X!X ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
01,06,2013
654/10

მე ვწერ,ვოცნებობ,ვფიქრობ საჯაროდ,
დრო კი ნელ-ნელა ფირნიშთან მიდის,
არ ვიცი,რას ვქმნი ან ვის ვაჯავრებ,
ვწერ მაშინ,როცა ღამეა მშვიდი,
როცა გონება დამფრთხალ ოცნებებს
გულში ჩაიკრავს,შემოირიგებს.
ანთია სადღაც დიდი კოცონი,
ფრთხილად მივყვები უცხო ბილიკებს
ვწერ მხოლოდ მაშინ,ვწერ სიგიჟეზე,
მონატრებაზე,ძმობაზე,შენზე.
მინდა პლანეტის კიდით-კიდემდე,
რომ გავაფრინო,მე ამას შევძლებ!
ახლაც ღამეა,ბნელი და ჩუმი,
ოთახში რაღაც ჩხაკუნობს,მიდის...
ქუჩაში ზანგი პატარა ურმით,
ნაგავზე ნაპოვნ ოცნებებს ჰყიდის...
მე კი ვწერ და ვწერ...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    განსაკუთრებული და ყველასგან გამორჩეული სტილი;)+2
    ამ ავტორის განსაკუთრებულობა მრავალჯერ აღმინიშნავს,არა მარტო აქ.
    მისი მთავარი კოზირი გულწრფელობაა,გაფასებ ძალიან
    ქუჩაში ზანგი პატარა ურმით,
    ნაგავზე ნაპოვნ ოცნებებს ჰყიდის...+++
    შენებურია და მომწონს :*
    ლიპო მაგარია.პლიუსები.
  • 5
  • ინგა თუნთია
  • 02,06,2013 01:03
  • გულში ჩაიკრავს,შემოირიგებს.
    ანთია სადღაც დიდი კოცონი,
    ფრთხილად მივყვები უცხო ბილიკებს
    ვწერ მხოლოდ მაშინ,ვწერ სიგიჟეზე,++++
    მომეწონა +
  • 3
  • ნონა კოლხი
  • 01,06,2013 02:20
  • ...ვწერ მაშინ,როცა ღამეა მშვიდი.
    როცა გონება დამფრთხალ ოცნებებს
    გულში ჩაიკრავს,შემოირიგებს.

    მომწონს ეს პოეტი საერთოდ და ეს ლექსიც + +
    ქუჩაში ზანგი პატარა ურმით,
    ნაგავზე ნაპოვნ ოცნებებს ჰყიდის... ++
    ოთახში რაღაც ჩხაკუნობს,მიდის...
    ქუჩაში ზანგი პატარა ურმით,
    ნაგავზე ნაპოვნ ოცნებებს ჰყიდის...
    მე კი ვწერ და ვწერ...

    ++