### ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
03,05,2013
80/4

გადაღლილ ღამეს გამომთვრალი ლოთივით სძინავს,
გასხეპილ პალმებს,ჩაუქინდრავთ მძიმე თავები,
სრულ სიჩუმეში ველოდები ზმანებას-ხილვას,
მძაფრი განცდები გუნდასავით მაბურთავებენ...

შენც, გძინავს,როგორც ახალშობილს,როგორც ემბრიონს,
და სიზმრად ხედავ ყვავილებით მოქარგულ გორებს.
მე ვერ მოვითმენ,ვერ გავუძლებ,ჩუმად გემთხვევი
მზისფერ თვალებზე,მზეც გახდება არც ისე შორი.
ცოტახანს კიდევ გიყურებ და გავაღებ კარებს,
ჩავივლი ქუჩას,მოვედები მძინარე ქალაქს,
ვიხეტიალებ,მერე ჩემშიც გამოიდარებს,
შევუერთდები ხვალ დილითვე თვინიერ ფარას.

ღამე,შენ გძინავს,მე სულს ვიცვლი,ვხდები მაქცია,
რომანტიკოსი,მეოცნებე,პოეტი,ლოთი.
ვერ მოვახერხე ამ მოთხოვნის ამპუტაცია,
შენც შეეჩვიე ფხიზელ ძილს და რეფლექსურ ლოდინს.
ღამეა და შენ გახელილი თვალებით გძინავს,
მე კი შენზე ფიქრს დახუჭული თვალებით ვბედავ,
ზღვაზე ირწევა ახდენილი ოცნების ტივი...
შენახარ ქალი,ანუ ჩემი შვილების დედა
და შენში,მე ჩემს აცხადებულ ზმანებებს ვხედავ,

მიყვარხარ!!!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    რა კარგიაააააა:*
    ვერ მოვახერხე ამ მოთხოვნის ამპუტაცია, შენც შეეჩვიე ფხიზელ ძილს და რეფლექსურ ლოდინს++++
    ზღვაზე ირწევა ახდენილი ოცნების ტივი. ღმერთმა აგიხდინოთ ყველა ოცნება.ამინ!
    სული გაცდა დედამიწის ბღუჯეს_ ეს ვერ გავიგე, გაცდას ნაცვლად გასცდა უნდა იყოს ალბათ.
    სასვენი ნიშნების პრობლემაა აქაც.
    ცაში_თავში ,
    ბღუჯეს_ისევ... სარითმო წყვილებიც მოისუსტებს.
    რავიცი,პირადად მე ვერ მოვიხიბლე.
    წარმატებები