სულზე მიბჯენილი დამბაჩა ბექა ქებულაძე
პოეზია
26,11,2013
452/1

სუნთქვაარეული, ისარმონგრეული დროების
ჩქამში ჩავიფერფლე, ჰოდა ისტორიას რა დარჩა?!
ხელის გულებს მიღმა ისევ იმ ვარდების კონები,
კეფაგადმოღმიდან სულზე მიბჯენილი დამბაჩა.

გრძნობაგამოცლილი სიყრმის ისტერია დამთავრდა.
ენა ჩამივარდა, აზრი დამიდუმდა, ჰოდა მეც
ვდგავარ მობუზული ფიფქებამოშანთულ ზამთართან,
გახდა გალაქტიკა ჩემი მოკეთეც და მოდავეც.

ნოტი არევიათ სიმებს აცრემლებულ გამებთან,
დაღი მესობოდა, მე კი რა ვიცოდი, ვინ მითხრა
და ამ ნოემბრიდან დიდი უდროობა გამეფდა,
ერთ დროს გულის სიღრმეს ჩუმად მოფარებულ ღიმილთა.

ღმერთო, ნუ გამწირავ, ღმერთო, დაგიჩოქებ ათასჯერ.
დედა ღვთისმშობელო, კალთა დამაფარე სიწმინდის.
ამას გევედრები, იქნებ ახლა მაინც გადავრჩე,
რადგან ძველებურად ცრემლებს ლოყებიდან ვიწმინდავ.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ისარმონგრეული დროების ჩქამში ჩაფერფვლა ვერ გავიგე, მგონი, სათანადოდ...

    ხელისგული ერთად იწერება.
    დაღი მესობოდა_ცოტა სხვაგვარადაც შეიძლებოდა ამის თქმა.

    წარმატებები.