აგონია ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2013-04-30 00:09:22
27/8

მე ვგავარ ფიქრისას დაკარგულ ოცნებას,
რა უნდათ თავლაში ფრთაშესხმულ ტაიჭებს?!
ეს ჩემი სამყარო,სიგიჟის კონცხია,
უპირატესობას ხეტიალს ვანიჭებ...
იწყება ბრძოლების ახალი ეტაპი,
ალბათ ეს სხეულიც,ვეღარსად დაიტევს
იარებს,ღრუბლებში დარაბებს კეტავენ,
ძირს სახით ვეცემი,ავდგები და ისევ
თავიდან ვეცემი,გარბიან თვეები...
მარტოვარ,ხო ჩემი სიგიჟეც ესაა.
ჩემდა სამწუხაროდ იმ უღელს შევები,
რომლისგან ნახნავშიც ტკივილსღა თესავენ!

მგონი რომ ის დროა,სუნთქვასაც შევეშვა!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 7
  • ნინო ომიაძე
  • 2013-05-01 12:27:53
  • ემოციურია +
    მოდი ბარემ განვმარტავ რატომ ვფიქრობ ასე, რომ არ ვაწყენინო ავტორს, რომელსაც პატივს ვცემ.

    ალბათ ეს სხეულიც,ვეღარსად დაიტევს
    იარებს,ღრუბლებში დარაბებს კეტავენ,
    ძირს სახით ვეცემი,ავდგები და ისევ
    თავიდან ვეცემი,გარბიან თვეები...

    პირველ ხაზზე დაწყებული აზრიც და წინადადებაც სრულდება მეორე ხაზის მეორე სიტყვამდე, რითმის გამო, კიტხვისას თუ სიტყვა -დაიტევს- ტან შეისვენებ, -აზრი გიწყდება, თუ სიტყვა -იარებს- თან შეისვენებ, რადგან წინადადება მაქ მთავრდება, მაშინ რითმაც გეკარგება, რომელიც სინამდვილეში აქვს ლექსს, და მელოდიურობაც... სხვანაირად როგორ წავიკითხო ვერ მივხვდი...

    პატივისცემით
    ვერ გეთანხმები ქალბატონო ნონა იმაში რომ კარგადაა გადმოცემული, მაგრამ ავტორს თავისი პოტენციალიდან გამომდინარე დავაპლიუსებ... ემოციური სათქმელი ნამდვილად დევს
  • 4
  • ნონა კოლხი
  • 2013-04-30 08:38:59
  • ,,რა უნდათ თავლაში ფრთაშესხმულ ტაიჭებს?”-ეს კითხვა მეც დამბადებია!
    ძალიან აქტუალური სათქმელი ძალიან კარგადაა გადმოცემული.
    წარმატებებს გისურვეთ.
    შეფასება + +
    ავდგები და ისევ
    თავიდან ვეცემი,
    მარტოვარ,ხო ჩემი სიგიჟეც ესაა.


    მგონი რომ ის დროა,სუნთქვასაც შევეშვა!



    სიმძაფრე...ტკივილი...სიმწარე რავიცი...++
    უნიჭიერეს++
  • 1
  • გვანცა ერაძე
  • 2013-04-29 22:51:26
  • კორექტურებს გადახედე და პუნქტუაციას.
    ისე კი, თავისებური ხელწერა აქვს ავტორს.

    წარმატებები.