* * *(... და როცა გარეთ წვიმებია) თორნიკე კომლაძე
პოეზია
26,10,2013
9906/30

ყოველთვის მინდოდა ფრენა,
მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის,
რაც უფრო მეტად ვემსგავსები გარშემომყოფებს
ვხვდები, რომ ფრენა რომც შემეძლოს
ცა მაინც იმხაელა იქნება,
რამხელაც მიწიდან ჩანდა...

და როცა გარეთ წვიმებია,
დენის ხაზები გამოდიან ჩემი თითებიდან
და ბეღურები ბოლო იმედივით მებღაუჭებიან...
ჭაში ჩავარდნილი სათლის ხმა აქვს ამ დროს მთელ ქალაქს...
ასე რომ, როცა გარეთ წვიმებია
შიგნით არაფერი რჩება...

"შენ, უფრო მეტი შეგიძლია." ამბობს დედაჩემი
და თვალებს შორის ერთადერთი სიტყვა დგას მხოლოდ
"ეჭვი"
და როცა რაღაცას რაღაცაზე მეტი ფასი აქვს,
მე ვამბობ, იქნებ მართლაც შემიძლია ვქნა უფრო მეტი..
და მაინც ვფიქრობ:
იქნებ ჯობია ყოველ დილით შვიდზე ვდგებოდე,
ხელ-პირს ვიბანდე, ვიპარსავდე, ჰალსტუხს ვარჩევდე, ვლოცულობდე
და ისე გავდიოდე სახლიდან.
და ღამ-ღამობით, ცივ ჯიბეებთან ერთად
თამბაქოს სუნიც არ მომქონდეს სახლში.
იქნებ გერჩივნა, უკეთესი შვილი გყოლოდა, დედი...

"შენ უფრო მეტი შეგიძლია." ამბობს მამაჩემი
და მეცინება...
არა და ვიცი რაც მაკლია და მაინც ჩუმად,
ისტერიულად მეცინება ამ ყველაფერზე.
მაშინ ქუჩაში ზამთარი იწვა.
მოხუცი ქალის წვრილი ხელჯოხი,
ასრიალდა და ვერ გაექცა გრავიტაციას...
მე კი, რადგანაც გამორღვეული,
თორმეტნაკერა ქურთუკი მეცვა
თავი დავხარე და საოცრად დავინტერესდი ხელის გულებით.
ალბათ გინდოდა უკეთესი კაცი გყოლოდი მამაჩემო.
გამგრძელებელი გენის, გვარის, ვალის, ცოდვების.

შენც, ჩემო დაო,
შენც ფიქრობ, რომ უფრო მეტს შევძლებ
და ამიტომაც უჩივიხარ ჩემს ხასიათებს,
ტყლაპივით მჟავეს, კოწახურის და ლიმნის ნაზავს.
ჩემს ყურადღების დეფიციტს და
მარტოობის აპოთეოზს.
იქნებ მართლა სჯობს უკეთესი მფარველი გყავდეს...

"შენ მეტი შეგიძლია,
ბევრად მეტი, ვიდრე აკეთებ,
თავს არ იწუხებ,
რაც გამოგდის _ უფლის წყალობით,
ღმერთია მოწმე ეს ასეა, შენც კარგად იცი..."
ამას შენც ხშირად მიმეორებ შეყვარებულო...
მე მეშინია ბევრი რამის:
დიდი გველების,
ენძელების,
ომის რატომღაც...
არა სიკვდილის, უაზრობის შიში მაქვს მხოლოდ...
მე მეშინია სამშობლოსი
რომ ერთ დღეს ხელს ჩაიქნევს და გაიპარება,
ქარის წისქვილების,
კეთროვანების
და მარტოობის...
და როცა ისეთი მოწმე გყავს, როგორიც ღმერთია
რთულია რამე ვთქვა ღირებული
თავი ვიმართლო,
ვიწუწუნო
ან დავეთანხმო...
ამ დროსაც დიდი ინტერესით ვუყურებ ხელებს.
და ჭაში ჩავარდნილი სათლის ხმა გაქვს,
მომავალი წყურვილის ხმა...

მე უფრო მეტი შემიძლია, ჩემო სამშობლო,
შენი მთებისთვის, ხევებისთვის, ტყე-მინდვრებისთვის.
მაგრამ, ვაი რომ არ მემეტება...
და როცა გარეთ წვიმებია,
როცა იმდენად ვემსგავსები გარშემომყოფებს,
რომ ჩემი არსებობა შვიდ მილიარდ ორას ოთხმოც (ან უფრო მეტ) მილიონს შორის,
ბაქტერიების არსებობას ემსგავსება კოლონიაში.
და ახლა ღმერთის პროტესტია ყოველი წვიმა.
და როცა გარეთ წვიმებია,
ამოდის სული ყელიდან და
აღარაფერი აღარ რჩება შიგნით...
და თვითმკვლელობაც პროტესტია, ოღონდ მავანნი
დაიფიცებენ რომ ვიყავი უღმერთო კაცი.
პაოლო, მხოლოდ შენ გამიგებ,
როდესაც გულზე დავადგები ერთ-ერთ მდინარეს
და ერთ-ერთ ხიდთან ჩემს შიშველ გვამს ამოახველებს...
მითხარით, ვის!
მითხარით, ვის გყავთ ჩემზე მეტი ღმერთი!...

მითხარი მამა, მამადწოდებულო,
იქნებ შენ უფრო მეტი შეგეძლო
გესწავლებინა, მოგეყოლა, გამოგეტნია.
ან ერთი სიტყვა დაგცდენოდა, თუნდაც გადაკვრით
ძმაკაცობაზე, კაცობაზე, ქალ-ვაჟობაზე...
შენი ბრალია "ვიღაცისგან" რომ გავიგონე,
რომ მარტო შარდვა არ შემძლებია...
რომ არც კომბოსტოს, არც წეროს და არც სხვა არაფერს
წვლილი არა აქვს ჩემს ასეთად დაბადებაში...
რომ მხოლოდ ერთი ჰაპლოიდის ტიპის უჯრედით
გამომაყოლე ნახევარი შენი ცხოვრება
და ამითიც ბედნიერი ვარ...

შენ, დედი, შენ ისედაც ბევრი შეძელი...
ახლა დრო არის დაისვენო და სულ ოდნავ შემიშვა ხელი...

შენ, ჩემო დაო, იქნებ ჯობდა მეტი გესმინა
და ნაკლებად დამმსგავსებოდი...

ჩემო სამშობლო, შენთვის ესეც არ მემეტება.
არაფერია პირადული, ჩემო სამშობლო,
უბრალოდ სადღაც, ვიღაცაზე უნდა მეყარა ჯავრი
და როგორც ყველას, შენ შემრჩი ხელში...
არა და, იცი როგორ მტკივა ცალი თირკმელი,
რომელიც არ მაქვს...

შენ ჩემო შეყვარებულო
იქნებ გესწავლა მეთი თმენა, პატიება
მეტი ღიმილი...
მეტი წერა, ნდობა, სევდა, ბედნიერება...
დედაჩემმა რომ ხელი შემიშვა,
იმ ხელს შენ უნდა ეჭიდებოდე ბეღურასავით...

და მაინც, ეს ცა იმხელა არის რამხელაც მიწიდან მოსჩანს...
არაფერია პირადული, არც საყვედურის
მისხალი ბგერა არ იგრძნობა ჩემს ჩამწვარ ხმაში
უბრალოდ ვამბობ,
რომ შენ უფრო მეტი შეგეძლო, ღმერთო...

და როცა გარეთ წვიმებია
ვიხდი სხეულს
და გავდივარ გარეთ...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ჯიგარი კაცი ხარ, თორნიკე
    ჯიგარი კაცი ხარ, თორნიკე
    ჯიგარი კაცი ხარ, თორნიკე
    ბევრი რამ დავინახე ამ ლექსით,საკუთარი თავიც ვიცანი და სხვებიც..წარმატებები მეგობარო,ისე კარგად წერ რომ შენს წარმატებაში ეჭვი არ მეპარება

    და როცა გარეთ წვიმებია
    ვიხდი სხეულს
    და გავდივარ გარეთ... რაღაცნაირად გულსი ჩამრჩა ეს სიტყვები კარგად გამოხატავს ავტორის სულიერ განწყობას
    რამდენჯერ წამიკითხავს ეს და თურმე აქამდე არაფერი დამიწერია...

    ან რა მეთქმის.
    წარმატებებს გისურვებ, თორნიკე.
    ძალიან კარგი სახეებია აქ !
    ძალიან კარგი სახეებია აქ !
    უკვე მერამდენედ ვკითხულობ და კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ.

    გადაწყვეტილია, საფლავში უნდა ჩამატანონ ეს ლექსი!
    არ ვიცი, მე, ვიღაცა მე-მ, რა უნდა ვთქვა ამ ნაწერზე...
    საოცარი ლექსია.
    ბრავო!
    მე მეშინია სამშობლოსი
    რომ ერთ დღეს ხელს ჩაიქნევს და გაიპარება :(

    ვერაფერს ვამბობ...
    ახლაც გრძნობს ხერხემალი წაკითხულს, ნაგრძნობს, დანახულს კადრებად და ტკივილებად.

    ყოჩაღ!

    კორექტურებს მოუბრუნდები,ალბათ...
    ჯამბერ, ჩემი სისხლი ხარ.. გულში რო დუღს და ვერ ეტევ აი ის სისხლი, ძმა.. ცხოვრება არაფერია... დამიჯერე არაფერი.. ყოველთვის მძულდა მაგრამ დიდი ხანია მივხვდი რომ ყურადღების ღირსიც არაა.. შეიძლება გაბრაზდე, შეიძლება შეიგინო, შეიძლება თავბედი იწყევლო მაგრამ ბოლოს მაინც შეეგუები რომ ის უბრალოდ ასეთია.. ცინიზმით, უსამართლობით და ტკივილით სავსე.. ჩვენ ცხოვრების გარეთ უნდა ვეძებოთ ჩვენი გზა.. ამ ყველაფრის მიღმა.. ოდნავ მარჯვნივ..
    აქ არაფერია...
    რაც არის ისიც არ გერგება ბოლომდე...
    მაგრად მიყვარხარ ძმაო..
    მიხარია,ვიცი და მჯერა რომ სამარის კარამდე გავყვებით ერთმანეთს...
    იქ კი გველოდებიან..

    მადლობა ყველას შეფასებისთვის.. :)
  • 18
  • თაკო კოშაძე
  • 30,11,2013 03:21
  • ჰიჰუუუუ მაგარია <3
    მართლა ძალიან მაგარი ხარრ შენ :)))
    "და როცა გარეთ წვიმებია
    ვიხდი სხეულს
    და გავდივარ გარეთ..."
    :)) ძალიან მომწონს. ++
    "და როცა გარეთ წვიმებია
    ვიხდი სხეულს
    და გავდივარ გარეთ..."
    :)) ძალიან მომწონს. ++
    უბრალოდ, რომ გავიხსენებ რამდენი რამე გვინახავს ცხოვრებაში ერთად, რამდენი რამე გვტკენია და გაგვხარებია და მერე ამ ლექსს წავიკითხავ, უფრო მეტად მწამს ღმერთის და ჩვენი ძმობის , სიწმინდის და სინამდვილის . ჩვენ შეიძლება უკანასკნელი ადამიანები ვართ, რომლებიც ცხოვრებას ეძებენ, მაგრამ ესეც იმიტომ რომ ჭეშმარიტია ახლა ჩემი სიტყვები: - მი სი მალათ მუხბე !. მისი სიტყვებიც ჭეშმარიტი იყო, შენ იცი . შენი ძმა ჯამბერა !
    ძალიან კარგია:)))
    ძალიან კარგია:)))
    ძალიან მაგარია, მგონია რომ კარგი იქნებოდა ავტორის ხმით წაკითხულის მოსმენა. ++
  • 10
  • არამითი777
  • 15,11,2013 08:51
  • ძალიან მაგარია!
    "შენ, უფრო მეტი შეგიძლია." ამბობს დედაჩემი
    და თვალებს შორის ერთადერთი სიტყვა დგას მხოლოდ
    "ეჭვი"
    და როცა რაღაცას რაღაცაზე მეტი ფასი აქვს,
    მე ვამბობ, იქნებ მართლაც შემიძლია ვქნა უფრო მეტი..

    საოცრად მაგარია
    და როცა გარეთ წვიმებია
    ვიხდი სხეულს
    და გავდივარ გარეთ...

    მეამაყები თორნიკე ... * )) წარმატებები და მოგიკითხე ..**


    ძალიან მაგარია!
    მე უფრო მეტი შემიძლია, ჩემო სამშობლო,
    შენი მთებისთვის, ხევებისთვის, ტყე-მინდვრებისთვის.
    მაგრამ, ვაი რომ არ მემეტება...
    და როცა გარეთ წვიმებია,
    როცა იმდენად ვემსგავსები გარშემომყოფებს,
    რომ ჩემი არსებობა შვიდ მილიარდ ორას ოთხმოც (ან უფრო მეტ) მილიონს შორის,
    ბაქტერიების არსებობას ემსგავსება კოლონიაში.
    და ახლა ღმერთის პროტესტია ყოველი წვიმა.
    და როცა გარეთ წვიმებია,
    ამოდის სული ყელიდან და
    აღარაფერი აღარ რჩება შიგნით...
    და თვითმკვლელობაც პროტესტია, ოღონდ მავანნი
    დაიფიცებენ რომ ვიყავი უღმერთო კაცი.
    პაოლო, მხოლოდ შენ გამიგებ,
    როდესაც გულზე დავადგები ერთ-ერთ მდინარეს
    და ერთ-ერთ ხიდთან ჩემს შიშველ გვამს ამოახველებს...
    მითხარით, ვის!
    მითხარით, ვის გყავთ ჩემზე მეტი ღმერთი!...

    ალაგ-ალაგ თითქოს მუხტი დამაკლდა... ეს მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა უფრო მეტმა ემოციამ გადაფარა და დაჩრდილა ორიოდ სტრიქონი... ვიცი, ბევრჯერ წავიკითხავ და ბევრ, ბევრს ვიფიქრებ ამ ლექსზე...
    წარმატებები ავტორს!
    რა ლამაზია!
    ++
  • 4
  • ნინო ღლონტი
  • 28,10,2013 04:16
  • ძალიან კარგია, თორნიკე :*
    მადლობა, გაიხარეთ.. :)
    დავიწყე კითხვა და ვეღარ მოვწყდი... შესანიშნავია, თავიდან ბოლომდე, შიგნით და გარეთ <3
  • 1
  • მარი ბეროძე
  • 26,10,2013 09:10
  • საოცარი ფინალით... ყოჩაღ!