|-|-| ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
16,06,2013
593/16

ორშაბათი,ღამე,სამს უკლია ხუთი,
ოცნებაში გართულს დამიწყია ხატვა
ქვიშაზე და მხოლოდ უხალხობა მხუთავს,
ვსხედვართ სკვერში ორნი,მე და შავი კატა...

რაღაც უჩვეულო ფიქრმა ამიტანა,
მგონია,რომ ქალაქს გაეპარა ყველა,
თავწაცლილი მთები ბურთებივით ჩანან,
სკვერი,შავი კატა,მე რატომღაც ვღელავ...

დუმილია,მერე სამჯერ რეკავს ზარი,
ბნელ შენობებს შორის დიდხანს ისმის ექო,
გაიძურწნენ სადღაც,ტკივილები მწარე,
და ვჩურჩულებ-ვყვირი,გეყოს,გეყოს გეყოს!

მაგრამ ახლა როცა,სევდა მოვიშორე,
ფიქრიც გავისტუმრე სადღაც ჯანდაბაში,
მივხვდი რას განიცდის სულგაცლილი მძორი,
მივხვდი რაზე ფიქრობს ერთი კვირის ბავშვი...

ორშაბათი,ღამე,სამს უკლია ხუთი,
ოცნებაში გართულს დამიწყია ხატვა
ქვიშაზე და მხოლოდ უხალხობა მხუთავს,
ვსხედვართ სკვერში ორნი,მე და შავი კატა..



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ძალიან მაგარი ლექსიიიი!!!++++
    ++ კარგია
    ჩემი საყვარელი ლექსი+2
    ახლა უფრო ახლოს ხარ, ვიდრე ოდესმე ))) ++++ მუხბე !*
    მაგრამ ახლა როცა,სევდა მოვიშორე,
    ფიქრიც გავისტუმრე სადღაც ჯანდაბაში,
    მივხვდი რას განიცდის სულგაცლილი მძორი,
    მივხვდი რაზე ფიქრობს ერთი კვირის ბავშვი...

    ++

    კარგი ხარ ლიპო

    ასე გააგრძელე
  • 11
  • ნია მოსიძე
  • 16,06,2013 09:50
  • კარგი ლექსია
    ქვიშაზე და მხოლოდ უხალხობა მხუთავს,
    ვსხედვართ სკვერში ორნი,მე და შავი კატა..
  • 9
  • ნინო ომიაძე
  • 16,06,2013 01:12
  • ორშაბათი,ღამე,სამს უკლია ხუთი,
    ოცნებაში გართულს დამიწყია ხატვა
    ქვიშაზე და მხოლოდ უხალხობა მხუთავს,
    ვსხედვართ სკვერში ორნი,მე და შავი კატა.. +
    დუმილია,მერე სამჯერ რეკავს ზარი,
    ბნელ შენობებს შორის დიდხანს ისმის ექო,
    გაიძურწნენ სადღაც,ტკივილები მწარე,
    და ვჩურჩულებ-ვყვირი,გეყოს,გეყოს გეყოს!
    +2
    მადლობა ყველას.მიღებულია გვანცა შენიშვნა,თავიდან ვზივართ უფრო მელამაზა,მაგრამ არც ვსხედვართ აშავებს არაფერს.
  • 6
  • ნონა კოლხი
  • 16,06,2013 01:31
  • ,,მივხვდი,რას განიცდის სულგაცლილი მძორი,
    მივხვდი,რაზე ფიქრობს ერთი კვირის ბავშვი”-
    ამ სიტყვებმა და კიდევ შავმა კატამ ბულგაკოვის ,,ოსტატი...”გამახსენა,რატომღაც.არის რარაც მისტიკური ლექსში.
    ეს ლექსიც და საერთოდ შენი შემოქმედებაც მომწონს მთლიანობაში.
    წარმატებები ++
  • 5
  • ინგა თუნთია
  • 16,06,2013 01:31
  • მგონია,რომ ქალაქს გაეპარა ყველა,
    თავწაცლილი მთები ბურთებივით ჩანან,

    შესანისნავია.ყოჩაღ.წარმატებები.+2
    ++++++++++
    ამ ლექსზე იცი ჩემი შეფასება ლიპო. ძალიან რომ მომეწონა ისიც იცი და არაფერს არ დავამატებ

    ვზივართ სკვერში ორნი,მე და შავი კატა..
    ლიპო, როცა ერთზე მეტ სუბიექტზე საუბრობ, ვზივარ_ვსხედვართ რომ გადაკეთდება, გეცოდინება შენ ეს...

    და ვჩურჩულებ,ვყვირი,გეყოს,გეყოს გეყოს!__აქ თუ ჩურჩულებ როგორ ყვირი, ეს მეუცხოვა უცებ, მაგრამ უსიამოვნოდ ნამდვილად არ განაწყობს ეს კადრი მკითხველს, წარმოსადგენადაა უცნაური.

    ერთიანი განწყობა აქვს ლექსს, თავისი სათქმელით.
  • 1
  • მარი დოლიძე
  • 15,06,2013 01:55
  • ბევრი არაფრის თქმა არ შემიძლია, კარგი ლექსია...

    "მივხვდი რას განიცდის სულგაცლილი მძორი,
    მივხვდი რაზე ფიქრობს ერთი კვირის ბავშვი..." - ცოტა არასასიამოვნოდ მომხვდა ყურში ეს ორი სტრიქონი, ვეცდებოდი შემეცვალა.

    წარმატებები...