****(ყოველი დილა) გიორგი ჩაკვეტაძე
პოეზია
18,10,2013
4254/23

ყოველი დილა იწყება ასე:
თეთრი სახლი. სტილით რეტრო.
გამოდის ქალი – რეტროსპექტული,
და ფენს თოკებზე გათეთრებულ, მზესავით ზეწრებს
კიდევ პერანგებს,
კიდევ წინდებს;
მე კორექტული
დავრჩები და აღარ ვიტყვი, რომ სინატიფით ფენს
ყველა დეტალს,
ყველა ჩვევას,
ყველა სურვილს და
გაფენილი ლეღვის ფოთლები არის ამ ქალის დეტალური ავტოპორტრეტი.
და ქალის შემდეგ ამ სახლიდან გამოდის კაცი.
იმ ყველა ფოთლის მეპატრონე
თოკს რომ მიაბეს,
ქარი რომ უვლის.
მას სამსახურში ქალი ატანს –
კოცნას და ღიმილს, სისავსეს სულის
და მთელი გულით ელოდება იმ კაცის მოსვლას
შეღამებისას
და ყველა ღამე იწყება ასე:
...........................................................
მე კორექტული დავრჩები და დავიწყებ დილით.
თეთრი სახლი.
სტილით რეტრო.
გამოდის ქალი....



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ჰო, ეს პოეზიაა...
    ჰო, ეს პოეზიაა...
    მოგესალმებით ყველას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დიდი ხანია საერთოდ არ შემოვსულვარ, შემოვედი და რჩეულების ნახვით დავიწყე, ეს პოეტი გამორჩეულად მომწონდა აქ და გამიხარდა რჩეულებში რომ ვნახე, ოღონდ 5-ე ადგილზე რატომაა ვერ მივხვდი, ამ ხუთეულში პირელ ადგილს იმსახურებს, ოღონდ ეს ხუთეული ჩემთვის, რიგითი მკითხველისთვის, მიანიშნებს რომ ან გამოქვეყნებული ლექსების ხარისხი დაეცა ან ავტორების ,,ელექტორატი'' წყვეტს ყველაფერს. პ.ს. ერთადერთი რასაც საჯაროდ ვაცხადებ, რომ დავაკომენტარებ მხოლოდ იმ ლექსებს რომელიც მომეწონება და ცხადია იმ შენიშვნებით, რაც ჩემს მოწონებულ ლექსებს შევამჩნევ ჩემი გადასახედიდან.
    როგორ მახსოვს, პირველად რომ წაიკითხე ეს ლექსი...
    ახლაც მგონია, რომ ყველას ისე უნდა გაღიმებოდა, როგორც მე გამეღიმა.

    შენ მიერ წაკითხული ლექსი რომ პირველად მოვისმინე, ისიც მახსოვს (მაშინაც გამეღიმა) და გამოვთვალე ახლა, რამდენი ხანია, რაც შენ და შენი პოეზია მიყვარხართ...

    "გვიან ვფხიზლდები და მიმზერს გაღიმებულს
    უფრო მომღიმარი აუდიტორია..." :)))
    გიო :) შენი ლექსები სხვანაირად ლამაზია! ++
  • 16
  • ლილია
  • 14,02,2014 04:32
  • ლექსიც ჰაეროვან-ჰარმონიული : )
    "დავრჩები და აღარ ვიტყვი, რომ სინატიფით ფენს
    ყველა დეტალს,
    ყველა ჩვევას,
    ყველა სურვილს და
    გაფენილი ლეღვის ფოთლები არის ამ ქალის დეტალური ავტოპორტრეტი." ++ <3
    "დავრჩები და აღარ ვიტყვი, რომ სინატიფით ფენს
    ყველა დეტალს,
    ყველა ჩვევას,
    ყველა სურვილს და
    გაფენილი ლეღვის ფოთლები არის ამ ქალის დეტალური ავტოპორტრეტი." ++ <3
    "დავრჩები და აღარ ვიტყვი, რომ სინატიფით ფენს
    ყველა დეტალს,
    ყველა ჩვევას,
    ყველა სურვილს და
    გაფენილი ლეღვის ფოთლები არის ამ ქალის დეტალური ავტოპორტრეტი." ++ <3
  • 12
  • მენესტრელი
  • 15,12,2013 03:22
  • ძალიან ჰარმონიული და მუსიკალური ლექსია,თითქოს ნისლის ტივზე ზიხარ და ზეცის ლურჯ ტალღებში ცურავ კითხვისას..
    წარმატებები:)
    დიდი მადლობა ძვირფასო ადამიანებო :) ნათი, რომ ვიცი როგორ გიხდება ღიმილი :) ვეცდები სულ ღიმილიანი იყო <3
    გიო...როგორ გამაღიმე. :)


    როგორ სიამოვნებით იკითხები, ნეტავ, თუ იცი. :)
    ძალიან მომეწონა. ყოჩაღ!
    შთამბეჭდავია!
  • 7
  • ნინო ღლონტი
  • 28,10,2013 04:20
  • საოცრად რიტმულია...

    კარგია!
  • 6
  • მარი ბეროძე
  • 26,10,2013 09:04
  • საინტერესოა :)
  • 5
  • მარი ბეროძე
  • 26,10,2013 09:04
  • საინტერესოა :)
  • 4
  • ელენე გოგუა
  • 22,10,2013 06:15
  • ამ ავტორის სტილის მრავალფეროვნება აღფრთოვანებას იწვევს :) +2
    შემთხვევა,როცა ლექსს აშკარად ეტყობა,ვინ უნდა იყოს ავტორი...სხვა ასე ვერ დაწერდა,ეს გიორგი ჩაკვეტაძის პოეზიაა <3
    რამდენს ნიშნავს შენი აზრი ჩემთვის იცი .... :) მადლობა *
  • 1
  • დეა ვებერი
  • 18,10,2013 02:28
  • სხვანაირად წერ რაღაცნაირად :) მომეწონა