მამას გვანცა გიგაური
გამოუქვეყნებელი
18,07,2013
0/3

_სად არის მამა??_არ ვიცი.ვთამაშობ ეზოში ბავშვებთან ერთად სოფლის ქალები ერთად არიან შეკრებილნი და საუბრობენ. პატარა ვარ მაგრამ ვხვდები რო ეს მზერა რაღაცას ნიშნავს და ვუახლოვდები მათ. ისინი ჩუმდებიან. _რატომ?ისევ მიჩნდება კითხვა. სოფელში როცა ჩავდივარ ყველასგან უცნაურ მზერას ვგრძნობ. რაღაცა ისეთს, სიტყვით რო ვერ ამბობ.აი იმ დროს მაღალ შავგვრემან კაცს რომ ჩავუვლი ხოლმე.კარგი დედიკო გყავს მეუბნება მოხუცი ქალი . შენც მასავით ჭკვიანი და და ნიჭიერი უნდა იყოო. მაშინ გავიგე, თურმე დედიკო ფრიადოსანი ყოფილა. დღესაც ახსენებენ რა ნიჭიერი იყო და რა დიდი მომავალი ექნებოდა რომ არა ... აქ ყველა ჩუმდება , ნეტავ რა არის იმ დუმლილის უკან??ეხლა ვფიქრობდი პირველად როდის მითხრეს ის რაზეც მანამდე დუმილს ვიღებდი. მაგრამ ვერ ვიხსენებ. ხო მართლა მსგავს სიტუაციაში ბებო აუცილებლად წყევლას მიაყოლებდა ხოლმე, - მაგათმა არ გაიხარონ ჩემი ცოდვითო.აი რა გამახსენდა, ქარელის სახლში ერთხელ უჯრაში 2 ფერის ერთნაირი კაბები ვიპოვე მწვანე და წითელი. მივხვდი რო ისინი ჩემი იყო, მაგრამ ის გამიკვირდა, - რატომ სხვა არაფერი იყო შენახული ამ კაბების გარდა .ბებომ რომ დამინახა ამ კაბებით, მითხრა: - ეგენი მამაშენის ნაჩუქარიაო. გამიხარდა, დავკეცე და შევინახე.მთელი დღე ამაზე ვფიქრობდი. მიხაროდა ის, ხომ მამას ნაჩუქარი იყო. ის შავგვრემანი კაცი, მისი გვერზე ჩავლისას ჭორიკანების მზერის მიზეზი რო იყო, - მამა ყოფილა. სახლში მივდიოდი თამაშით გულ-მოოხებული. გზაზე უცნობი კაცი რომ გადამიდგა._გვანცა შენ ხარ ? მე თავის დაქნევით დავუდასტურე კითხვის პასუხი. მითხრა რომ მამას მეგობარი იყო, მეც არ შემშინებია, გავყევი, ბევრი ტკბილეული მიყიდა და მითხრა რომ ეს მისი თხოვნით გააკეთა და დააბარა რომ ვუყვარდი.სახლში სიხარულით ავირბინე, არავისთვის არაფერი მითქვამს ისე მიხაროდა. არ მინდოდა ამ სიხარულის განაწილება. ტკბილეული კი ბავშვებს გავუნაწილე .დედაზე კარგი არსად არცერთ კუნძულზე და არცერთ პლანეტაზე აარავინა .დედაჩემი ღმერთია, ყოველთვის ჩემი ღმერთი იყო, არის და იქნება . მე არ მახსოვს, მაგრამ დედამ ერთხელ მითხრა სევდიანი ხმით: - პატარა რომ იყავი, ჩემს გარეშე ვერ ძლებდი, მძინარეს ლოგინიდან რომ აგეპარებოდი, - ხელებით მეძებდი და რომ ვერ მიპოვიდი, - ტიროდიო. ეხლა კი აღარც მეფერებიო .თითქოს იმის მერე, როცა უკვე ვიცოდი ვინ იყო ის შავგვრემანი კაცი, ყოველი გვერზე ჩავლიასას რაღაცას რომ მოველოდი, ვიცვლებოდი და ბავშური ხალისი მიქრებოდა. ათი თერთმეტი წლისა, უკვე ვხვდებოდი რომ ეს ჩვეულებრივი რამ არ იყო ,მიკვირდა რომ თითქმის ყველა ჩემი თანატოლი ამბობდა სიტყვა“ მამა„ -ს, მე კი არა. ამის შემდეგ ხშირად ვფიქრობდი ამ ყველაფერზე და სითბოს გამოხატვა უფრო და უფრო მიძნელდებოდა. ყოველი დანახვა ნაპერწკალი იყო იმის, რომ მოვიდოდა ახლოს და მეტყოდა: - შვილო -ს, მაგრამ ეს ნაპერწკალი ცეცხლად არასდროს აგიზგიზებულა.ყოველი წლის არდადეგებს იქ ვატარებდი და მეგონა რომ რომელიღაცა წლის რომელიღაც დღეს ის დღე დადგებოდა, მე რომ ყველაფერზე პასუხს გამცემდა ერთი სიტყვა - შვილო.სოფელში ჩემი სახლის წინ ვიწრო გზაა სადაც საღამობით ბავშვები ვხალისობდით. მათგან მოშორებით ვიდექი როცა დავინახე შავგვრემანი კაცი, მას სხვებიც მოყვებოდნენ. ვიდექი გაშეშებული და უცებ ის გავაკეთე რაც არ გამიკეთებია. ვუყურებდი და თვალს ვერ ვაშორებდი. მის მზერასაც ვგრძნობდი.არ შემიწყვეტია ყურება. უცებ მივხვდი რო მას თვალი გავუსწორე და წამში გაქრა,უკან მოვიხედე და ის გზას განაგრძობდა. არ ვიცი რა იყო ის, რაც იმ წამს ვიგრძენი. - ტკივილი იმისა, რომ უბრალოდ უსიტყვოდ ყველაფრის გარეშე ჩამიარა, თუ იმისი, რომ ყოველთვის თავს ვხრიდი ან გვერზე ვაბრუნებდი, ეხლა კი .. არ ვიცი ...სახლში გავიქეცი. ტკივილს და ცრემლებს ერთნაირად ვებრძოდი, ასეთი არასდროს არაფერი მიგვრძნია. ეს დაახლოებით 3 წლის წინ აგვისტოს შუა რიცხვებში იყო . კვლავ ბავშვებთან ერთად ვიყავი როცა მამაჩემის მამა, ანუ ჩემი ბაბუა მოდიოდა. რომელიღაცა ბავშვმა თქვა _ბაბუ მოდისო. მეწყინა . ვერ ვხვდებოდი საიდან შეიძლებოდა მათ სცოდნოდათ. მაშინ მივხვდი რომ ამ ქვეყნად ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც სხვის ტკივილს ვერასდროს გაიგებს. იმ დღეს ვთქვი, რომ არავისი ცხოვრება არ იყო ჩემი საქმე, რომ არასდროს არ გავხდებოდი სხვისი ცხოვრების კრიტიკოსი და არასდროს ვიჭორავებდი სხვაზე, და არასდროს ჩავყოფდი სხვის ცხოვრებაში ცხვირს ...
2012 წლის ზაფხულის ერთ საღამოს სახლში შემოვდივარ და დედა მეუბნება იცი მამშენს ტუბერკულიოზი აქვს .მაშინვე ვიკითხე რას ნიშნავდა ეს იმიტომ რომ არ ვიცოდი. მიუჯექი, დედა მეუბნედა ამ დაავადების შესახებ. არ ვიცი როგორი სახე მქონდა, მაგრამ მითხარა რომ თუ მე მინდოდა, - მენახა მამაჩემი. შავგვრემანი მაღალი კაცი. მაშინვე დავთანხმდი. მიხაროდა და თან მეშინოდა ყველაფრის, რაც იქ მოხდებოდა. არ ვიცოდი რა უნდა მეთვა მისთვის, მესაყვედურა თუ ჩავხუტებოდი, მაგრამ ესე ადვილი როდია უცხო მამას ჩაეხუტო ? შენთვის სულ უცხო რომ არის, ერთი სიტყვაც რომ არ გახსოვს მისგან. მოკლედ გადავწყვიტე რომ მე არ ვიცოდი მამას ზუსტი მდგომარეობა და მას რომ რამე მოსვლოდა პირველ რიგში მე ვერ ვაპატიებდი ჩემს თავს, იმას რო არ მენახა და ერთხელ მაინც მეთქვა მამა ჩემი ოცნება ხარ ყველაფრის მიუხედავად.. მის მეგობარს დავურეკე, ვუთხარი რომ მისთვის ეთქვა, რომ მისი ნახვა მინდოდა. ვფიქრობდი უარი რომ თქვას რა ცუდად ვიქნებოდი და რა საშინელი დღე იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ის დათანხმდა. ის დღეც დადგა, როცა სოფელში უნდა ჩავსულიყავი და მენახა. ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში, მაგრამ ვიცოდი ვერცერთს რომ ვერ ვკითხავდი. ვზივარ და ვიცი სადაცაა შემვა. ხელების კანკალს ვერაფერს ვუხერხებ მგონია ..არა არც არაფერი მეგონა..მამამ კარები გააღო და შემოვიდა ისეთი აღარ იყო, ბოლოს რომ ვნახე ძლიერი მეჩვენა, რომ ერთმა წელმა დააბერა .მითხრა მომეყლა ყველაფერი ჩემზე რომელ კლაში ვარ, რა მიყვარს და ა.შ. საშინელებად მომეჩვენა ყველაფერი. ვერ ვილაპარაკე, ყელში ბურთი მეჩხირებოდა აი გულში, რომ გესმის რას ამბობ და გგონია ხმამაღლა ამბობ მარა ხმა არ ისმის რაღაც მსგავსი შეგრძნება მქონდა .ალბათ მთელი ცხოვრება არ მიტირია იმდენი, რაც იმ წუთებში.მან მითხრა : გავიგე რომ ძალიან გიყვარვარ და მართალია ? მე თავი დავუქნიე .და ძლივს ამვიღლუღე შენ ? მან თქვა რომ არ იცოდა. იმ წამს მინდოდა გამვქცეულიყავი და არ მანაგვლებდა რა იქნებოდა, ვნახავდი თუ არა კვლავ ან რას იფიქრებდა ჩემზე .მე უკვე ვიცოდი რომ მას არ ვუყვარდი . ჩემი კითხვები იყოო 16 წელი როგორ ძლებდი გვერზე გაგევლო შვილისთვის და არაფერი გეთქვა .მისგან კი ბევრი გასასამართლებელი სიტყვები მოვისმინე ბევრი გაცვეთილი ფრაზები და ის რომ თავის თავის გარდა სხვასაც ადანაშაულებდა .მაშინ მივხვდი რომ შეცდომა დავუშვი და არ უნდა მენახა .ის ჩამეხუტა შვილოც შეძლო დაეძახა მე კი ხელიც ვერ მოვხვიე.ხანდახან ესეც ხდება .ხედავ იმას რაც რეალობაა, მაგრამ მიზეზებს ეძებ, იმიტომ, რომ არ გინდა დაიჯერო და გინდა გაამართლო ის ეს კი შეცდომა ყველაფერი ისე იყო როგორც 16 წლის მანძილზე ვხედავდი.არაფერი არ შეცვლილა იმის გარდა რომ მამამ გადაწყვიტა თვეში ერთხელ მოვეკითხე .. ძალიან მინდა ის დღე ამოიშალოს ჩემი ცხოვრებიდან და იყოს ისე, როგორც იმ დღემდე იყო ბევრ რამეზე გული არ დამწყდებოდა .და ჩემ ფერად სამყაროში ვიცხოვრებდი.მე ხანდახან ვფიქრობ რომ არა ეს ყველაფერი, როგორი იქნებოდა გვანცა? პასუხი ძნელი გასაცემია მაგრამ, ვიცი რომ ის ვინც დღესაა ის არ იქნებოდა . მე მომწონს ეს გვანცა . უბრალოდ კითვა “როგორ ხარ შვილო„ ყველაფრის მიუხედავად უნდა დასმულიყო ყოველთვის როცა დავინახავდი.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ვიცი და მისაღებია ჩემთვის ყველა შენიშვნა .გმადლობთ
    გვანცა, გასაგებია შენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, თუმცა ისე გადმოცემას_როგორც შენ გრძნობ, ალბათ ცოტა მეტი გამოცდილება და სხვაგვარი მიდგომა ჭირდება.

    ტექსტს ნამდვილად არ აწყენდა უფრო დახვეწა, ბევრი რამ მეორდება, ბევრიც უცნაურად ებმის ერთმანეთს, სასვენი ნიშნებიც არასწორადაა ბევრგან. მიუხედავად იმისა,რომ ემოცია ძალიან გულწრფელია, ამ ხარვეზებზე თვალის დახუჭვა მაინც რთულია...

    ვფიქრობ, ასაკის მომატებასა და დროის გასვლასთან ერთად შენი დამოკიდებულებაც შეიცვლება და წერის მანერაც.
    წარმატებებს გისურვებ ყველა კუთხით.
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 19,07,2013 12:17
  • სასვენი ნიშნების გაუმართაობის გამო გამიჭირდა ნაწარმოების აღქმა. რამდენჯერმე უწევს მკითხველს წინადადების წაკითხვა, რომ სასვენი ნიშანი დასვას გონებაში და აზრი გამოიტანოს, ამასობაში ემოციაც იკარგება...

    გასაგებია ყველაფერი, გრძნობაც, მაგრამ პლიუსს ვერ დავწერ იმდენად გაუმართავია ნაწერი.