XXX! ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
27,06,2013
633/18

წეღან,ამბობდით,დონ ჩარო,
რომ გიყვართ კუბა,სიგარა,
აფრიკა,კილიმანჯარო,
ლორკა და ყველა ციგანი,

თქვენ,მზეც გიყვართ და პეპლებიც,
სანაპიროც და ხრიოკიც,
ჩემთვის ცხოვრება წკეპლაა,
გრძნობებსაც ვეღარ ვიოკებ...

მე სხვა სამყაროს შვილი ვარ,
სულ სხვა ოცნებით,მიზანით...
„მირანგულაზე„ვტირივარ,
უშბის კალთებზე ვიზვავე...

თქვენ რას გამიგებთ,დონ ჩარო,
რა მონატრებას ვატარებ...
მუხის კასრზე დგამს ვაჭარი,
წითელი ღვინის მათარას.

უკვე დავთვერით,დონ ჩარო,
თქვენ გაუკიდეთ სიგარას,
მე მეზმანება მაჭარი,
თბილისი...ყველა ციგანი.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    "მიზანით..."
    "ვტირივარ"


    საკმაოდ კარგად წერთ, ჩემი აზრით.
    მე სხვა სამყაროს შვილი ვარ,
    სულ სხვა ოცნებით,მიზანით...
    „მირანგულაზე„ვტირივარ,
    უშბის კალთებზე ვიზვავე...
    +++
  • 15
  • არამითი777
  • 29,06,2013 10:16
  • უმაღლესი ლექსია,საკაიფო რითმებით... +
    ++ პუეს... ია ერეს უნო დე მის ფავორიტოს... კომო პოეტა ! ) <3
    +2
    მაგარი ხარ დზმაო!!
    ძალიან კარგია ლიპო.წარმატებები ++++
  • 10
  • რომანტიკოსი
  • 28,06,2013 05:03
  • ბრავო ლიპო!!ძალიან კარგია,მიხარიხარ.
    ჩემთვის ცხოვრება წკეპლაა,
    გრძნობებსაც ვეღარ ვიოკებ..
    რა კარგი ხარ შენ,ყველაზე გრძნობადია შენი პოეზია,ლიპო
    :*
    უღრმესი მადლობა ყველას :*:*:*
    ჩემთვის ცხოვრება წკეპლაა,
    გრძნობებსაც ვეღარ ვიოკებ..
    რა კარგი ხარ შენ,ყველაზე გრძნობადია შენი პოეზია,ლიპო
    :*
    ჩაასწორე კორექტურებია და ძალიან მომეწონა. ქულები ხომ არაფერია, მაგრამ პირველ 2 ქულას ვწერ სამი დღის განმავლობაში.
    მეც კორექტურასა და მიმართვასთან მძიმეზე უნდა მეთქვა,ლიპო, მაგრამ უკვე უთქვამთ.

    ისე კი კარგი ლექსია, ემოციური. და ზუსტად ვიცი, ის დაწერე, რაც მართლა განიცადე. :**
    თქვენ მზეც გიყვართ და პეპლებიც,
    სანაბიროც და ხრიოკიც,
    ჩემთვის ცხოვრება წკეპლაა,
    გრძნობებსაც ვეღარ ვიოკებ...

    თქვენ რას გამიგებთ დონ ჩარო,
    რა მონატრებას ვატარებ...

    შესანიშნავია+++++
    სანაბიროც,უშვის - ამ კორექტურებს მოუბრუნდი, ლიპო.


    დონ ჩაროს მძიმე დაუსვი წინ და
    ძალიან მომეწონა მე ეს ლექსი.

    ვიგრძენი ეს ლექსი.
    დონ ჩარომ ბოდიშიო და ++ გამოაგზავნა :)))