xxx ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
25,08,2013
590/3

ცივი ღამეა,ბნელ ქუჩებში ფოთლის შრიალი,
რაღაც მაგიურ განწყობას ქმნის კორპუსებს შორის,
ჭრელი ფარვანა,ციბრუტივით თავს დასტრიალებს
მბჟუტავ ლამპიონს,ტროტუარზე მივდივართ ორნი,
მივდივართ ზღვისკენ,რომ შევერწყათ რაღაც მაგიურს,
მშვიდი ნაბიჯით მივსეირნობთ,მერე?-ვინ იცის...
ყოველი ტალღა,მოჩურჩულე, ღმერთის ბაგეა
და ერთმანეთში ჩახვეული წააგავს სიცილს.
უკვე მოვედით,მზისფერია მთელი ნაპირი,
ზღვა არის მუქი,შავად-ლურჯი,ჩვენსავით ღელავს,
მოდი შევცუროთ,ავასრულოთ,რასაც ვაპირებთ
და არავისგან!არავისგან ვითხოვოთ შველა!
ცივი ღამეა,ჩვენ სამყაროს ვემშვიდობებით,
ზღვასა და ხმელეთს,ერთდროულად ფერი უქრებათ,
არ დაგვამძიმებს სველი მიწა,შავი ლოდები
და სწორედ ასეთ სიკვდილსია თავისუფლება!
ჩვენი საფლავის მისამართი:მღელვარე ზღვაა!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 3
  • ოთარ რურუა
  • 06,09,2013 10:41
  • კარგი ხარ ლიპო... გკითხულობ აქაც და ურაკპარაკზეც.
    შენი პოეზია ნამდვილია,ზუსტად შენნაირი... <3
    შენი პოეზია ნამდვილია,ზუსტად შენნაირი... <3