ნაბიჯი, გაბიჯებ.. ანა პაპოშვილი
პოეზია
30,06,2013
550/10

მე და შენ ვიცეკვებთ ოდესმე ქუჩაში ,
ბანალურ წვიმის ქვეშ, ნოტების თანახმად
და თითო ნაბიჯში , წკაპუნი ფეხებქვეშ ,
შექმნიან სონეტის პატარა ლამაზ ჰანგს.

ხელს თუკი სინაზით დამისვამ დალალზე,
ხო , იგი გახდება ურჩი და უგულო.
არ მოგცემს უფლებას დამალო თვალები ,
ოჰ, რარიგ სწადია კვლავაც , რომ უყურო..

მე იქნებ ქუჩაში მერევა ფეხები ,
ნაბიჯი , გაბიჯებ ფეხბზე ვჩერდები.
მე იქნებ მერევა. თუ ხო და არ ვიმჩნევ,
კვლავ ვცეკვავ ტანგოსაც წარსულის ბგერებით.

და მერე მიწყდება შხაპუნი დალალზე,
აღარ აქვს ჩემს კაბას წვიმისგან შხეფები,
ჩვენ ახლა ჩვეულად ღამეში ვაბიჯებთ.
ნაბიჯი, გაბიჯებ უცებ და ვჩერდებით.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    გაიხარეთ, მარიამ ასევე წარმატებები : *
    ++ ულაპარაკოდ
  • 8
  • მარი ბეროძე
  • 15,07,2013 08:51
  • წარმატებები ანა :*
    მადლობა : **
    მე იქნებ ქუჩაში მერევა ფეხები ,
    ნაბიჯი , გაბიჯებ ფეხბზე ვჩერდები.
    მე იქნებ მერევა. თუ ხო და არ ვიმჩნევ,
    კვლავ ვცეკვავ ტანგოსაც წარსულის ბგერებით.
    ძალიან ლამაზია.
    მე იქნებ ქუჩაში მერევა ფეხები ,
    ნაბიჯი , გაბიჯებ ფეხბზე ვჩერდები.

    მომეწონა++
    ქალური ლექსია,მომეწონა,წარმატებები
    მადლობა ; **
    მომეწონა რაც დახატე+
    დალალალზე, --უნებლიე კორექტურაა

    ლამაზი კადრია, ნორმალურად დახატული ++