ერმანეთს ემთხვევა ზაზა ჯღარკავა
პროზა
06,12,2013
399/0

ცალ-ცალკე ავაშენებთ სახლს
მე და შენ..
მერე დავატოლებთ ამ სახლებს ხელებივით
და დამეთხვევა მილიმეტრებში..

ჩვენი სახლები მთის წვერზე
ტბის პირას,
გახვეულს ნისლში
ახურავს საბანი სიზმრისეული.


ჩვენ სახლის კედლებს ერთად მოვხატავთ,
ფუნჯად, კი შენი თითები მექნება...
შენ მეკითხები - საღებავი გამოგველევა?
მე გიპასუხებ:
არა, რას ამბობ,
რა გამოლევს სიგიჟეს ჩვენში..



ჩვენ ერთად მოვკრებთ კედლიდან მარწყვებს,
ყურძნებს, ალუბლებს,
კალთაში ატმებს მე ჩაგისვამ
თოთო ბავშვიით,
ყუძნებს შენს ტერფებებს გავასინჯები
სტუმარს კი მისგან მოწურულ ღვინოს
უსტუმრო სახლში..


კედლის ერთ კუთხეში შენს თვალებს დავხატავ,
მეორე კუთხეში - ბეღურებს
მერე კი, მე, სულ ლელ(ი)იანის კატასავით, ამ ბეღურებს გამოვედევნები.
დავიჭერ, მაგრამ ისევ გამიფრინდებიან...
დავიჭერ, მაგრამ ისევ გამიფრინდებიან...
შენს თვალებში დაიბუდებენ.


მე მიყვარს შენი ხმა, მშვიდი ხმა,
"mezzo" ფა - მინორში...
როგორ ჯღერს ოთახში.
ჩვენი სახლი მთის წვერზე
ტბის პირას,
გახვეულს ნისლში
ახურავს საბანი სიზმრისეული.


მიყვარს ის მწვანე მთვარე
შენი ხელის გულით
კედელზე დაკოპსებული..
მიყვარს ის ლექსები ჭერზე სადაც
იმდენი "შენ"-ია
ვერ ვძღები..

ჩვენი სახლი მთის წვერზე
ტბის პირას,
გახვეულს ნისლში
ახურავს საბანი სიზმრისეული


ჩვენ სახლებს ვატოლებთ ხელებივით ,
და
ერთი-ერთში,
მე-შენში,
ერთმანეთს ემთხვევა..





  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 0
  •