"@@" ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
18,05,2013
764/14

უხალხო ქუჩაა,ფოთლების შრიალი
ისმის და მახსენებს თავს ყველა იარა,
პატარა,სულელი ბიჭივით ვღრიალებ:
tu eres my vida,tu eres my amor !

დღეს ყველა სიგიჟის სადავეს მივუშვებ,
და ყველა ნიღბიანს დავთხუპნი ტალახით,
შენახარ ოცნება,სიცოცხლის ნიმუში,
სი მიშკვი დინოლ ხი,სი მიშკვი თვალაშ ხი!

მე ალბათ ოდესმე წავალ და უჩემოდ
შენც,აღარ იქნები ის თვალბბრიალა,
მოიწყენს უხალხო,უსულო ქუჩები,
რომ აღარ ვიმღერებ „tu eres my amor!„_ს

ახლა წვიმს,მე ვაფრენ,გარეთ კი ქარია,
რომ მოვკვდე,ეს ალბათ იქნება ღალატი...
ჩემს თავზე წვეთები და თეთრი მთვარეა,
ვჩურჩულებ:მალატხი!მალატხი! მალატხი!

უხალხო ქუჩაა,ფოთლების შრიალი
ისმის და ოცნებას სადღაც შორს მივყავარ...
წვიმაა, მაციებს,გიჟივით ვღრიალებ:
მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ! მიყვარხარ!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    სი მიშკვი დინოლ ხი,სი მიშკვი თვალაშ ხი! (არაკომპეტენტურს(მე) მომწონს...თან მეტისმეტად ++++++
    ააუ ეს მიმაქვს. ++++
    ძალიან კარგი ლექსია. გავარჩეულე. )
    უხალხო ქუჩაა,ფოთლების შრიალი ისმის და მახსენებს თავს ყველა იარა,+++
    გაიხარეთ,კარგი ლექსია მომეწონა+
    მდინარესავით ჩაწკრიალდა ლექსი ++
    კარგია++
    ძალიან მომეწონა ++
    გაიხარე პოეტო!!მაგარია
    სვანი კაცი კაი კაცი:)))) ლექსი შენი მომწონს ძამია :))
    კარგია მუხბე! :)
    კარგია...თან სვანურიც ვისწავლე.წარმატებები ავტორს + +
    როგორ გამიხარდა, ყოველი არაქართული სიტყვის მნიშნვნელობა რომ გავიგე ლექსში :)) გულწრფელია და ემოციური, თვალწინ წარმომიდგა ყველა კადრი. წარმატებები.