*** ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
29,07,2013
710/4

მშვიდი ღამეა,გარეთ მხოლოდ სიჩუმე ისმის,
მთვარე,ოთახის სარკმელშია თითქოს გაჩრილი,
ოკეანიდან-მთებისაკენ მიიწევს ნისლი,
ამ ნისლს მიჰყვება ჩემი ფიქრიც-ჩემი აჩრდილი,

მიჰყვება მაღლა, უდარდელად-ღრუბლებისაკენ,
იცის,რომ ზევით ცადაწვდილი მწვერვალებია,
გზადაგზა დაკრეფს თეთრ გვირილებს,იებს,მიხაკებს,
(მთებში ხომ მინდვრის ყვავილებიც ლაღად კვდებიან)

ეს ჩემი ფიქრიც,ლანდთან ერთად იქ იკარგება,
მე კი ქალაქში მრჩება ზღვა და ტალღის ხმაური,
სულ ცოტა ხანში მთვარე ციდან ჩამოვარდება,
და ამ სუნიან,ვიწრო ქუჩებს ქარი დაუვლის,
ეს ქარიც ალბათ იმ მთებიდან მონაბერია,
ჩემნაირია,სულელი და ჩამოთრეული,
ქარი ჩადგება,მერე ვიცი ჩემი ჯერია...
(ერთ დროს ცოცხალი ვიყავი და ლეშად ვქცეულვარ.)
ქარი გაქრება,მერე-ვიცი ჩემი ჯერია...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მომწონს
  • 3
  • მარი ბეროძე
  • 02,08,2013 03:28
  • აქ ყოველთვის საუკეთესოს ველოდები ხოლმე და იმედები არ მიცრუვდება...
    შენს (თქვენს)ლექსებს ყოველთვის ,ინტერესით,ვკითხულობ რადგან ეს მარტო შენი პოეზია არაა...ბევრ რამეს ,,ვსწავლობ"
  • 1
  • ნონა კოლხი
  • 29,07,2013 10:01
  • ამ საიტზე არ შემოვდივარ(გარკვეული მიზეზების გამო)მაგრამ გარედან ვადევნებ თვალს...ამჯერად ამ ,,ტრადიციას”ვარღვევ,რადგან ეს ლექსიც და საერთოდ შენი პოეზიაც და შენი ქართველობაც მომწონს,ლიპარტელიანო!გმადლობ იმისთვის,რომ მუდამ გახსოვს-,,ვისი გორისა ხარ”და ქვეძრომობა არა გჩვევია...
    წარმატებებს გისურვებ ++