... ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
01,12,2013
649/1

როცა ძილშიც ამას ჩაგძახიან,
როცა ხმის წასვლამდე ღრიალებენ,
რომ შენი სამშობლო ჩახმახია,
ბოღმით გატენილი იარაღის.

როცა გამუდმებით გაშინებენ,
როცა შენს ნერვებზე თამაშობენ,
რომ შენ ურჩხული ხარ საშინელი,
ერთი ჯოჯოხეთის დანაყოფის,

შენ კი ცდილობ ყველას დაუჯერო
და თან ყველაფერი გეზიზღება,
ფიქრობ რომ იმასაც დაიჭერენ
ვინაც ასადგომად გეზიდება...

ცდები მეგობარო,მწარედ ცდები,
ვიღაც არიფივით გაგოიმებს,
რასაც გაჯერებენ არ იქნება,
მიდის ცარიელი ვაგონებით,
ჩვენი თაობების ელმავალი,
ჩვენ ფეხით მივყვებით ლიანდაგებს,
სხვები "აღშფოთებას ვერ მალავენ„
როცა თავსატეხებს ვიათმაგებთ,

ვცდებით მეგობარო!!!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    როცა უიმედოდ აგივლიან,
    როცა უმიზეზოდ ააღელვებ.
    შენი სათითურიც დაღლილია,
    მე ჯერ თითები მაქვს დასაღლელი.

    პაპუნა გიორგაძე

    მეტს არაფერს ვიტყვი :)