მუხბეს ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
07,06,2013
796/19

ყველა მაისი თავისებურ სევდას მიტოვებს,
ვერგავლილ ტკივილს,მონატრებას,უიმედობას,
გარეთ დარია,ჩემში თითქოს ისევ მოთოვა,
მე დღემდე გგლოვობ,როგორც მუხბეს,როგორც მეგობარს.
ექვსი წელია მაისის თვე მოდის უშენოდ,
მუხბე,ეს წელიც ძველი წლების ანარეკლია,
შენ,მიგვატოვე,გაგვექეცი და თავს უშველე,
ასე უშენოდ,მივუყვებით ბილიკს,ეკლიანს.
მას შემდეგ კიდევ ბევრმა წყალმა ჩაირიხინა,
მას შემდეგ,კიდევ ბევრი გაჩნდა გულში ნაპრალი,
ცრემლის ღრუბელმა კოკისპირულ წვიმად იდინა,
ბევრი დავკრძალეთ,ბევრიც კიდევ მხოლოდ დავფალით,
მაგრამ ტკივილმა,იმ ტკივილმა,რაც შენგან დარჩა,
ვერასდიდებით ვერ მოძებნა დარაბა,ღრიჭო...
შენ, ჩვენში ცხოვრობ,ჩვენში სუნთქავ,გარედან არ ჩანს,
მაგრამ შიგნიდან შენნაირად გვტკივა და ვბიჭობთ...
მუხბე, ნუ დარდობ,მოვა დრო და ჩვენც მანდ ვიქნებით,
აქ ხომ ჭრილობებს ვეღარ ვირჩენთ,მხოლოდ ვიყუჩებთ,
და თან თავს ვირთობთ,არ გვცილდება სევდა,ფიქრები...
ისევ მოველით ლაღ მართვეებს,ბოკვრებს,ნიკუშებს...
მუხბე,ნუ დარდობ, დრო მოვა და ერთად ვიქნებით!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მუხბე, ნუ დარდობ,მოვა დრო და ჩვენც მანდ ვიქნებით,
    აქ ხომ ჭრილობებს ვეღარ ვირჩენთ,მხოლოდ ვიყუჩებთ,
    და თან თავს ვირთობთ,არ გვცილდება სევდა,ფიქრები... ++
    კარგია!!!!
  • 17
  • სოფო სოფიო
  • 16,06,2013 07:52
  • რა კარგია ..
    ისევ მოველით ლაღ მართვეებს,ბოკვრებს,ნიკუშებს...
    მუხბე,ნუ დარდობ, დრო მოვა და ერთად ვიქნებით!.....რომ მიყვარხართ მგონი უკვე გითხარით...რომ მერჩეულებით ისიც და რაც ტაში და ყვავილია რომ გამოვიმეტე....
    მომწონს
    სევდიანი, მაგრამ სავსე ლექსია... მეორე ,,მუხბეა", რომელიც წავიკითხე, პირველად ჯუბა ხაინდრავასი და ერთნაირი ემოცია დამიტოვა ორივემ... წარმატებები ავტორს
    სევდიანი, მაგრამ სავსე ლექსია... მეორე ,,მუხბეა", რომელიც წავიკითხე, პირველად ჯუბა ხაინდრავასი და ერთნაირი ემოცია დამიტოვა ორივემ... წარმატებები ავტორს
    კარგია, როცა არასოდეს ნელდება ტკივილი... როცა ადამიანს მაღალი სული აქვს, ასეთ კვალს ტოვებს ხოლმე ტკივილის განცდა..........
    ყოჩაღ ++
    ჩემი წილი პლუსი იყოს აქ
    :(:( დიდი სევდაა ++
    მომეწონა ეს ლექსი ბევრი რამით,წარმატებები ავტორს++
  • 6
  • ნონა კოლხი
  • 07,06,2013 08:39
  • ეს ჩემთვის ერთ-ერთი რჩეული გვერდია ამ საიტზე-მე აქ ნამდვილ პოეზიას ვკითხულობ...,,მიშგუ ლადეღ სი",ლიპო,გმადლობ ამისთვის...იქნებ ბევრმა ისწავლოს აქედან,რომ ლანძღვა-გინებისა და უცენზურო სიტყვების კორიანტელის დაყენების გარეშეც იქმნება ნამდვილი ლექსი და გზას იკვლევს მკითხველის გულისაკენ.

    წარმატებები + +
    კარგი ხარ მუხბე+++
    ჩემი პოეტია ეს ავტორი ++
    ეს წავიკითხე და ძალიან იმოქმედა,ასეთ შემთხვევებში მაქვს სურვილი კიდევ რამდენიმეჯერ წავიკითხო
    სრულიად დავეთანხმე გვანცას.
    ემოციური ლექსია, ტკივილს და სათქმელს რომ ზომიერად იტევს ისეთი, არც ზედმეტი ემოციურობითა და პათოსით გადატვირთული...