ვაჟო შორენა ცქიტიშვილი
პოეზია
15,06,2013
408/10

ვაჟო იგეთი კარგი ხარ
გიცქერ და ვერა ვსძღებიო
ამ გულს შეუჩნდი ავყიად
მუდამ დღე ენატრებიო

გიმღერი მაგრამ რად გინდა
ხმა ვერ გაწვდინე ჩემიო
ჩარაზე გულის კარია
შორით მაცდურად ტკბებიო

მომნატრებია ძალიან
შენი ღიმილი მწველიო
ისევ ფიქრებმა დამძლია
და მეც ამ ფიქრებს ვებრძვიო

მაინც რომ ჩემი დარდი ხარ
მაინც რომ შენ ერთს გეტრფიო
გულმა გიგულოს თავისად
რაღა ვინატრო მეტიო

ავტორი: შორენა ცქიტიშვილი



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    +
    რაღაც სუფთა ქართველურია. ისე ეს ლექსი სამღერად კარგად წავა მგონი.
    ენა არ მომეწონა...
    სუსტი ნაწერია, მუშჰაობა უნდა და დახვეწა
    წარმატებები
    ნორმალური ნაწერია,რაღაცით მომეწონა+
    ხო და... კიდევ ფანდურზე დამღერებული აუდიოც დადე შორენა და... სულ კარგი იქნება :) წარმატებები +2
  • 3
  • ნონა კოლხი
  • 15,06,2013 01:07
  • ხალხურ კილოზე დაწერილი ლექსი სასიამოვნოდ იკითხება ხოლმე,თუმცა,ამ ლექსს არც რითმები აქვს(მწველიო-ვებრძვიო,ჩემიო-ტკბებიო...)და ,ყველაზე უფრო რაც გამაკვირვა,ის აა,რომ არც ერთი სასვენი ნიშანი არაა დასმული...(ასეთი რამ ჯოისთან ან ფოლკნერთან შემხვედრია,პროზაში და ამას გარკვეული მხატვრული დატვირთვა აქვს(ცნობიერების ნაკადის თავისებურებიდან გამომდინარე)...აქ კი, ვერ გავიგე,თუ რა ფუნქცია აკისრია ამას.მიტ უმეტეს,რომ ლექსი მეტად მარტივ და ყველასთვის გასაგებ სათქმელს შეიცავს.
    უსასვენნიშნებოდ ნამუშევრის მოტანას-სხვა დროს მოერიდებით,იმედია. კეთილად მოსულყავით.
    დაჰყვება ლექსს თავისი ინტონაცია და განწყობა, გასაგებია სათქმელიც და შესრულების ხერხიც...

    სასვენ ნიშნებს გადახედეთ.
    რითმების გაძლიერებაზე იმუშავეთ.

    წარმატებები.