული ხელი,
    მას შემდეგ ვფიქრობ გავიზარდე იმ გულის ხარჯზე.."

    მომავალში თუკი უკეთესი იდეა მექნება ჩავანაცვლებ.. მადლობა :*
  • 9
  • ნინო ომიაძე
  • 2013-04-14 09:54:48
  • მგონი ყველა ბავშვი ასე ამბობს "რსებობს". "ზრასრულ ხელს" თუ ჩაანაცვლებ მართლა უკეთესი იქნება. წარმატებები.:) +
    ყველას დიდი მადლობაა.. "რსებობს" იმიტომ დავწერე , რომ ბავშვობაში ზუსტად ასე ვიძახდი ..:** მადლობა კიდევ ერთხელ
    "შენ გაიზარდე" -დედამ მითხრა , მაშინ როდესაც,
    ჩემი თოჯინა უნებლიედ გვერდზე გადავდე.
    ++
  • 6
  • გვანცა ერაძე
  • 2013-04-14 01:12:05
  • ანა, აქ: "ფანჯრის რაფაზე ჩამომჯდარი პატარა-დიდი" თუ სიტყვა "დიდი" ამ ფრაზას ეკუთვნის (ანუ პატარას "აკონკრეტებს"), ვფიქრობ, სასვენი ნიშნის სხვაგვარად დასმაც შეგიძლია, აზრის უკეთ გადმოსაცემად. ისე კი, ამ სტროფში "დიდი" ორჯერ განმეორდა და არ მომეწონა...

    -"ო , არარსებობს", -დიახ , "რსებობს"__ აქ, მგონი, "სებობს" აჯობებდა (რ-ს გარეშე), იდეური თვალსაზრისით (და არა მუსიკალურით). არ-სებობს__უარყოფით ნაწილაკს ეკუთვნის ეგ "რ" და იმიტომ, მიხვდი ალბათ, რას ვგულისხმობ.

    ნათიას ვეთანხმები დანარჩენ საკითხებში.

    კიდევ უფრო გაზრდას გისურვებ.
    მიხედე ნიჭს.
    ერთი ამოსუნთქვით დაწერილი,რომ არის შეეტყო ნაწერს. :) კარგი გოგო ხარ, იყო ხარვეზები მაგრამ,ნელ_ნელა გაიზრდები.
    ბოროტოები-- ბოროტები უნდა იყოს მგონი.

    ისე სასიამოვნოდ ჩამეკითხა, რომ ის ხარვეზები არ შევამჩნიე,

    ზრდასრული-ს ხელი რომ იყოს მგონი ჯობია. გილოცავ++
    მადლობა.. აუცილებლად შევავლებ ხელს, ერთი ამოსუნთქვით დავწერე და სარითმო წყვილებითვის სათანადო ყურადღება არ მიმიქცევია სამწუხაროდ.. პუნკტუაციასაც გავასწორებ .

    ნათია პაპიძე,
    გამოგიტყდებით და ძალიან მესმიამოვნა თქვენი კომენტარი :)

    გიორგი ჩაკვეტაძე,
    პირიქით მადლობა გიორგი, რომ კითხულობ :*
    ანა... სასიამოვნო ღიმილს ვერ ვიშორებ შენი პოეზიის კითხვისას :) მადლობა. ++
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2013-04-13 18:26:35
  • ანა, ყოჩაღ. წერაშიც "გაიზარდე" –აშკარაა.

    "არ გაპატიებ" –ეს ლექსი რომ მიატოვო და ორგან თუ სამგან დასახვეწი ადგილი–არ დახვეწო საბოლოო შედეგამდე.

    ზილინა – ბრჭყალებში აჯობებს.


    აქ სარითმო წყვილებზე არ მომინდა თქმა არაფრის, იმდენად შეგრძნებადია ნაწერი. მომინდა მეთქვა სიტყვათა მოძველებულ თუ არქაულ ფორმებზე, ერიდე მაინც.


    ფინალი კი კანმა იგრძნო,რაღაცნაირად. თუმც, ზრდასრული ხელი ვერ მოხვდა ყურს კარგად –მაინც.....

    სასვენ ნიშნებსაც მიაქციე ყურადღება.