(-----) ლიპო ლიპარტელიანი
გამოუქვეყნებელი
11,05,2013
0/6

ორშაბათი,ღამე,სამს უკლია ხუთი,
ოცნებაში გართულს დამიწყია ხატვა
ქვიშაზე და მხოლოდ უხალხობა მხუთავს,
ვზივართ სკვერში ორნი,მე და შავი კატა...

რაღაც უჩვეულო ფიქრმა ამიტანა,
მგონია,რომ ქალაქს გაეპარა ყველა,
თავწაცლილი მთები ბურთებივით ჩანან,
სკვერი,შავი კატა,მე რატომღაც ვღელავ...

დუმილია,მერე სამჯერ რეკავს ზარი,
ბნელ შენობებს შორის დიდხანს ისმის ექო,
გაიძურწნენ სადღაც,ტკივილები მწარე,
და ვჩურჩულებ,ვყვირი,გეყოს,გეყოს გეყოს!

მაგრამ ახლა როცა,სევდა მოვიშორე,
ფიქრიც გავისტუმრე სადღაც ჯანდაბაში,
მივხვდი რას განიცდის სულგაცლილი მძორი,
მივხვდი რაზე ფიქრობს ერთი კვირის ბავშვი...

ორშაბათი,ღამე,სამს უკლია ხუთი,
ოცნებაში გართულს დამიწყია ხატვა
ქვიშაზე და მხოლოდ უხალხობა მხუთავს,
ვზივართ სკვერში ორნი,მე და შავი კატა..



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    +++++++++++++++++++++++++
    ნამდვილად ხარვეზია აქ. რედაქტორების "ბრალი" რომ იყოს, შეფასებებებიც ეწერებოდა და კომენტარებიც. სავარაუდოდ, ამ ლექსის დადება იმ პერიოდს დაემთხვა, საიტზე რომ ტექნიკური სამუშაოები ტარდებოდა და რამდენიმე ნაწარმოები მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა.

    თავიდან თუ დადებთ, აჯობებს ნამდვილად.
    წარმატებები, მე ძალიან მომეწონა,

    ვზივართ სკვერში ორნი,მე და შავი კატა..


    კაია
    არ ვიცი რატოა გამოუქვეყნებელი:)თავიდან დავდე და გამოქვეყნდება ალბათ
    ეს ლექსი რატოა გამოუქვეყნებელი????? მაგარია++++

    მომეწონა
    მე მიყვარს ეს ლექსი!