საახალწლო ლუ-ნე
საბავშვო
14,11,2013
917/0

ზამთარია, თოვლი მოდის.
მოფრინავს ახალი წელი.
თოვლის ბაბუამ მოირგო
შავ ულვაშზე თეთრი წვერი.
ნაძვის ხეზე ჩამოკიდეს:
მზე მრგვალი და მთვარე გრძელი.
დღეს ბაბუამ მომიტანა
რძე და ფორთოხალის წვენი
უხარია თეთრი თოვლი:
იას, გიას, მზიას, დათოს
და ნაძვის ხე ისე მორთეს
არ უშვებენ ცუგას ახლოს.
კიდევ ერთი წელი მოდის,
დავბერდიო ამბობს ნანა.
გურამს ხელი მოჰკიდა და
სარკისაკენ გააქანა.
წითელქუდას ტორტი მოაქვს
კარლსონი ფანჯარას ეძებს
ახალი წლის საღამოა
ბედნიერად გაგვითენდეს!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 0
  •