ნინუცას ლექსი ნინო ქოქოსაძე
პოეზია
2011-08-25 00:03:27
260/14

ფაა–ფუ!
რა ფაფუკი და ალალია ეს გაოცება.
ფუფალ, ფუფალ,
ფა–ფუ შიოლა?
თვალის ბუდიდან გადაფრენილ მერცხლებს გაფიცებ,
ადე, ქა!
რა დროს შენი სიკვდილია,
უმალ მე დამიტირებ!
ფუფაალ...
შე ფურცლებს შორის ჩარჩენილო,
ხმელო პეპელა,
დაჯექ, დაჯექ ჩემს ხელისგულზე,
დაჩრჩილულ კაბას ამოგიკერავ,
შენ კი ჩემთვისაც
უფლისწული გამოიგონე.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 14
  • მიშშო დადიანი
  • 2012-01-06 14:51:58
  • რა ლამაზი ლექსია +3 წაკითხული მქონდა ეს.
  • 13
  • ნინო ქადაგიძე
  • 2011-08-29 22:40:16
  • სიტყვები არ მყოფნის იმდენად მომწონს !!!!!
    ზედმეტად კარგი იყოო. აქამდე რატომ არ ქმონდა წაკითხული.

    "თვალის ბუდიდან გადაფრენილ მერცხლებს გაფიცებ"

    ბ რ ა ვ ო
  • 11
  • ნინო ქოქოსაძე
  • 2011-08-26 19:57:28
  • მადლობა ყველა მკითხველს:)
  • 10
  • მაკა კოლხი
  • 2011-08-26 02:36:31
  • შესანიშნავი ლექსია მართლაც! ++++++++++++++++++
  • 9
  • რენა
  • 2011-08-25 19:48:04
  • ემოცია მოდის ისეთი...გატრიალებს ტალღასავით...
  • 8
  • ნათია პაპიძე
  • 2011-08-25 17:04:16
  • ფინალიიიიიიი...ფინალი მაგიჟებს აქ.
    და ფურცლებს შორის ჩარჩენილი ხმელი პეპელა....
    და........
    ბრავო რენუარ, ბრავო, ახალი სუნთქვა გაქვს გახსნილი საკუთარ პოეზიაში smile
    "შენ კი ჩემთვისაც
    უფლისწული გამოიგონე."




    უუუჰ, რა მაგარიააა... უუუჰ... ფუფალა... ჩემი ტკივილი და სევდა... ფუფალა... ყველა ქალის (ქაააალიიიიიიის) სევდა სულ... და ეს ლექსი... სევდიანი ლექსი...
    "შენ მაინც დამიტირე, ნინუცა"...
    უჰ, რა კარგია... ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ლექსი, მთელი ცხოვრება რომ დაგრჩება...


    რა ვთქვა, სრულყოფილი ლექსია ემოციით გაჯერებული.+
    მაგარია ძალიან!
    ფა-ქიზი ლექსია:)
    ვისიამოვნე!
  • 2
  • რ_____ო_____ი
  • 2011-08-24 13:33:30
  • მსხვილი პლიუსი ჩემგან.

    ძალიან მაგარია, უფ.

    +
  • 1
  • ა__ჩ__ი
  • 2011-08-24 12:14:52
  • ძალიან თბილი და საყვარელი ლექსია...

    +