ზოგი ჭირი მარგებელია.. მ-ე-რ-ცი
იუმორისტული
24,11,2013
972/1

ყოველთვის სევდა მიპყრობს,როცა ვინმეს ვაცილებ.ამიტომ ვცდილობ,შეძლებისდაგვარად ავირიდო ეს მისია თავიდან. თუმცა დღეს არაფერი გამომივიდა. ისეთი მოლაპლაპებული იყო ქუჩები, ყინვა ისე ატანდა ძვალსა და რბილში, დასავლეთიდან ჩამოსული სიყრმის მეგობარი ვერ გავიმეტე თბილი დამშვიდობების გარეშე გამეშვა-რკინიგზის სადგურამდე ერთმანეთზე გადახლართულები მივედით.
კბილს კბილზე ვაჭერდი ცალკე სიცივის გამო,ცალკე თვალებზე მომდგარი ცრემლის შესაკავებლად.ვაგონთან ლურჯი უნიფორმის ფერდადებული გამცილებელი სიმწრით აბაკუნებდა ფეხებს.ახლოს მივდექით და ერთმანეთს უსიტყვოდ დავუწყეთ ცქერა.ჩვენი სევდა იმ წამს მოახლოვებულმა ქალბატონისა და გამცილებლის დიალოგმა გაფანტა
-გოგონი,გენაცვალე,ვაგონი ხომ თბება?-თან ბილეთი მიაწოდა შესამოწმებლად.
-რა თქმა უნდა ქალბატონო! -როგორც კი დავიძვრებით ავტომატურად ელმავალი სითბოს მოგვაწვდის..
-გაჩერებულზე რა უნდა ვქნა?
-"გრელკა" მაქვს ქალბატონო და დაგითმობთ-წაუსისინა გამყოლმა.
-ამბობენ გზაზე დიდი თოვლია და საშიში ხომ არ არის მგზავრობა?-არ ისვენებდა არ ვიცი რამდენათასიან ქურქში გახვეული ქალი.
-ნუ ღელავთ ქალბატონო,ჩვენ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით მივდივართ,აბა,ამდენ მგზავრს საფრთხეში ხომ არ ჩავაგდებთ!-ისეთი სერიოზულობით უპასუხა გაბეზრებულმა გოგონამ, მე და ვატო ლამის დავიხრჩვით დამალული სიცილით.
ქურქიანმა შვებით ამოთქვა:"უჰ,კიდევ კარგი"-ო და ვაგონში შეაბიჯა.
მალე ელმავალმაც იკივლა და ქშენით დაიძრა.ნაბიჯს შეძლებისდაგვარად ავუჩქარე,მერე გავჩერდი და სანამ თვალს არ მიეფარა მატარებელი, მეც გავცქეროდი მას.
სევდა შემომაწვა.ფრთხილად ვადგამდი ნაბიჯებს და წარსულში ისე გადავვარდი,ვეღარც სიცივეს ვგრძნობდი-ერთი ამბის გახსენებამ სული გამითბო....
...ვატომ დამირეკა:"სარდიონ უნდა მიშველო-დღეს წამალი მაქვს მამაჩემისთვის გასაგზავნი,ხვალ კვირაა ჩვენთან ბაზრობის დღეა, ცენტრში სოფლიდან ბიძაშვილი ჩამოვა და ის აუტანს, მე კი მორიგე ვარ,ფეხს ვერ მოვიცვლი საავადმყოფოდან"-ო.
სამსახურში გავუარე, ინსტრუქტაჟი მივიღე-რომელ მატარებლის, რომელი გამცილებლისთვის უნდა გადამეცა გზავნილი და რახან დრო მქონდა, ფეხით გავუყევი გზას ვაგზლისაკენ. ზაფხული იყო,მაგრამ გვიანი საღამო და მესიამოვნა თითქმის ცარიელ ქალაქში გასეირნება.
დავალება პირნათლად შევასრულე და ის იყო-მეტროში უნდა ჩავსულიყავი,იქვე ორი ოცდახუთ წლამდე გოგონას ხმამაღალმა კამათმა მიიპყრო ყურადღება-ცრემლნარევი ხმით ერთმანეთს ადანაშაულებდნენ, თან"ოი,მამოჩკა,ოი,მამოჩკა"-ს აყოლებდნენ ტირილით..
რა გული გამიძლებდა, ანგელოზებივით იყვნენ! მე მამაკაცი.უფრო ახლოს მივედი,თავაზიანობად დავიღვენთე და ვკითხე, ხომ არაფრით შემეძლო დახმარება.იმ წამს მართლა გულწრფელად შემაწუხა მათმა უმწეო სახეებმა.
ბევრი ახსნა არ დასჭირვებიათ-ჩემს თანამემამულეს მათთან სამშობლოში "გასტროლისას" ისე დაუხვევია დაპირებებით თავბრუ ერთ-ერთისთვის,პირველსავე მის ზარზე დაუდია თავი,თან დაქალი წამოუძღვანებია და გამოუწევია თავისი "რომეოსკენ"-რომელიც კახეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა,მაგრამ დახვედრით რა თქმა უნდა,დახვდებოდა..
ეჰ,ქალის ჭკუა თხამ ღობეზე მიაჭამაო...
ის პერიოდია,ყველა გახიკულია ქალაქიდან-ტვინი დავძაბე,სად შეიძლებოდა ის ღამე გამეთევინა მათთვის..
განათდა!სასტუმრო "კოლხეთის"-ადმინისტრატორი ვატოს მადლიერი პაციენტი იყო-ინფარქტიანი მთელი თვე იწვა მასთან კლინიკაში და ერთ ღამეს ამ გაჭირვებულებს როგორ არ დამაწვენინებდა?
გზააბნეულები დავამშვიდე და ტაქსოფონს ვეცი,რომელმაც მეოთხე ათკაპიკიანის ჩაყლაპვისას იკადრა დავეკავშირებინე ძმაკაცთან.
მოკლედ ავუხსენი სიტუაცია,ვთხოვე გაეჩარხა ნაინფარქტალთან საქმე და იქვე სასაუზმეში ორი ტვინარეული გოგონა ხაჭაპურით და ტარხუნის ლიმონათით დავაპურე.დიდსულოვნად მივაცილე სასტუმრომდე.ადმინისტრატორი ლამის კარებთან დაგხვდა ფართო ,ეშმაკური ღიმილით. ლუბას და ნადიას პირობა მივეცი, რომ ხვალ დილით გავუვლიდი მანქანით და "რომეოს" მოვძებნიდით. თბილად დავემშვიდობე და შინაგანად ამჩატებულმა სახლს მივაშურე.
..ჩემი ჭკუის ძმაკაცს ხუთჯერ მოესწრო უკვე დარეკვა-ცოლმა წარბაწევით მომახსენა.გამომკითხა დაგვიანების მიზეზი.რათქმა უნდა ვუთხარი,როგორ ვიზრუნე ვატოს მამის ჯანმრთელობაზე.
უტყუარი ინფორმაცია უდრტვინველად მოისმინა(ხუთივე დარეკვისას გაუმეორებია) და მეც თამამად მივაშურე ტელეფონის აპარატს-ხვალ მარტო არ ვივარგებდი!
ყურმილიდან მეგობრის ისეთი ჭიხვინი მომესმა,ემანდ არ გაიგოს მეთქი,შიშით გავიხედე სამზარეულოსკენ,სადაც 2 წუთის წინ ჩემი მეორე ნახევარი შეგოგმანდა.
....წელიწადნახევრის ერთად ცხოვრების მანძილზე,პირველი კვირა დღე იყო,ლოგინიდან ხალისიანი რომ წამოვიმართე,შხაპი მივიღე და ღიღინ-ღიღინით სამოსი შევარჩიე.
მარინა(ასე დაურქმევიათ დაბადებისას ჩემი მეუღლისთვის)ეჭვნარევი მზერით მიწვავდა თუ ზურგს,თუ სახეს, რომელსაც ვცდილობდი,ამერიდებინა.ვიცოდი-თვალები გამყიდდნენ.კითხვით არაფერი უკითხავს-რადგან მამაჩემის ნაქონი ანკესი წინა დღესვე ავაყუდე გასასვლელ კართან.ისე როგორ გამიწყრებოდა ღმერთი კახეთის გზაზე ორი მეთევზე მაინც არ მდგარიყო ჯოხზე ასხმული თევზებით ხელში!!
ვატო სადარბაზოსთან მელოდა აციმციმებული თვალებით.ერთმანეთს სხარტი სალამი გავუცვალეთ და გეზი სასტუმროსკენ ავიღეთ.ადგილზე მისვლამდე ისეთი მზაკვრული გეგმა გამაცნო,ჩემი ჩამოვარდნილი ყბა თვითონ დააბრუნა თავის ადგილას.
ნადიას და ლუბას ვესტიბიულში შევეფეთეთ:უთენია უზრუნიათ უკან დასაბრუნებელ ბილეთებზე-ჩემი დაპირებაც მორიგი ტყუილ-დაიმედებად ჩაუთვლიათ.გულში რაღაც ჩამწყდა,მზად ვიყავი ის ვაჟბატონი,რომლის გულისთვისაც ამხელა გზა გამოიარეს ამ ციცქნა არსებებმა,გემრიელად მიმებეგვა..
მომენტალურად გაუსხივოსნდათ სახეები და ხასიათიც გამოუკეთდათ.
უმზეო ზაფხულის დღე იყო და თან ვატოს ანგლობის წყალობით,( ჩემი გურული რუსულსაც მშვენივრად სხლავდა) გზა დანიშნულ ადგილამდე შეუმჩნევლად გაილია.ნადია კი პირდაპირ ხოტბით აავსო.ბევრი წვალება არ დაგვჭირვებია "გასტროლიორის" მისაგნებად.
სოფლის ბირჟაზე გვარი და სახელის კითხვისას,გადაგვეწურა იმედი"მაგაი, გენაცვალე როდდომში თუ ნახამთ-ძლივას 2 გოგოს მერე ვაჟი შაეძინა და შენ მააშორებ იქაურობასო?"_ალალი ღიმილით შემოგვცინა ერთ-ერთმა მათგანმა.
წელმოწყვეტილებივით დავბრუნდით მანქანასთან და სანამ რომელიმე კითხვას დაგვისვამდა,ვატომ უცებ მოჭრა-გუშინ ძმაკაცს დაურეკავს შენი დახმარება მჭირდებაო და სასწრაფოდ მასთან წასულა N-ქალაქშიო..
მხოლოდ რამოდენიმე წამი დასევდიანდნენ უკვე ჩვენი სტუმრები და ხელადვე გამოიდარეს-რა კარგი ვქენით,ბილეთები რომ შევიძინეთო.
"რომეოს" გალახვის სურვილი გამიასმაგდა.

გულში ვატოს სულგრძელობაზე ვფიქრობდი და მიხაროდა,რომ მყავდა მე!
ნელა დავიძარით და ერთად ვარჩევდით-რითი დაგვეწყნარებინა აწრიალებული კუჭები.ტრასაზე გამოსულებმა მალევე შევნიშნეთ აბრა-"სასაუზმე".არც გვიფიქრია,მანქანა გზიდან გადავაყენეთ და ბუნების წიაღში გადავედით.
პატარა შენობის უკან,რომელსაც სასაუზმე ერქვა,მშვენიერი ფანჩატურები ჩაედგა მის მფლობელს.
ერთ-ერთს მივაშურეთ და მენიუს კითხვას შევუდექით.
თვალის დახამხამებაში გაჩნდა მაგიდაზე მწვანილი,დედას პური,მჟავე,ფხალი. ღვინო. ჩემი ლაქლაქა ძმაკაცი კი ისე აქებდა შეკვეთილ მწვადს,თითქოს მისი გაზრდილი ღორის ხორცი უნდა მოერთმიათ.
დრო არ დავკარგოთო გასცა განკარგულება აცანცარებულმა ვატომ.ჩემი და მისი ჭიქა ღვინით შეავსო და უეცრად სკამიდან წამოფრინდა-მანქანას მიაშურა.საბარგულიდან შაპანურის ბოთლი ამოაძვრინა და გზადაგზა გახსნა დაუწყო.
წინასწარ ბოთლებში გახსნილი ე.წ."ლევიტრა"!მისი გეგმა! დამკრა თავში და ერთიანად გამაცია ტანში.მართალია გეგმასთან ერთად ისიც მითხრა-მამაკაცებისთვისაა,მაგრამ ქალებზეც ეფექტურად მოქმედებსო.,თან მიღებიდან ერთი საათის შემდეგ!!!
თავისი ეს ჟესტი შემდეგნაირად აუხსნა გოგოებს-კახური ღვინო მძიმეა და მანდილოსნებმა მსუბუქი სასმელი მიირთვათ აჯობებსო. თან ფრთხილად ავსებდა მათ სასმისებს.
"ოი,კაკოი ტი დჟელტმენ!"-ჟღურტულებდა აშკარად ჩემი ძმაკაცით მოხიბლული ნადია.
"ზა ზნაკომსტვუ"-მოკლედ გვესროლა ვატომ და ნადიას მარცხენა ბრეტელგადაცურებული მხარი თვალებით მოაჭამა.პასუხად კეკლუცი ღიმილი მიიღო და აი,სწორედ მაშინ დაიწყო:
დაკვირვებით ჩააშტერდა ჯერ თავის,შემდეგ ლუბას ბოკალს და მორიდებით გამოთქვა აზრი- მგონი,სასმელი ძველია,რაღაცეები დაცურავენ შიგო.
შევატყვე ჩემი დონჟუანის ჩანაფიქრი და იმედი მისი განხორციელებისა,მის უგერგილობას და შამპანურს მიჰქონდა.
რამე უნდა მესაშველა.
ამხელა გზაზე ბოთლმა იჭანჭყარა და ეს მისი შედეგია,დავახეთქე-თან "ვოტ,სამ ვიპიუ"მეტქი-დავაყოლე და ნადიას ბოკალს წავწვდი და 3 წამში ფსკერი გამოვუჩინე.
ახლა უკვე ვატოს გალახვის სურვილიც გამიჯდა ძარღვში.
ალბათ იგრძნო რაც გავიფიქრე და მართლა ნაცემივით გაიწვდინა ბოთლისკენ ხელი-ხელახლა შეავსო. "რამდენი აბი ჩაყარე შე უდღეურო,"-სახეზე მიხატული ღიმილით დავგესლე ძმაკაცი,როცა ნადიას ჭიქა ისევ საეჭვოდ მომეჩვენა.
გოგონამ კისკისით გამოთქვა კახური ღვინის დალევის სურვილი და თავისი ბოკალი მე გადმომაწოდა.
მაღალფარდოვანი სიტყვებით და განმგმირავი (ვატოს მიმართულებით)მზერით შევსვი მეგობრობის სადღეგრძელო და ჩუმად მყოფ, საქართველოში ტყუილი ვიზიტით გულდაწყვეტილ ლუბას "მეგობრულად გავუღიმე"...
ცივ-ცხელი ოფლი მასხამდა...
ვატო ხვდებოდა ჩემს გასაჭირს,გოგონებმა- ალბათ სასმელმა ცუდად იმოქმედაო-და მალევე წამოვიშალეთ.
-სახლში მიმიყვანე მე, თორემ...-გადავულაპარაკე ძმაკაცს,რომელივ შიშით ვერც მეკითხებოდა როგორ ვიყავი..
-კი მაგრამ გოგოები?-უმწეო თვალებით გამომხედა და წაიწკმუტუნა დამნაშავედ.
-ქალს მისი ოცნების მამაკაცზე აზრი არ გაუფუჭე,ნაძირალას ლამაზად პირი მოწმინდე, ტარიელად დახატე და ახლა შენ გინდა რწმენა დააკარგვინო სულ?-შევუღრინე და ჯერ არ გაჩერებული მანქანის კარი გავაღე.
თბილად დავემშვიდობე მათ და სადარბაზოსკენ აჩქარებული ნაბიჯით გავეშურე.
...კარი დედამ გამიღო.მეუღლე მოვიკითხე,რომელიც სამზარეულოში ზამთრისთვის კონსერვებს ასტერილებდა.
-მარი ცოტა ხანი მომხედე,მგონი მზეზე გადავხურდი-გავძახე საძინებლიდან.
არ დაუყოვნებია,შეშფოთებული სახით მომიახლოვდა.
საწოლიდან წამოვიწიე და კარი გადავკეტე.წამალი მოქმედებაში იყო ერთი საათი.
როცა ადამიანს დავემსგავსე-მარინას გავხედე.
საოცრად ლამაზი,სიმორცხვისგან ალეწილი ჰქონდა სახე,თვალსაც ვერ მისწორებდა."ახლა ვიგრძენი,სარდი,როგორ გყვარებივარო!"
ჩვილი ბავშვივით მშვიდად მეძინა იმ ღამეს...მეორე დღეს სამსახურიდან დაბრუნებულს კარი მარინამ გამიღო,ეშმაკურად გამიღიმა და"წამოდი სიხარულო,გამოიცვალე და სანამ დედა სადილს გაამზადებს ცოტა დაისვენეო"!!!

ახლა ორი გოგონა მყავს- ტყუპები...ერთს იმედას ვეძახი, ნადია,ნადეჟდა-რა!(სიდედრს ძალიან გაუხარდა-სიძემ დამაფასაო)ხოლო მეორეს მამას სიყვარული დავარქვი-ლუბა,ხანდახან ასეც წამომცდება ხოლმე...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 1
  • არამითი777
  • 26,11,2013 10:26
  • :)))))))) კარგი იყო :დ:დ ++