შენ ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
09,11,2013
864/2

იცოდე პატარავ,შენ,ჩემი თვალების კაშკაშა სხივი ხარ
წარსული დღეები ძალაგამოცლილი,ჩავლილი შტორმია,
სანამ შენ გიყურებ,სიკვდილი ვერაფერს,ვერაფერს ვერ მიზამს,
ბოლო სტრიქონები ძალიან,ძალიან ძალიან შორია...
ღრუბლები მიდიან და ცაზე სილურჯე თანდათან მატულობს,
შენი არსებობა ჩემთვის ჰაერზე და ამ ცაზე მეტია,
რაც შენ აგიჩემე,მას შემდეგ ცხოვრებას სულ აღარ ვართულებ,
თავი დავანებე მთვარეს და ქუჩაში უაზრო ხეტიალს,
შენ იცი,იცი რომ ჩემთვის ეგ თვალები ღმერთისკენ ხიდია,
მე უნდა ვიფრინო,ჩვენ უნდა ვიფრინოთ, ჩვენ უნდა ვიფრინოთ!
ჩვენი ერთად ყოფნა არის,არსებობის მთავარი იდეა,
მე შენ მიხარიხარ და სხვებმა თუ უნდათ დღედაღამ იტირონ...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    სამწუხაროდ ქულებს ვერ ვწერ. :( ტექ. ხარვეზის გამო.
    ავთო-ლიპო, დიდი ხანია არ წამიკითხავს შენთან და საერტოდ ამ საიტზე. მიხარია სტაბილურობას რომ ვამჩნევ შენს ტექნიკურ შესრულებაში და გრძნობათა მატებას ემოციის,შეგრძნებადობის თვალსაზრისით.

    სასვენ ნიშნებს გადაავლე თვალი.

    წარმატებანი. :))