ორი ხმა (ეძღვნება ჩემს მოსწავლეს) ლუ-ნე
პოეზია
14,11,2013
545/0

ნისლი აეკიდა ღამეს
პირდაპირად და ირიბად.
ვეღარ ვუყურებ მე ნათელს,
მზეს მინდა კიბე მივიდგა,
ვაბრუნებ, ვაუღლებ, სიტყვებს.
ვაწვალებ სერიებს, მწკრივებს.
ვიღაც ყურადღებით მისმენს.
ვიღაც მოუთმენლად მითმენს.
ის ვიღაც ჩემგან სწავლობს, ალბთ,
არა ლაპარაკს, არამედ,
ის ვიღაც ჭკვიანი გახლავთ
ცხოვრებას სწავლობს, ატარებს
ერთმანეთს მიყოლილ გამცდებს.
ცოტას კი სხვებზედაც ფიქრობს,
უნდა სიცოცხლით გაოცდეს,
ის ვიღაც კი მე ვარ თითქოს.
სნობებად ქცეულ სახეებს
უყურებს, როგორც მე ვხედავ
და ეს ჩემსავით ახელებს,
თითქოს ორ ხმაში ვფეთქავ.
ჩემი ბავშობა, ეჰ რა დრო!
ეხლა ის დროა მისთვისაც,
ვხედავ მას როგორ უჭირს და
მახსოვს მე როგორ მიჭირდა.
მე გავიზარდე გზები მაქვს
უკვე „ხალხში ვარ გასული“
და ახლა თითქოს მას მიაქვს
ჩემი ბავშობის წარსული.
ნეტავ რა იქნება მერე,
ნეტავ ის თუ შეძლებს ფრენას,
ვერ ვხედავ მომავლის ფერებს
ვერ ვხედავ მის ბედისწერას.
ნისლი აეკიდა ღამეს
პირდაპირად და ირიბად.
ვეღარ ვუყურებ მე ნათელს,
მზეს მინდა კიბე მივიდგა,



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 0
  •