გადარეულო ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
14,07,2013
866/13

გადარეულო,შენს თვალებში მე ჩემს თავს ვხედავ,
ანუ მუცლიდან შენც გამოგყვა ჩემი ფანტომი,
ფანჯრის რაფაზე,სახით მზისკენ,და და ძმა სხედან,
მგონი ბავშვობას მაგონებენ-პლაგიატობენ...

დრო გავიდა და გავიზარდეთ,ცოტას ვკამათობთ,
მე მყუდრო კუნძულს შევეხიზნე,შენ მეგაპოლისს,
სულ ცოტა ხანში ჩვენს დარგულ ფიჭვს კიდევ დაათოვ,
რომელიც საწყლად,უპატრონოდ დგას სახლებს შორის

და ელოდება,რომ ოდესმე კვლავ დავბრუნდებით.
(მითხრეს,რომ უკვე ჩვენს აივანს გატოლებია)
ჩვენ შევიცვალეთ,დიდები ვართ და მე ვრწმუნდები,
რომ ეს ცხოვრება ურთულესი განტოლებაა...

გადარეულო,შენს თვალებში მე ჩემს თავს ვხედავ,
ანუ მუცლიდან შენც გამოგყვა ჩემი ფანტომი,
ფანჯრის რაფაზე,სახით მზისკენ,და და ძმა სხედან,
და ჩვენს ბავშვობას მაგონებენ-პლაგიატობენ...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მომწონს ეს ლექსი
  • 12
  • რომანტიკოსი
  • 19,07,2013 05:28
  • ძალიან კარგია ლიპო,მე მიყვარს შენი პოეზია.
    ძალიან მაგარია ლიპო. :*
    ცდებით ბატონო,უბრალოდ სიმართლე გითხარით შეულამაზებელი ფორმით,არ ვთვლი რომ რამე საპატიებელი მჭირს.იმდენად დაუსაბუთებელია თქვენი შენიშვნები,რომ სხვა უფრო კორექტული პასუხი წარმოუდგენელი იქნებოდა
    ნერვებმა გიმტყუნათ, ეს ბუნებრივია მაშინ როცა არგუმენტები ამოიწურება ხომე, მიპატიებია.
    ტრაკს ათამაშებთ ბატონო და გიხარიათ.თუ არ მოგწონთ რედაქტორების მუშაობა,არ მოგწონთ აქაური ავტორები და ესოდენ განათლებული ბრძანდებით,რომ თურმე სიტყვა გადარეულო მხოლოდ ზურიკელას ასოციაციას იწვევს თვენში და ფანტომის მნიშვნელობას ვერ უკავშირებთ დანარჩენ ტექსტს რისთვის ხსნით ამ საიტს და რატომ კითხულობთ?მაზოსიხტი ხართ?კრიტიკა მისაღებია მხოლოდ მასინ,თუ კრიტიკოსი კომპეტენტურია იმ საქმეში რასაც აკრიტიკებს,თვენ ცდილობთ განათლებული კაცის შთაბეჭდილება დათოვოთ და აქ არაფერ შუაშია არც ლექსი არც ავტორი და არც რედაქტორი,თვენი მთავარი ამოცანა რაც ზევით მოგახსენეთ ისაა და თან გიხარიათ ყოველივე ეს.
    ,,ბედნიერება არის მირაჟი, უბედურება კი რელობა,, :))), კაი ბატონო არ მეთანხმებით ესეიგი სუსტი ლექსი როა და ქალბატონი რედაქტორები ტენდენციურები არიან? გავყვეთ ლექსს :):
    1.,,გადარეული,შენს თვალებში მე ჩემს თავს ვხედავ,
    ანუ მუცლიდან შენც გამოგყვა ჩემი ფანტომი,,
    პირველი სიტყვებიდან ზურიკელა ვაშალობიძე რომ გვახსენდება ეგ არაფერი ,,სულ მთლად გადარეული ვარ,, , ამას გარდა მის თვალებში თქვენს თავს ხედავთ და ასკვნით რომ მას დედის მუცლიდან თქვენი ფანტომი დაყვა, ახლა არ ამახსნევინოთ ფანტომის მნიშვნელობა–უადგილოა სრულიად, რომ დაგეწერათ ჩემს თვალებს ვხედავო კიდე ხო, თუმცა არც ეგ იქნებოდა დიდი ბედანა, მარა აზრი მაინც იქნებოდა.
    2. ფანჯრის რაფაზე,სახით მზისკენ,და და ძმა სხედან,
    მგონი ბავშვობას მაგონებენ-პლაგიატობენ...
    რა გადასვლაა თვალებიდან ფანჯრის რაფაზე ეს სხვა თემაა, მერე კიდე თუ გადახვედით, ბავშვობას გახსენებენ თუ არა ამაშიც ვერ გაერკვიეთ? მგონი ბავშვობას მაგონებენ თან როგორ პლაგიატობენ, თქვენ თქვენ ბავშვობასაც ვერ იხსენებთ და იმას მით უფრო ვერ გაიხსენებთ მზესთან პირით იჯექით თუ ზურგით. . . . . . . .. ....... პირველი სტროფის ფონზეც კი ასეთი შეფასება რომ კეთდება რედაქტორებისგან ესაა ტენდენციურობა, გამიგეთ? ამაზე აღვშფოთდი გულწრფელად
    ბატონო კოტე,თუ რამის თქმა გინდათ დააკონკრეტეთ,ეს შეფარულ-შეპარული ლაპარაკი რა უბედურებაა???
    მე რიგითი მკითხველი, კოტე კირტაია ქალბატონ რედაქტორებს ტენდენციურობაში გდებთ ბრალს, გამომდინარე იქიდან რომ თქვენს გემოვნებაში ეჭვი არ მეპარება– შესაძლოა ვცდები.
    რავქნა,უნდა ვტქვ რომ გამორჩეული ხალხი ვართ სვანები:)++

    გადარეული,შენს თვალებში მე ჩემს თავს ვხედავ,
    ანუ მუცლიდან შენც გამოგყვა ჩემი ფანტომი,
    ფანჯრის რაფაზე,სახით მზისკენ,და და ძმა სხედან,
    და ჩვენს ბავშვობას მაგონებენ-პლაგიატობენ...
    რადგან სათაური "გადარეულო" წოდებით ბრუნვაშია, ლექსის დაწყებისას ვერ მივხვდი, სხვას მიმართავთ ამ სიტყვით თუ საკუთარ თავს ახასიათებთ...

    მცირე კორექტურებზე უთქვამს ნათიას.
    ისე კი საკმაოდ სასიამოვნოდ წასაკითხი ლექსია.
    წარმატებები.
    კუნძილს ,ჩნევს- ჩაასწორე,ლიპო.


    თბილი განწყობით ჩავიკითხე და ისე მსიამოვნებს შენი ახალი ლექსები, რომ ვხედავ რამოდენა სხვაობაა სულსულსულ ადრინდელებსა და ამათ შორის.