XXX ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
22,05,2013
1125/28

დილაადრიან წამომყევი საქერიისკენ,
სადაც გიშერა ულაყების მთელი რემაა,
ისეთი ცაა,მზეს თოფივით ყელთან მიიბჯენ,
დედამიწა კი მხოლოდ შენი გულისხელაა,

დილაადრიან წამომყევი საქერიისკენ,
მოდი,ჭაღარა ველებიდან ცვარი ავყაროთ,
ღიღინა სიოს ალუბლისფერ მკერდზე მიიმსხვრევ,
წამო,გავფრინდეთ,გავსულელდეთ,ვინიავქაროთ...

გარიჟრაჟისას წამომყევი,სვანეთის მთიდან
გასუსულებმა გადავხედოთ ლეჩხუმის ჭალებს,
ოდესღაც ასეთ უტოპიურ პეიზაჟს ვქმნიდი,
შემდეგ ქალაქში,ტროტუარზე,ვახელდი თვალებს...

მე მარტო წავალ,ალიონზე ავყვები გორას,
საქერიაზე გამჩეჩავენ გიჟი ქარები,
არც მჭადის ნატეხს,არც ოცნებებს,არ გავყოფ ორად,
გამახსენებენ ჩემს ბავშვობას ვრცელი ჭალები.

დილაადრიან მარტო წავალ საქერიისკენ!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მხოლოდ და მხოლოდ +
    :))))) ++++++
    არც მჭადის ნატეხს,არც ოცნებებს,არ გავყოფ ორად
  • 25
  • არამითი777
  • 24,06,2013 10:59
  • მაგარია!
    წამო,გავფრინდეთ,გავსულელდეთ,ვინიავქაროთ...++++
    უკაცრავად, საქერია რას ნიშნავს? ნამდვილად არ ვიცი. ადგილია რაიმე? მომეწონა ლექსი.
    კარგია!++
    არ გამკვირებია ეს ლექსი თავფურცელზე რომ მოხვდა გილოცავ ლიპო;)
    ულამაზესი კადრებია++
    კარგია, მაგრამ რაღაცა არ მეყო, რა არ ვიცი
    მომეწონა მე...
    მოგყვებიიიიიიიიი))))))
    გენაცვალე:*
    გამახარა ავტორმა ლექსით ++
    სასიამოვნო წასაკითხია. იგრძნობა სილამაზის სული. განწყობაც კარგი აქვს ლექსს. ცოტა სევდა, ცოტა სიგიჟე.
    ამიყოლია ლექსმა :) :) :)
    გავარჩეულე ++
    ლამაზად დაწერილია როგორც ყოველთვის++
    დედამიწა კი მხოლოდ შენი გულისხელაა, - წამო,გავფრინდეთ,გავსულელდეთ,ვინიავქაროთ... - ოდესღაც ასეთ უტოპიურ პეიზაჟს ვქმნიდი, შემდეგ ქალაქში,ტროტუარზე,ვახელდი თვალებს.. -არც მჭადის ნატეხს,არც ოცნებებს,არ გავყოფ ორად, - რა გითხრა მეგობარო...მაგარია!!! ++
    კარგი ლექსია მომეწონა+
    როგორ მიხარიხარ რო იცოდე ¨*
    მაგარია ძმა++
    ისეთი ცაა,მზეს თოფივით ყელთან მიიბჯენ, დედამიწა კი მხოლოდ შენი გულისხელაა, ++ --ცოოტა საქერიები მებევრა ტექსტში
    მე ყველა ლექსი მომწონს ამ ავტორის!!!+++
    კარგია! :)
    საერთოდ მომწონს ეს ავტორი...ნამდვილი პოეზია-მელოდიური,რითმული,ფერადოვანი,აზრიანი და ემოციური!სხვა რაღაა ლექსი?! წარმატებები ავტორს + + 2
    ისეთი ცაა,მზეს თოფივით ყელთან მიიბჯენ, დედამიწა კი მხოლოდ შენი გულისხელაა,+
    გენაცვალე, ლიპო, რააა. რა ლამაზი კადრები მოიტანე. საოცრად ლამაზი. მოდი-ის მერე, მძიმე დასვი.გამახსენებან- ესეც ჩაასწორე. ვისიამოვნე კითხვისას.