გაიღიმეთ ! თქვენი ჯეკაც დედ... ნოდარ ლორთქიფანიძე
პროზა
14,10,2013
4628/1



-მიჰრეინ! გაიღვიძე მიჰრეინ! სკოლაში გაგვიანდება.
ბიჭი სახელად მიჰრეინი დედის ყვირილმა გამოაფხიზლა. წამოდგა. ალაგ-ალაგ ამოსული წვერი მოისინჯა (რომლითაც დიდად ამაყობდა), თვალები მოიფშვნიტა. 4 ივლისი. დედას უკვე მოუსწრია კალანდრიდან ძველი ფურცლის მოხევა. ჩაიცვა. სახეზე წყალი შეისხა. კბილების გამოხეხვით არ შეუწუხებია თავი. უფრო ზუსტად მას არასდროს არ უნახავს ნამდვილი კბილის პასტა (თუ არ ჩავთვლით მეზობელი ბიჭის, ბერმუთის მიერ ნაჩუქარ ქოლგეითის ცარიელ ყუთს). სამზარეულოდან,თუკი ამას შეიძლება ასე ვუწოდოთ , ნაცნობი სურნელი გამოდიოდა. ფლავი. ხან ტკბილი ხან კი პირიქით - მწარე. უფრო ხშირად კი - უბრალოდ წყალში მოხარშული. საუზმე. მიჰრეინისთვის საუზმე-სადილი-ვახშამი არ არსებობს. ყოველთვის ყველაფერი საუზმეა... საჭმელია... საკვებია... ლანჩი? ეს უკვე გათანამედროვებული სიტყვაა, რომელიც მას ჯერ არ გაუგია. ჩანთა მოიკიდა. დედას დაემშვიდობა და კარის ზღურბლთან გაახსენდა გუშინდელი პირობა... არც დღეს არ ულოცვია.
ბაჰრეინი, მანამა. დილის 8-საათი და 35 წუთი. სკოლამდე 20 წუთია. უჩვეულო სიცხეა ამ დილაუთენია. მიაბიჯებს მე-10-ე კლასელი ბიჭი, მიჰრეინი. ჩანთაში მხოლოდ ამერიკელი მისიონერების ნაჩუქარი "რვეული" უგდია - ტაილერ ვუდსის ფოტოთი. გოლფი? მას ვერცკი წარმოუდგენია სადმე შეიძლება არსებობდეს ასეთი მწვანე, მობიბინე მინდორი? ყოველთვის ოცნებობდა მწვანე მინდორზე. ერთხელ მაინც უნდა მისი ნახვა. მისი სკოლის მეგობრები ოცნებობენ - ზღვაზე. იახტით გასეირნებაზე. თვითმფრინავზე. ფეხბურთის ბურთზე. მიჰრეინი ოცნებობს მწვანე, მობიბინე მინდორზე.
სკოლა. მიჰრეინი უკვე დიდია და იგი მხოლოდ ბიჭებთან ერთად სწავლობს. შეყვარებული არ ჰყავს. Girlfriend-იც არ ჰყოლია. არ გაგიკვირდებათ ალბათ, არც ქალთან არი ნამყოფი. მამა დაჰპირდა, რომ როცა სკოლას დაამთავრებს, ცოლს მოაყვანინებს. ნაცნობი სახეები. ნაცნობი მასწავლებლები. აქ ხშირია როზგი, დასჯა. აქ სწავლა ცხოვრების სირთულეებისკენ გზის გაკვალვაა. ყოველი გაკვეთილი ერთნაირია. ისტორია, მათემატიკა, არაბული ენა, ლიტერატურა - გაუგებარი, უცნაური სიტყვებია, რომელიც მას არ ესმის. პრინციპში არც სწუხს ამის გამო, რადგან არცერთ მის კლასელს (1-2ის გარდა) ჩამოთვლილის, არა გაგება რა.
მესამე გაკვეთილის ბოლოს, მიჰრეინს მერხზე პატარა წერილი ხვდება. "3 გაკვეთილის ბოლოს, სულეიმანის სახლთან დაგველოდე. როგორც ამბობს მაგარი ფილმი იშოვა". სულეიმანი ის ერთადერთია, რომელსაც ვიდეო აქვს. სკოლიდან ხშირად გარბიან და ფილმებს უყურებენ. არ უნდა იყოს უცნაური, რომ რთულია ბაჰრეინში ფილმის ნახვა. სკოლიდან გაპარვა ძალიან მარტივია (არც არავინ არ არი მომკითხავი). სულეიმანის სახლი. ბიჭები. ნანატრი ფილმის "კასეტა". ლათინური, გაუგებარი ასოები და სულეიმანის დამარცვლულად ამოკითხული - ფორესტ გამპი. ერთადერთი თარჯიმანი არაბული ტიტრები. მთელი ფილმი ... დიდი ეფექტი... ბიჭები ხმის ამოუღებლად იშლებიან. ეს უბრალო ჩვეულებაა, ვერასდროს ვერცერთი მათგანი ვერ ხვდება თუ რატო უყურა ფილმს. რა გაიგო?! ან რისთვისაა საერთოდ ფილმი.
მიჰრეინი სახლისკენ მიაბიჯებს. დღეს იმაზე მეტს ფიქრობს ვიდრე ოდესმე უფიქრია და ეს აფრთხობს. მიჰრეინი ოცნებობს მწვანე მინდორზე. ამერიკაზე. ტაიგერ ვუდსზე. მიაბიჯებს მიჰრეინი, ფიქრობს ფორესტ გამპზე. ომზე. იარაღზე. სროლაზე. სიყვარულზეც კი. მიაბიჯებს მიჰრეინი... ფიქრობს... ამდენი არასდროს უფიქრია. ფორესტ გამპი! ტაიგერ ვუდსი! გამპი ვუდსი გამპი ვუდსი.
მიჰრეინი გიჟივით შედგა... ჩანთიდან რვეული ამოიღო. ფურცელი ამოხია. რაღაც დაწერა და ფურცელი ჩანთაში ჩაუშვა. გაიქეცი ფორესტ - გაიქეცი მიჰრეინ. მიჰრეინი გარბის. ტაიგერ ვუდსის ფოტოიანი რვეული ხელში უჭირავს და ჩანთამოკიდებული გარბის. მზე აჭერს. ქალაქს ბუღი ასდის. პატარა წვრილი ცარიელი ქუჩები. დანგრეულ შენობებს შორის ერთადერთი ნათელი წერტილი. სწორედ მასთან მიირბინა. ლათინური, გაუგებარი, უშველებელი ასოების ქვევით... არაბულად, პატარა ასოებით წერია. ამერიკის საელჩო. ნამდვილად არ იცის მიჰრეინმა რას ნიშნავს საელჩო... მაგრამ იცის რას ნიშნავს ამერიკა... ტაიგერ ვუდსი... ფორესტ გამპი... ვუდსი ... გამპი...
ნელი ნაბიჯებით შენობას ახლოს დაუდგა. ჩანთა მოიძრო. იქვე დააგდო და მთელი ძალით გაიქცა. გაიქეცი ფორესტ- გაიქეცი მიჰრეინ. გარბის მიჰრეინი. ქალაქს ბუღი ასდის. მტვერი ბღუჯა ბღუჯად იფანტება მიჰრეინის ნაფეხურებზე. უცნაური ხმა.. წამიერი.. უცნაური ტკვილი - თითქოს სამარადისო. და მიჰრეინი იკეცება. იქვე მანამას ერთ-ერთ ჩვეულებრივ ან არაჩვეულებრივ ქუჩაზე სამუდამოდ ტოვებს 16 წლის ბიჭის უმანკო სისხლით დასვრილ, ტაგერ ვუდსის სურათიან რვეულს.

ამერიკის საელჩოში განგაშია. გამნაღმველები საათობით უვლიან ჩანთას. უკვე თეთრ სახლშიც ლაპარაკობენ ბაჰრეინელ სკოლის მოსწავლე - ტერორისტზე. ყველა ამ "გადარჩენაზე" ლაპარაკობს. გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზია... ყველგან ერთი და იგივე.

მაგრალ ძალიან ცოტამ თუ იცის რა იდო იმ ჩანთაში. იქ ერთი პატარა ფარატინა ფურცლს ნაგლეჯი. რომელზეც ფანქრით - არაბულად, ბატისფეხა ასოებით იყო ამოტვიფრული - ყველაფერი არც ისე ცუდადაა, გაიღიმეთ! (და აქ ქართულად... პირადად ჩემი ხელით მინაწერი - გაიღმეთ თქვენი "ჯეკაც დედ"...)



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 28,10,2013 04:23
  • უფრო და უფრო კარგად წერ :**