აგონია ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
20,09,2013
579/3

მდორე წყალზე დაცურავს,ნედლი სევდის ნაფოტი,
სიკვდილს ვეთამაშები,ვით ცეცხლის ალს ფარვანა,
ყოველ აისობაზე,ცაში ფრენა მაბოდებს,
მე გიჟი ვარ!ხო!გიჟი!გიჟი ვარ და არ ვმალავ!

ზეცა ნაკვერჩხლისფერი-უკურნელი სენია,
ღამე უფრო მინორულ განწყობაზე მაყენებს...
რაც არ უნდა ეცადონ,მაინც ვერ მიშველიან,
თუ საკუთარ ფიქრებში იმედს არ მივაგენი.

მაგრამ რა დროს იმედი,ან რაღა დროს ფიქრია?!
როცა გალაქტიკასაც რუქა აქვს და საზღვარი,
მინდა ფანტელისფერი ფრთები მარჯვედ ვიქნიო
და ვარსკვლავთა ყურებით ეს თვალები დავღალო.

დედამიწა?!-უფრთებო კრაზანების ბუდეა,
სადაცაა მოსწყდება ხმელი მუხის სახურავს,
ამ კრაზანებს კვერცხები ცაში არ დაუყრიათ,
გამრავლება-ვით ჯილდო,ვეღარ დაიმსახურეს...

ნეტავ შევძლებ "გაფრენას"?




  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    კარგია ) ++
    ლიპო როგორც ყოველთვის ++++++++++++
    ვაპლიუსებ ++