სკალდობა ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
21,06,2013
855/21

ჯვარგამოსახული ლამეზირი,
დილაუთენია აბარგება.
ვიწრო ბილიკები დამეწყრილი,
ლოცვით დაღლილობის დამარცხება.
მთამდე ფეხშიშველი სიარული,
ხორცი დაწმენდილი საიმედოდ,
ერთად შექუჩების ჟრიამული,
სულმა ცაში უნდა აიხედოს.
მთებზე მოტივტივე სალოცავი,
ირგვლივ ქუდჯვრიანთა ხროვებია,
არის პეიზაჟი საოცარი,
როცა ღმერთის მონაგროვებია
ყველა,ჯანმრთელიც და ხეიბარიც,
ერთად ღატაკიც და ფულიანიც,
ყველას უნდა,უფალს მიებაროს,
ალალს დაემსგავსოს შურიანი.
სკალდში შეკრებილან სვანები და
ღრუბლებს დაუფარავთ სიმახინჯე,
არის შვებულება წამებიდან,
როცა ფაყის გზაზე მიაბიჯებ,
მაგრამ ეს დღეც მალე გათავდება,
ამ მთებს შეაჭკნება სინანული,
მერე ცა სულივით გაშავდება,
გადაშლის ნაფეხურს მხიარული
წვიმა.დაიცლება ერთიანად
ვერძებშენაწირი არემარე,
ჩვენც სკალდს მივატოვებთ ღმერთიანად,
რადგან ქალაქებში გავეპარეთ
სვანეთს,უქუდოებს შევერიეთ,
გადამთიელობა დავიბრალეთ,
ღმერთო მოწყალეო შეგვეწიე,
სკალდის თარიგზელო დაგვიფარე!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ლაჯაშედაუ თარიგეზელ ი ლამარია!

    ხორცი დაწმენდილი საიმედოდ!!
    მაგარია მუხბე!!!
    ლამაზი ლექსია ++
  • 17
  • მარი ბეროძე
  • 27,06,2013 11:10
  • ულამაზესია... მოვიდა ჩემამდე...
    წარმატებები!
    +++++++++++
    გენაცვალე +++++++++++++
  • 14
  • რომანტიკოსი
  • 21,06,2013 08:36
  • მაგარი ხარ ++
    გამაჟრჟოლა++
    ძალიან კარგია,++
    ძალიან მიყვარს ეს ლექსი,ულამაზესია.საამაყო სვანი ხარ:*** ისე სვანები რატო ვართ ასეთი ჭკვიანები:Dწარმატებები ლიპოო+2
    დიდი მადლობა ყველას.ეს არის ძველი ლექსი და ახლახან აღმოვაჩინე რომ არ იდო აქ,სწორედ მაგიტომ დავდე
    ლიპო, ყოველთვის მსიამოვნებს შენი ნაწერების კითხვა. სვანურმა მოტივებმა გამიათკეცა მოწინება.

    მოკითხვა მაგ სიშორეზე. :*
    სულიანი ლექსია. ლამაზი პეიზაჟები წამოვიდა.
    ისე ტექნიკის მხრივ ერთ რჩევას მოგცემდით:
    ლექსი ერთ ტემბში ერთი მუსიკით მიდიოდა და უცებ ამ ხაზმა ამომაგდო "გადაშლის ნაფეხურს მხიარული" - მაგალითისთვის, გაშლის ნაფეხურებს მხიარული რომ იყოს მარცვლების ამგვარი გადანაწილება აღარ შეცვლიდა მელოდიას.
    წარმატებებს გისურვებთ ++
    ლიპო უკომენტაროდ:))

    ++
    რა კარგი ხააააარ...როგორ არ მოგეფერო...დაგლოცოს
  • 4
  • ნონა კოლხი
  • 21,06,2013 12:35
  • ყოველთვის სიამოვნებით შემოვდივარ ამ გვერდზე.
    მომწონხარ ლიპარტელიანო!
    წარმატებები + +
    სვანური აქცენტით წაკითხული_სასაიმოვნოდ მოსასმენი, პირადად ჩემთვის...

    ამ ავტორს სტაბილურად კარგი ნაწერები აქვს და მშვიდად შემოვდივარ ხოლმე აქ.
    მთის სული გაქვს, ლიპო. მანდაც, ამ სიშორეში. შეირჩინე მაინც.

    კარგად ჩავიკითხე და კარგადაც მოვისმინე.
  • 1
  • მარი დოლიძე
  • 20,06,2013 02:54
  • ლამაზი ლექსია, მშვიდად, შეუფერხებლად ჩამეკითხა, სიამოვნება მივიღე რაც მთავარია. წარმატეები.