"გადაგდებული" ზაზა ჯღარკავა
პოეზია
20,06,2013
549/8

ჩვენ, როცა შიშვლებს გვეძინა საწოლში,
მე მთვრალს - მთვარიანს,
შენ უფრო მთვრალს,
ქარიანს.
მე მინდოდი, შენ უფრო გინდოდი.
არ მოგეკარე, ვნება მოვითოკე, არ დაგიახლოვდი..
და შენ რით გადამიხადე?! სამაგისოდ რა მომაგე?!
სიფხიზლეში არ მომენდე, არ მომიახლოვდი,
მთვრალი გინდოდი..

კანი გავიხადე, საწოლზე დაგიკიდე,
ხელი მოვიჭერი, გულზე დაგიბნიე,
მალები შევიხსენი, მძივად აგიკინძე
ყელზე ჩამოგკიდე..
ყელზე დაგიკიდე..

და ამის მერე
უხელო,
უმალო
ბოთლში ჩამამწყვდიე,
ზღვაში გადამაგდე.
შენ კი,..
ნაპირზე დარჩი,
მსხვერპლის მოლოდინში,
პოეზია ხარ და მეფობ
მოლოდინში..



17.06.2013



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    გემოვნებიანია +2
    ქაოტურობა რაშია ბ_ნო თემურ? კიდევ გმადლობთ ყველას აზრის დაფიქსირებისთვის,ეს მე მეხმარება.
    საინტერესოა, ახალი ხედვაა
    ქაოტურია. აზრები კარგია
    გმადლობთ ))
    უხელო,
    უმალო
    ბოთლში ჩამამწყვიდე,
    ზღვაში გადამაგდე.
    შენ კი,..
    ნაპირზე დარჩი,
    მსხვერპლის მოლოდინში,
    პოეზია ხარ და მეფობ
    მოლოდინში..წარმატებები
    მოდაში შემოდის ეროტიულ-ისტერიული ნაწარმოებები
    სიტყვის თავისუფლებაა++
    არის აქ ისეთი მარცვალი- რომელიც მეტად რომ გააღვივოს ავტორმა. დაწმინდოს და დახვეწოსუთუოდ წაადგება ნაწერს.

    პირველი მონაკვეთის მერე, არ ველოდი თუ მოძლიერდებოდა ნამუშევარი- მეორე მონაკვეთი მომეწონა და მესამეს დასაწყისმა ლოგიკურად შეკრა. ლამაზადაც,თითქოს.

    პირველი და ფინალური ნაწილის მოძლიერებაზე ვიფიქრებდი.