წარსულის ერთი კადრი ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
01,09,2013
597/4

გზაარეული ჩემს ფიქრებში დავეხეტები,
აღმოვაჩინე,ერთი კადრი ამ დიდ კრებულში,
კადრი, რომელიც წასაშლელად არ მემეტება,
ჩემი ბავშვობა,რომლის ფასსაც ახლა ვგებულობ,

ბავშვობა,როცა გალაქტიკაც ჩემი მეგონა,
როცა ბეჭებზე წანაზარდებს აშკარად ვგრძნობდი,
იმდენს ვგიჟობდი...არ ვიცოდი რა მომეყოლა,
როდესაც სახლსი გასული დღის ანგარიშს მთხოვდნენ,
მასამართლებდნენ(მადარდებდა ესეც ნაკლებად)
და მეორე დღეს კვლავ იგივეს ვიმეორებდი,
სახლში მომყავდა ცხოველების მთელი ნაკრები,
ყოველგვარ შიშს და მორიდებას სადღაც ვტოვებდი...

ყველა მდინარე სათავეში უფრო ლაღია,
უფრო თამამი,უდარდელი,უფრო ანკარა,
მე ახლა მდორე მდინარე ვარ,ჩემზე ახია...
მე ის ბავშვი ვარ თვალები,რომ დაბლა დახარა...

ასე,მტანჯველი სინანულით ვიგონებ ახლა,
ჩემივე ხელით ყელგამოჭრილ თავისუფლებას.
არ ღირს დიდობა!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    როგორ მომენატრა შენი ლექსები,რა კარგი ყოფილა ბავშვი რომ ვარ)))
    მომეწონა
    რითმები ძალიან მესუსტა და თითქოს რაღაც მომენტებში სტროფის გასაგრძელებლად ჩაყრილი წინადადებებიც შემხვდა.
    "გზაარეული ჩემს ფიქრებში დავეხეტები" - ეს იმდენად მოძველებული სახეა, რომ მე ვფიქრობ დროა აღარავინ იყენებდეს და რაღაც ახალი ვეძიოთ.
    საერთო ჯამში მაინც ემოციური ლექსია და + ვტოვებ.