მკერდი გვანცა ასანიძე
მინიატურა
31,10,2013
4427/3

ზუსტად არ იცის რა ჰქვია, ვინ არის, საიდან მოდის..
იცის, რომ ამებაა...
ამებასავით წყალში ჩაძირულ სამყაროში ცურავს. ოკეანეში ჩამოწოლილ ბლანტ ბურუსს აკვირდება. ნუ, რამდენადაც შესაძლებელია.
* * *
თეთრ პალატაში იწვა, არა, გიჟი არაა, არც შეშლილი.
უფრო სწორად, შეიშალა. მოდური ჟურნალების გამუდმებულმა თვალიერებამ და წვეთოვანის წიკ-წიკმა გააგიჟა.
-ეს არ მინდა, არც ეს მომწონს, ზედმეტად გულამოღებულია.
გადაფურცლა რამდენიმე გვერდი.
ფურცლებზე ლამაზი, მკვრივმკერდიანი ლამაზმანები წამოჭიმულიყვნენ.. ცისფერი თვალებით და ქერა თმებით.
ყველა გულამოღებულ, მოკლე და თხელ კაბაში გამოწყობილიყო - ერთ, პერწკლ გოგოს მოწითალო, აბრეშუმის კაბა ეცვა, მეორეს გაზაფხულისფრად მოჩითული.
მეასე გვერდს რომ მიადგა, ფურცლიდან დიდმა შავმა თვალებმა ამოხედეს.
მას ჰგავდა, შავტუხა იყო.
სხვათაშორის, მასაც ლავიწზე მოდგმული, ზურმუხტისფერი სარაფანი ეცვა.
შავი თვალები აუცრემლიანდა, სარკეს ჰგავდა.. ისეთი უემოციო, უსიტყვო.
სახე აელეწა.
უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა. ასე უცხო არასდროს ყოფილა საკუთარი თავისთვის. მაშინაც კი, ნარკოზიდან რომ გამოდიოდა და ვერ იგებდა, რატომ გაიყო.
სწორედ ასე ჩაუხვიეს თმა, როცა სახეს მლაშე ცრემლი კვალავდა.
მგონი პირველად დაენახა კაცს დედიშობილა- ოდნავ მოერიდა, ბოლოს და ბოლოს პირველად და უკანასკნელად ეხებოდნენ მის მკერდს.
მაშინაც ცრემლი სდიოდა, როცა დაფიქრდა, და მიხვდა.. იმ მაკრატლით მთელი ცხოვრების იმ ჯაჭვს ჭრიდნენ, რომელიც უკვე ძაფად ქცეულიყო.
ექთანი აშკარად არ უსმენდა..
თვითონ მგონი ტიროდა.
საერთოდ ძნელია მიხვდე, ტირი თუ არა ოკეანეში.
მითუმეტეს ერთუჯრედიანი, უფორმო ამება.
შემთხვევით ექთნის მკერდს დააკვირდა.
ეს მისი ბრალი იყო, ყველგან თავის თავს ხედავდა.
ალბათ, მოუნდა კიდეც, ერთხელ მაინც შეხებოდა/
ვერ გაბედა..
მატლებად აღოღდებოდნენ სურვილები, ამას ვერ გაბედავდა.. მატლები იკუმშებოდნენ და დუნებოდნენ. სურვილებიც.

ექთანი აშკარად არ უსმენდა..
წვეთოვანი მოხსნეს. ალბათ, პალატაში გადაჰყავდათ, ან სახლში უშვებდნენ.
საერთოდ ძნელია მიხვდე სად ცხოვრობ, როცა ჩაძირული ხარ.
-ბარგი მზადაა. ტაქსი სახლში წაგიყვანთ - გაუღიმა ექთანმა და და ტუჩის ბოლოებში ჩაატია მდუმარებადა შვებულების მოლოდინით გამოწვეული კმაყოფილება-ის ხომ ბოლო პაციენტს ისტუმრებდა სახლში.
-გმადლობთ,-სხვათაშორის მიუგო და ჩაფიქრდა.
ეს ბოლო შანსი იყო, ალბათ...
წამოდგა. გასვლამდე ექთანთან მივიდა და ტუჩის ბოლოში, ფოსოსთან აკოცა.
ექთანი თვალებში შეატყდა, თითქოს რაღაცას აპირებსო, მაგრამ არა...წელს ზემოთ მოხვია ხელი, რაღაცამ ჟრიალით ჩაიარა მთელი ხერხემალი.
ტაქსი აღარ ახსოვდა.
ოკეანეში, ახლაც ახსენდება მხოლოდ ერთი, როგორ იდგა სახურავზე, სულ შიშველი.. სწორი ზედაპირით და როგორ გადაეშვა ცივ ოკეანეში.
ახლა არ სძინავს, იგივე ჟრიალით ჩაივლის ხოლმე ხერხემალში რაღაც, ყოველ მალას მიუყვება და მგონი კუდუსუნთან ჩერდება.
საათის ისარმა მძიმედ ჩამოჰკრა.
ზოგჯერ ამებასაც სჭირდება ჟანგბადი.
ის კოცნაც და ოკეანეც მარილიანი იყო...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    კარგია ნამდვილად! ++
  • 2
  • admin
  • 24,05,2014 04:30
  • (Y)
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 29,10,2013 03:54
  • თმები - თმა.

    "საერთოდ ძნელია მიხვდე სად ცხოვრობ, როცა ჩაძირული ხარ" - კარგია.

    ძალიან მომეწონა !