მორიგი ალიონი სანაპიროზე ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
09,10,2013
652/1

დუმილი მოაქვთ სივრციდან ტალღებს,
ჰაერში ბორგავს სიცარიელე,
ცა ღრუბლით დახშულ დარაბებს აღებს,
სულ ცოტა ხანში უნდა იელვოს...

მე ამ დროს ვზივარ ხავსიან ქვაზ,
ქვაზე,რომელიც კუნძულს წააგავს ,
ჰორიზონტზე კი ციმციმა ხაზებს
უნდათ,რომ ღამე ქსელში გააბან,

და მზე ამოდის ფრთხილად,ჩვეულად,
თავს სიცოცხლეს და ღიმილს ვაძალებ,
შავი ცა თითქოს ძირს დაწეულა,
ალბატროსებიც ყვავებს ბაძავენ

და დასჩხავიან ფერწასულ პალმებს...
შორს აჩრდილივით გამოჩნდა გემი,
ჩემს და გემს შორის პარალელს ვავლებ,
ჩვენ ხომ ორივე ჩაძირვას ველით,

ყოვე წუთს ველით მოვარდნილ ტალღას,
ტალღას,რომელიც სახსრებში დაგვშლის,
დაბადებიდან ვატარებთ დამღას
სიკვდილმისჯილის(აქ ლოცვაც არ ღირს)

მავანს კი უკვირს ჩემი ფიქრები,
უკვირს,სამყაროს რატომ ვართულებ,
თავისუფალი როგორ ვიქნები,
თუ ფიქრიც არ მაქვს ნებადართული?!

განდეგილივით ვხვდები ალიონს,
ალბატროსების დამჩხავის გუნდი.
მთელი სამყარო არის გალია,
სადაც ჩიტობა არავის უნდა,
მე კი ვოცნებობ... უნდა ვიფრინო!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 07,10,2013 10:10
  • წინა ლექსი მეტად მომეწონა, იმ ლექსის გავლენითაც მეტს ველოდი აქ.

    სხვა ავტორთან შეფასებაც მეტი იქნებოდა, მაგრამ ამ ავტორისგან დიდი მოლოდინები მაქვს და მოთხოვნებიც შესაბამისი (პოტენციალიდან გამომდინარე).

    +