ყველგან ღმერთია ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
05,07,2013
1614/35

მე გეუბნები-დღეს ქუჩაში ღმერთი შევნიშნე...
(შენ,არ მიჯერებ)
მე გეუბნები-ჩემს ოთაში ახლაც მას სძინავს...
(შენ გეცინება)
ბევრჯერ მინახავს,ახლა ყველას ვეღარ ვიხსენებ,
მე შევსწრებივარ ღმერთის ტირილს,დარდსა და გმინვას...
ვამბობ,რომ არსად და არასდროს მას არ დავეძებ,
რომ იგი მუდამ ჩემთანაა,სულაც ჩემშია,
რა საჭიროა მის ძებნაში ასჯერ დაეცე?!
როცა შენს ირგვლივ უამრავი დადის მესია,
ის არის ცაში და მიწაზეც,მზეშიც, მთვარეზეც,
ის არის ყველა მცენარეში,ზღვაში,ღამეში,
ის თქვენშიც არის,მაგრამ თქვენ სულ სხვაგან დაეძებთ,
არადა იგი ღმერთი, იყო ჯვარცმის გარეშეც...
მე ასე ვფიქრობ და ვსაუბრობ,როგორც უფალი,
ახლა მე ვხარობ,როგორც ღელე ვრცელ ზღვასთან შერთვით,
მე ვარ გენია,ვარ სიგიჟე და თან უბრალო...
შენც ხარ გენია,შენც მე მგავხარ და შენც ხარ ღმერთი.

ჩვენშია ღმერთი!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ის არის ცაში და მიწაზეც,მზეშიც, მთვარეზეც,
    ის არის ყველა მცენარეში,ზღვაში,ღამეში,
    ის თქვენშიც არის,მაგრამ თქვენ სულ სხვაგან დაეძებთ,
    არადა იგი ღმერთი, იყო ჯვარცმის გარეშეც...

    ჩვენშია ღმერთი!

    ძალიან მომეწონა :)) მადლობა ავტორს
    ის არის ცაში და მიწაზეც,მზეშიც, მთვარეზეც,
    ის არის ყველა მცენარეში,ზღვაში,ღამეში,
    ის თქვენშიც არის,მაგრამ თქვენ სულ სხვაგან დაეძებთ,
    არადა იგი ღმერთი, იყო ჯვარცმის გარეშეც...

    ჩვენშია ღმერთი!

    ძალიან მომეწონა :)) მადლობა ავტორს
  • 33
  • რომანტიკოსი
  • 06,10,2013 03:02
  • ეს ლექსი ძალიან მიყვარს!
    ძალიან საინტერესოააა
    "ბევრჯერ მინახავს,ახლა ყველას ვეღარ ვიხსენებ,
    მე შევსწრებივარ ღმერთის ტირილს,დარდსა და გმინვას..."
    ძალიან მომეწონა!
    დზალიან მომეწონა
    ვამბობ,რომ არსად და არასდროს მას არ დავეძებ,
    რომ იგი მუდამ ჩემთანაა,სულაც ჩემშია,
    რა საჭიროა მის ძებნაში ასჯერ დაეცე?!
    როცა შენს ირგვლივ უამრავი დადის მესია... !!

    <3
    მე გეუბნები-დღეს ქუჩაში ღმერთი შევნიშნე...
    (შენ,არ მიჯერებ)
    მე გეუბნები-ჩემს ოთაში ახლაც მას სძინავს...
    (შენ გეცინება)
    ბევრჯერ მინახავს,ახლა ყველას ვეღარ ვიხსენებ,
    მე შევსწრებივარ ღმერთის ტირილს,დარდსა და გმინვას...

    დასაწყისი მომეწონა ძალიან ++
    პანთეიზმი << ღმერთია ბუნება ბუნება ღმერთი <<
    რათქმაუნდა გმერთი ყველგანაა უბრალოდ ჩვენ ვერ ან არ ვხედავთ. კარგი ლექსია...
    ბატონო კოტე,ყველას თავისებური აღქმა აქვს რელიგიისაც და უფლისაც,ყველას თავისი გოლგოთა აქვს.ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არააქვს ადამიანი მართლმადიდებელია,კათოკიკე,მუსულმანი თუ ა.შ. მთავარია სჯეროდეს უფლის არსებობა,მთავარია შეიგრძნოს რომ ყველაზე დიდი არსება თვითონაა ამ სამყაროში.აქ ამ თემის ეართოდ განხილვა არ გამოვა.მადლობა ყურადღებისთვის,კეთილი სურვილებით. ირაკლის კომენტარები ყოველთვის საინტერესოა და მადლობა რომ დამითმე დრო.
    ბატონო ლიპო, ქართველებს არ გვაქვს იმის ფუფუნება სითამამეს აღვირი შევხსნათ, მე უმთავრეს მიზნად ჩვენი საქართველოს გაძლიერება მიმაჩნია ქართველისთვის, რომლის უმთავრესი ქვაკუთხედი აგერ 17 საუკუნეა მართლმადიდებლობაა და როცა რელიგიურ თემას ვეხებით ვეხებით იმ სასიცოცხლო სისძალღვრს–ჩვენს მყობადობას რომ კვებავს, მინიმუმ იმ შეცდომებს არ უნდა უშვებდეთ რაზეც ბატონმა ირაკლი ყურუამ ქვევით მიგითითათ, მაქსიმუმ კარგია თუ მართლმადიდებელ აპოლეგეტებს გაეცნობით, მერე აღარ მოგეჩვენებათ დიდ მიგნებად ღმერთი რომ წვერებიანი ბაბუა არ გგონიათ.
    წმინდა მამები ამბობენ დაწერილს ნაჯახით ვერ ამოჭრიო, ქრისტესმიერი სიყვარულით გირჩევთ ნუ გადააყოლებთ მარადიულს წუთიერ აღტკინებას, რომელიც ხშირად მისგან არ მოდის, სისულელეა ამასთან შედარებით ყველაფერი, რა შემოქმედი, რა შემოქმედის სითამამე, რას ბრძანებთ– შემოქმედი ერთადერთია ამ სამყაროში, მარადიული შემოქმედი, სხვა ყველაფერი სატყუარაა, მოვა დრო რუსთაველი არ ემახსოვრება არავის, ამაშ ეჭვის შეტანაც კი გულიპყვრილობაა.
    თქვენ ასეთი კი არაფერი ,,დაგიშავებიათ,, :) , მაგრამ ფაქტის სიავკარგე რომ განსაზღვრო მისი მაქსიმალური განვითარება უნდა წარმოიდგინო და მე ეგ პერსპექტივა არ მომეწონა თქვენი ლექსის არც მხატვრულ და მით უფრო შინაარსობლის ნაწილში.
    საუკეთესო სურვილებით.
    სალამი, ლიპო.
    ორიოდე სიტყვით მეც ვიტყვი.

    პირველ რიგში, სასიამოვნოა, რომ ტექსტის ძირითადი სათქმელი ღმერთის ცნების გაგებას გულისხმობს. მსგავს თემებთან დაკავშირებული ყველა ნაწერი საინტერესოა(ზოგი წაკითხვამდე, ზოგი - წაკითხვის შემდეგაც) ჩემთვის.
    კონკრეტულად ამ ტექსტს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ძალიან უტრირებული ფორმითაა სათქმელი გადმოცემული. დასაწყისი უფრო სუფთა და ხელშესახებია, ვიდრე - ნაწერის შემდგომი ნაწილი. ის რომ ღმერთი ყველგანაა, უკვე ნიშნავს, რომ შეიძლება მცენარეშიც იყოს, ზღვაშიც და ა.შ ჩამონათვალი და ზედმეტად ვიწრო დაკონკრეტება რაღაც არ უხდება ასეთ რამეებს. მე ეგრე მგონია. თან, ის გაგება რომ ღმერთი შეიძლება ყველაფერში იყოს, მაინც და მაინც ყოველ ნივთიერ ან საგნობრივ განსახიერებას არ ნიშნავს, ჩემი აზრით. უფრო მეტი სიღრმეა მანდ. გაცილებით მეტი.

    რაც შეეხება ჯვარცმის მონაკვეთს, ეგ საინტერესო ადგილია, მაგრამ მაგასთან დაკავშირებითაც მაქვს მცირე "შენიშვნა". ღმერთი არ გაუკრავთ ჯვარზე. ქრისტესა და ღმერთის ცნების არევა ცოტა არ იყოს და არც ისე მართებულია. ძალიან სხვადასხვა რამეა ეგ. გასაგებია, რომ არსობრივ მიდგომას უსვამ ხაზს, მაგრამ - მაინც.

    ყველაზე მეტად, რაც მკითხველის მაპროვოცირებლად უფრო ჩავთვალე, ვიდრე - ტექსტის ლოგიკურ გაგრძელებად, ისაა რომ "უფლის მსგავსად საუბარს" უკავშირებ საკუთარ ხმას. თუ მანდ იგულისხმება შენ შიგნით არსებული ღმერთის ხმა, მაშინ კიდევ შეიძლება დაშვება(გამართლება), მაგრამ მაინც გადაჭარბებული მგონია. ხშირად, საკუთარი თავის სახელით ლაპარაკიც კი რთული და გაუაზრებელია და როცა უფლის ხმის გაჟღერებას ეხება საქმე, ეგ ძალიან საკამათოა.

    ძირითადი სათქმელი ნამდვილად გავიგე. თეზისებიც საკმაოდ ნაცნობია. დაწუნება/მოწონებას არ დავიწყებ ახლა. უბრალოდ, ყოველთვის რაიმე საინტერესოს და "არასოციალურს" ვეძებ ასეთ ტექსტებში. ამჯერად, ცოტა გამიცრუვდა იმედი. საწყენად არ მიიღებ, ვიცი.
    მადლობა ყველას! ბატონო კოტე,რაც თქვენთვის ფაქიზი თემაა,ჩემთვის ყოველდღიური ფიქრის და საუბრის საგანია,მომიტევეთ ტუ ღმერთი წვერებიანი ბაბუ არ მგონია რომელიც ღრუბლებზე ზის.ჩემთვის ღმერთი ყველაფერშია,თქვენშიც და ჩემშიც.რაც შეეხება ლექსის ხარისხს,უფრო მეტად რომ დაგეკონკრეტებინათ რატომაა "არც თუ ისე კარგი ლექსი" უკეთესი იქნებოდა.სითამამე თუ პრობლემა იყო ლიტერატურაში არ ვიცოდი,ჩემთვის პირიქითაა,ავტორს თუ ეს თვისება გააჩნია ორმაგად ვაფასებ,ჩემდა სამწუხაროდ მე ვერ ვარ ისეთი თამამი როგორიც უნდა იყოს შემოქმედი ჩემი აზრით.
    ფაქიზ თემასთან მეტისმეტი სითამამე და არც თუ კარგი ლექსი, მე აქ ყოველთვის უკომპრომისო ვარ. თემამ განაპირობა ქულათა ეს რაოდენობა და კიდევ იმან რომ ამ თემაზე აშკარად ცოტას ფიქრობს თქვენი თაობა, ყოველ შემთხვევაში სიღრმე არ იგრძნობა არც ლექსში და არც კომენტარებში. მომიტევეთ კატეგორიულობა. პატივისცემით.
    გენაცვალე, მიხარიხარ თანაფესვო ...
    ის თქვენშიც არის,მაგრამ თქვენ სულ სხვაგან დაეძებთ,
    არადა იგი ღმერთი, იყო ჯვარცმის გარეშეც...
    ძალიან მომეწონა...
    ლიპოსთან ყოველთვის სტაბილურად კარგადაა აზრი,სათქმელი,გადმოცემის ფორმა...
    ეს ის შემთხვევაა,როცა ყველაფერი იდეალურადაა
    ძალიან მომწონს ეს ნაწერი :) ძალიან ჭკვიანურია. ვინმე იქნება მკრეხელობად ჩათვლის, მაგრამ მართალი ნაწრია. როგორც პოეზიაც და როგორც აზრი :)
    კარგი იყო :)
    ყოჩაღ მუხბე!
    მადლობა ყველას,ბექა კი ეგრეა,მე რატომღაც მგონა რომ ეგრე მეწერა და ახლა შევამჩნიე :)
    საფინალო ფრაზა "ღმერთი, ჩვენშია!" –ასე რომ იყოს, მგონი უფრო მელოდიური გამოდის – "გენია" სთან ირითმებასავით :)
    კარგია ლიპო!
    წარმატებები მარად! :)
    ჩვენშია ღმერთი! კომენტარი ზედმეტია ++++
    ძალიამ კარგია!ღმერთი ყველგანაა და რაც მთავარია ჩვენშია.ის იმდენად დიდია,რომ მთელი სამყარო ვერ იტევს,მაგრამ ამასთანავე ისეთი პატარა,რომ ჩვენ გულშიც ეტევა.გაიხარე ლიპო,ასეთი ლექსებისთვის!
  • 8
  • მარი ბეროძე
  • 05,07,2013 08:43
  • მართლა ძალიან მომეწონა..
    წარმატებები!
    ის თქვენშიც არის,მაგრამ თქვენ სულ სხვაგან დაეძებთ,
    არადა იგი ღმერთი, იყო ჯვარცმის გარეშეც.....
    ძალიან მაგარია ლიპო, გილოცავ+++
    გენაცვალე,დამაფიქრა და მომეწონა
    ჭეშმარიტად,ჩვენშია ღმერთი ++
    მომეწონა ლექსში გადმოცემული ჭეშმარიტება. 100%-ით გეთანხმებით.+2
    ძალიან კარგია ლიპო,როგორც ყოველთვის ++
    ლიპო, მომეწონა ძალიან.

    !