პაუზანარევი ანუ ახლადგამოღვიძებული ლექსი.. ანა პაპოშვილი
პოეზია
09,05,2013
40/15

ოთახი ბოლშია,
ჰაერი არ მკმარობს.
კვამლი და სიბნელე
ხელებით მეხება.

სიჩუმით განცდილი
ჰაერთან ჭიდილი,
დღეს უკვე თვალებსაც
ცოტათი ემჩნევათ.

ბურანში გახვეულს
გონება მერევა.
ჰაერი კი არა,..
ლექსები არ მკმარობს.

უთქმელად ჩანთქმული,
წარსულის არხებში ,
დღეს მათი სულები
ხელს მიჭერს,აღარ მთმობს.

გავაღე სარკმელი ,
ჰაერი ამეკრა,
ლოყაზე მეამა
მე მისი ლამუნი.

ოთახში ნაფიქრი
ფრაზების სუნია,
ბგერებო იცეკვეთ!..
ფერხული ჩაუბით..

სიჩუმით განცდილი
გრძნობების მცველი ვარ,
უთქმელად , ლექსებით,
სიჩუმით ქალური..

ხო, "ლექსო ამოგთქომ
ოხერო," ტიალო,
შენ იცი , ამ კალმის
უსიტყვო პასუხი..



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ბურანში გახვეულს გონება მერევა. ჰაერი კი არა,.. ლექსები არ მკმარობს. +++ კარგია
    "პაუზანარევი ანუ ახლადგამოღვიძებული ლექსი.." << სათაურიც მასეთი აქვს დავით )) არაფერს ახალს , რომ არ ამბობს )) ,,, გამოღვიძებულს , რომ წამოგადგებენ და ათას სისულელეს როშავ, ან მხოლოდ იმას რაც გულში გაქვს და სწორედ იმიტომ ვერ ამბობ , რომ სხვები ბანალურობაში ჩამოგართმევენ .. )) ახალსიტყვებ არეული ლექსი არ ნიშნავს კარგს და ჩემი ასაკის ადამიანმა კიდევ ჯერ ძველი უნდა გადახარშოს ახალი , რომ შექმნას.. მადლობა შეფასებისთვის :)
    სიჩუმით განცდილი გრძნობების მცველი ვარ, უთქმელად , ლექსებით, სიჩუმით ქალური.. +
    ცუდი ლექსია, ყველაფერ ახალს მოკლებული )))
    მადლობა : ))
    წარმატებები, ნამდვილად შეძლებთ უფრო მეტს. ლექსს ++
    მსუბუქად წამეკითხა++
  • 7
  • დიტო
  • 12,05,2013
  • მივმართავ კუნთაზ ს თქვენი კომენტარით ქალთა გრძნობის დამცირება გინდათ ? )) საკმაოდ სუსტად გამოგდით )) და რაც შეეხება ლექსს მე მომწონს + წარმატებები ))
    შეიძლება ამ ლექსს არაუშავს , მაგრამ არა, იმიტომ , რომ ქალი ვარ : )) ამას ვერ მივიღებ შენიშვნად :) ყველას ძალიან დიდი მადლობა : ** არჩილ შენც ძალიან ნიჭიერი ხარ.. გიორგი , შენი კომენტარი , შენი ლექსებივით საინტერესო და სასიამოვნოა :*:* გაიხარეთ ))
    არაუსავს,ქალის ნაწერი ლექსია და სიძლიერე ვერც ექნება:)
    სასიამოვნოდ წასაკითხი ლექსია.პლიუსები++
    აი..შენს ემოციებს რომ ვკითხულობ..ჰაერის უკმარისობაა :) ++ ,,ეს სიკვდილს უდრის თითქმის ეს შეუძლოა თითქმის,,
    ანა:)))))))))) ++ ნიჭიერი გოგო ხარ შენ:))
    მომეწონა ვპლიუსდები, "გემრიელი" ლექსია ++