რა შენი ბრალია ანა პაპოშვილი
პოეზია
25,09,2013
439/0

რა შენი ბრალია თუკი სევდისფერს ატარებ თვალებს,
წამწამი მიგიგავს არწივის ჩამოშლილ ფრთებს..
არ შემომხედო , მე ვერ ავიტან ფერგასულ სახეს,
გთხოვ გაიღვიძო ეგ ტუჩები თვლემს..

რა შენი ბრალია თუკი გავმხდარვარ მე შენთვის ნამყო..
გაუფრთხილდი წამწამს არწივის ფრთებს გავს..
გაიღვიძე, გაიღვიძე კვლავ გთხოვ
მე მაგ ფრთების ყურება მკლავს.

არ იფიქრო ბევრი , მე შენი ჟოლო ვარ,
შენი ტუჩებისდარი კენკრა..
გაიღიმე , როცა იღიმი შენი ბაგე
ბროწეულისფერს გავს..



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 0
  •