გიჟი ვარ ზაზა ჯღარკავა
პოეზია
17,05,2013
858/13

გიჟი ვარ, გიჟი ვარ, გიჟი ვარ, გიჟი ვარ..
მკლავებდაბორკილი ზეცისკენ ხელს ვიშვერ..
ამხსენით ბორკილი, უფალთან მივდივარ
ცოდვილი სამყარო აქ მე ვერ გამიგებს..

მე ის ჩიტი ვარ, რომელიც დააბეს,
ფრთები დააძვრეს დანტისტის ჩაქუჩით..
შენ იცი სიმართლე,
ქვას რომ გახვრეტს წვეთი - წვეთობით.
ნუ მიენდობი ცრუ მქადაგებელს,
ის შემოგძარცვავს პირველ სამოსელს,
ბინძური ხელებით..

ნუ მიმღერთ გაცრეცილ, გაცვეთილ სიმღერებს,
აჯობებს გაჩუმდე თუ ახალს არ მეტყვი.
იჩემებ სულიერ ძალას და სიმშვიდეს,
ამ დროს კი გულ-მკერდზე გიბრწყინავს საბელი..

მოხსენით გისოსნი ამ წყეულ გალიებს,
სამყაროს ნუ გაჰხვევთ ნისლისფერ ძაძებში,
თქვენ ვერ შეაჩერებთ ვენებში ატომებს,
ისინი ფეთქავენ მჭედლების მაჯებში..

სიზმარში, თუ მაინც ვიხილე მშვიდობა,
თავისუფლების შევიგრძენ ფერები,
მაშინ მაზიარებს კოსმოსს ცისარტყელა
და დიდი მწყემსისკენ გაწვდილი ხელები..



09/05/2013 (03:13)



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    წაემატებები+
    გმადლობთ :)
    ლექსების გადაკითხვის პროცესში ვიყავი და ეს ლექსი წამეკითხა :) მომწონს!
    წარატებები!
    გმადლობთ არჩილ, გურამ..!
    ჩემი აზრით ლექსის ხარისხი ტექნიკური თვალსაზრისით საშუალოზე დაბალია. რიტმმა ძალიან ამომაგდო მე პირადად კითხვის პროცესში. "ჯობია გაჩუმდე" - ჯობს. წარმატებებს გისურვებთ
    მოხსენით გისოსნი ამ წყეულ გალიებს . სამყაროს ნუ გაჰხვევთ ნისლისფერ ძაძებში თქვენ ვერ შეაჩერებთ ვენებში ატომებს, ისინი ფეთქავენ მჭედლების მაჯებში.. ++............მაგრად მომეწონა ეს სტროფი
    გაიხარეთ ბატონო ზურაბ! )))
    გმადლობთ ქ-ნო ნონა დადებითი შეფასებისთვის. ქ-ნო გვანცა, შემძლებია ერთია, გამომდის თუ არა ბუნებრივად მეორე, და მომწონს თუ არა ასეთი შეზღუდვები მესამე ))) გასაგებია თქვენი აზრი და ბევრიც თქვენს აზრზე იქნება დარწმუნებული ვარ. მგონი ჩემი დამოკიდებულებაც გაიგეთ ასე თუ ისე, აღარ განვარვცობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრის თქმა მომიწევს. ქ-ნო გვანცა ძალიან, დიდი მადლობა სტიმულისათვის..))
    მომეწონა მაგრამ უკეტესის მოლოდინი მაქვს აქ
    ლექსი საბოლოო ჯამსი იმსახურებს დადებით შეფასებას,იგრძნობა გარკვეული პოტენციალი. წარმატებები ავტორს +
    "ქვას რომ გახვრიტავს"__ გახვრეტს არის სწორი ფორმა. შეგძლებია რიტმულად წერა და წინა ლექსის კომენტარში სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებდით, ანუ ეს ლექსი ხელოვნურია? მე არ მიმაჩნია რომ რიტმისა და რითმის დახვეწა ტექსტს არაბუნებრივს ხდის... პირიქით. იმედია, სხვა ლექსებსაც ვიხილავთ აქ სამომავლოდ. წარმატებები.