დასასრული რ_____ო_____ი
პოეზია
18,10,2013
7888/36

"უკან ურდოები მომყვებიან
და მიტოვებული მეფეები"

რეზო გეთიაშვილი
.

მორჩა მეგობარო, უკვე ყველაფერი მორჩა,
ესეც საქართველო, შენი სიკვდილი და სიცოცხლე
და ღვთის გულისათვის ნუღარ დამამადლი ორ ჩაფ
ღვინოს, დავთვრები და მინდა არაფერი ვიცოდე

ამ ჩვენს სამშობლოზე, მორჩა მეგობარო, ესეც
სრული აბსურდია, ფერი გადასულა დამღაზე,
გახსოვს, - გიკითხავდი ხშირად აფხაზეთზე ლექსებს,
მაგრამ რა აზრი აქვს ლექსში დაბრუნებულ აფხაზეთს? -

როცა თამაშია, როცა ტყუილია, როცა
ცხოვრობ ქვეყანაში სადაც მძიმე ბედი გარგუნეს,
გახსოვს, მუხლმოყრილი ხშირად ვკითხულობდით ლოცვებს,
დღეს კი ჩვევაა და მხოლოდ ინსტინქტია - ფსალმუნი.

ხედავ სტრიქონებსაც როგორ გაუვიდა ყავლი,
მუხტი, ამბიცია, სისხლი, სიკვდილისფრად შეფერილს,
ვეღარ მოაბრუნებ წარსულს ტიტრებივით ჩავლილს,
აღარც ურდოა და არსად აღარ ჩანან მეფენი

და ღვთის გულისათვის ნუღარ დამამადლი ორ ჩაფ
ღვინოს, დავთვერი და ჩვენ ხომ ყველაფერი ვიცოდით,
მორჩა მეგობარო, უკვე ყველაფერი მორჩა,
ესეც საქართველო, მისი სიკვდილით და სიცოცხლით!...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    როი ძალიან კარგი ხარ :*
    ძალიან მაგარი პოეტი ხარ ,როი :;*
    როი მადლობა რომ არსებობ!!! მეტს ვერაფერს ვიტყვი <3
    როგორც ყოველთვის უძლიერესია! შესანიშნავ განწყობაზე მაყენებს შენი პოეზია როი! :* გმადლობ... :*
    - პირველად მოგისმინეთ ქუთაისში 4 ივნისს და მაშინ ვიფიქრე აქმდე სად ვიყავითქვა. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეთ ჩემზე თქვენ და თქვენმა მეგობრებმა.წარმატებებს გისურვებთ !
    - პირველად მოგისმინეთ ქუთაისში 4 ივნისს და მაშინ ვიფიქრე აქმდე სად ვიყავითქვა. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეთ ჩემზე თქვენ და თქვენმა მეგობრებმა.წარმატებებს გისურვებთ !
  • 30
  • ანონიმი 1
  • 15,05,2014 03:32
  • შენ ამბობ ყველაფერი მორჩა,
    შენ ამბობ ქართველობა მორჩა,
    მაგრამ სად წავიდა ხალხი,
    განა გაუვიდათ ყავლი ?
    ჩვენს სისხლს გაუვიდა ალი ?
    ჩვენ გვყავს შენნაირი ხალხი,
    ამიტომაც არ გაგვივა ყავლი
    მაგარია როი! +++
    ლექსში განსაკუთრებით ეს ორი სტრიქონი მომეწონა :გახსოვს, - გიკითხავდი ხშირად აფხაზეთზე ლექსებს,
    მაგრამ რა აზრი აქვს ლექსში დაბრუნებულ აფხაზეთს?
    საერთო ჯამში მოსაწონია :)
    ლექსში განსაკუთრებით ეს ორი სტრიქონი მომეწონა :გახსოვს, - გიკითხავდი ხშირად აფხაზეთზე ლექსებს,
    მაგრამ რა აზრი აქვს ლექსში დაბრუნებულ აფხაზეთს?
    საერთო ჯამში მოსაწონია :)
    მაგარი ლექსია!

    უგულთბილესი მოკითხვა როი!
    ნათლისღებას გილოცავ!
    რ-ო-ი აპლოდისმენტები...
    ჩემი მოწონება ლექს,როგორც ყოველთვის მართალას ამბიობს ეს კაცი:)
    ჩემი მოწონება ლექს,როგორც ყოველთვის მართალას ამბიობს ეს კაცი:)
    ჩემი მოწონება ლექს,როგორც ყოველთვის მართალას ამბიობს ეს კაცი:)
  • 20
  • მენესტრელი
  • 20,12,2013 03:12
  • გახსოვს, - გიკითხავდი ხშირად აფხაზეთზე ლექსებს,
    მაგრამ რა აზრი აქვს ლექსში დაბრუნებულ აფხაზეთს? ეს ძალიან ორიგინალური სტრიქონებია:)
  • 19
  • სამუშია
  • 19,12,2013 07:22
  • კარგია ძალიან, წარმატებები.
    სუსტი ლექსია -2
    ბატონო ომარ, ეგ თხოვნა აქ რა მოსატანია? ან ვის თხოვთ?

    შემიძლია გაცნობოთ, რომ ამ საიტიდან არავინ გაძევდება საკუთარი აზრის ზრდილობიანად და ობიექტურად დაფიქსირებისთვის.
    აი, უხეში საუბრისთვის გაძევებული და უსაფუძვლოდ განაწყენების გამო წასული კი ბევრი მინახავს ამ პორტალზე (ვატყობ, ბევრსაც ვნახავ).

    პატივისცემით.
    ომარს ვეთანხმები... ლექსი მართლა მომეწონა
    როინ დიდებულია და ამ სიტყვებს იმიტომ არ ვწერ შენ რომ როინი ხარ . ერთი თხოვნა მექნება ამ საიტზე ვითომ კრიტიკოსებს თუ გავაძევეთ კარგია
  • 14
  • მ-ე-რ-ცი
  • 25,11,2013 11:16
  • უჰ,რა მართალი ლექსია..
    დზალიან მომეწონა :)) ვესტუმრები ხოლმე ამ გვერდს ხშირად... ++
    მაგარი ლექსია! გაიხარე, როი! მაგრამ, ეს "დასასრული", ჩემი აზრით, დიდი ხნის წინ დადგა.
    მაგარი ლექსია! გაიხარე, როი! მაგრამ, ეს "დასასრული", ჩემი აზრით, დიდი ხნის წინ დადგა.
    მეც ვიგრძენი ავტორის ტკივილნარევი განცა. გაიხარეთ.
  • 9
  • არამითი777
  • 06,11,2013 12:35
  • დიდებული ლექსია
    როინ!
    მომწონს! შენეულია! მაგრამ კატეგორიულად არ დაგეთანხმები, გარდა ერთი ფრაზისა:
    "მაგრამ რა აზრი აქვს ლექსში დაბრუნებულ აფხაზეთს? -"


    (პ.ს. ღვინო ჩემზე იყოს, მაგრამ მთლა ასე ნუ ჩაიქნევ და ნუ ჩაგვიქნევ ხელს...)
    ლექსი ძალიან კარგია! მე ვეთანხმები ქ-ნ მაია ღლონტს, რომ ჯერ არ დამთავრებულა ყველაფერი...
    ჩვენ უნდა დავლიოთ, ყოველთვის საქმით..., ოღონდ მადლი, შეუქმნელი ენერგია ღვთისა და უნდა ვიყოთ ღმერთთან და მჯერა, განსაცდელი დაითვრება ღვინით :), თან ისე მაგრად, რომ კაცის ბეჭებიდან თავპირის მტვრევით დაენარცხება!!!
  • 6
  • ნინო ღლონტი
  • 28,10,2013 04:18
  • რა კარგი ხარ :**
  • 5
  • არამითი777
  • 23,10,2013 07:48
  • კარგია რათქმაუნდა !
  • 4
  • მაია ღლონტი
  • 20,10,2013 04:10
  • გეთანხმები,როი და მაინც...

    ჯერ არ დამთავრებულა ყველაფერი,რადგან გტკივა შენ და შენნაირებს.

    ლექსს ჩემი შეფასების მაქსიმუმი.
  • 3
  • შიო დოკაძე
  • 18,10,2013 07:49
  • ქართული სული საძებნია დღეს... მიხარია! მიხარია რომ არსებობს მაინც.
  • 2
  • შიო დოკაძე
  • 18,10,2013 07:45
  • 1
  • ოთარ რურუა
  • 18,10,2013 01:51
  • მაგარი ხარ როი, არ მობეზრდება ამის გამეორება!

    +2