გაქცევა სულის თავისუფლებაა.. ანა პაპოშვილი
მინიატურა
04,06,2013
680/12

მე ერთხელ ვიკითხე, შეიძლებოდა თუ არა უბრალოდ გაქცევა .. რა საკვირველია პასუხიც უბრალოდ დაბრუნებული კითხვა იყო : სად ?!

მეც დავფიქრდი , რადგან ადამიანების უმეტესობა მუდამ გარბის და არასდროს იცის სად.. არ მინდოდა მათი უმეტესი ნაწილის შემადგენლობაში შევსულიყავი და ჩავფიქრდი , ნუთუ მართლა არ ვიცოდი სად მინდოდა გაქცევა?!

უცებ მხარზე ხმელი და უხეში , მაგრამ თბილი ხელი ვიგრძენი . შემოვბრუნდი და დავინახო მოხუცი კაცის აწყლიანებული თვალები. ცრემლებისგან კი არა, სიბერისაგან აწყლიანებული..
მან მითხრა : მნიშვნელობა არ აქვს სად იქნები, ცდუნება დიდია, ხშირად იქით გაგიწევს გული სადაც ყოფნა არ შეგეძლება.. მე დიდი (ასაკიანი) ადამიანი ვარ და დედამიწის ერთ ნაგლეჯზე ყოფნასა და დარჩენას ვნატრობ , მაგრამ ვიცი , რომ მალე უნდა წავიდე. არა იმიტომ , რომ მსურს , უბრალოდ სხვაგვარად არ შეიძლება.. მთელი ცხოვრება ვცდილობდი მეცხოვრა ადამიანურად. სულისათვის კი არა, ხორცისათვის ვწირავდი თავს, მაგრამ ხედავ?! ახლა მხოლოდ სულიღა დამრჩენია. სადაც წავალ მხოლოდ და მხოლოდ სული გამყვება თან . ჩემო გოგონა, აუცილებლად უნდა იცხოვრო.. იცხოვრო ადამიანურად სულისათვის. ხორცი? ხორცი კვდება , ლპება, შთაინთქმება.. ხორცითურთ ნურასდროს გაიქცევი. იცი , გაქცევა სულის თავისუფლებაა..
ასე, რომ ნურსად წახვალ.. დაელოდე ჟამს , დრო აუცილებლად მოგცემს გაქცევის შანსს..



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    დიდი მადლობა : )) ასევე წარმატებები
    ++ მშვენიერია, ძლიან მომეწონა, მაგრამ ჟამი ცნობიერებაში არსებობს და არა მატერიაში, ცნობიერება როცა მომწიფდება გასაქცევად მაშინ გავიქცევით :) წარმატებებს გისურვებ
    საინტერესოა,მაგრამ თქვენი ნაწერებიდან გამომდინარე მეტიც შეიძლებოდა.+
    მადლობა გიო.. ასევე თქვენი მკითხველი-მე :*
    +2 პატივისცემითა და სიყვარულით მარად თქვენი მკითხველი მე :**
    მადლობა თორნიკე :D
    ანა, მე შენი პროზა უფრო მომწონს, უფრო თავისუფლად, უფრო ლაღად და სადად მოგდევს სიტყვა. უფრო კარგი შედარებებიც გაქვს პროზაში, რავი ჩემი აზრით, პროზაში უფრო დიდი მომავალი გეჯღანება.
    მართალია , დაუსრულებელია და ბევრი რამ დარჩა კიდევ სათქმელი.. მადლობა :*
    სადაც არ უნდა გაიქცე, ვერ დაემალები საკუთარ თავს, ამიტომ ჯერ უნდა დაადგინო რატომ უნდა გაიქცე, და ვის უნდა გაექცე,,, ჩემი აზრით ცოტა დაუსრულებელია++
  • 3
  • მარი დოლიძე
  • 03,06,2013 11:43
  • თემა საინტერესოა, მომეწონა "დიდი (ასაკიანი) ადამიანის" ჩართვა... წარმატებებს გისურვებ ანა.
    შუა ნაწილში მეგონა, რომ საწყის კითხვას აცდა ნაწერი, ბოლოს ისევ შეიკრა და გასაგები გახდა ის მიმართულება,საითაც ტექსტი წავიდა...
    აქ ბევრჯერ აღმინიშნავს, რომ ამ ასაკში საინტერესო თემებზე ფიქრი უკვე დასაფასებელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთი წლის შემდეგ რომ იმავე თემაზე ვკითხოთ ავტორს, სულ სხვანაირად ისაუბრებს და დაწერს...
    ვფიქრობ, იმ დროს ის აზრი უფრო სწორი იქნება, ახლა_ეს...
    ნებისმიერ შემთხვევაში, შენ ხარ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს უდნა გაიქცეს თუ არა, ან სად გაიქცეს...
    წარმატებები კიდევ და კიდევ.
    ჩემი აზრით,ანა, ბოლომდე არ "დაიხარჯე" აქ. აღებული გაქვს საინტერესოდ განსავრცობი აზრი,იდეა...

    ისე, ჩემი აზრით ისევ, გაქცევის დროს პირადად მე არ ვფიქრობ სად გავიქცევი, უბრალოდ სურვილი მაქვს როგორმე სწორედ ის ალაგი დავტოვო, იმ ადგილს გავექცე-სადაც ვარ.

    მეც დამიწერია ამ სურვილზე.