მებადური ზაზა ჯღარკავა
პროზა
29,09,2014
383/0

ვენეციელი მებადური ბრუნდება სახლში
პატარა ჩანთით,
ორი გოდორით
ანკესით,ბადით.
ჩქარობს
ჩქარი ნაბიჯით
ბიჯს დგამს
დევის ნაბიჯის..
პატარა ჩანთით,
ორი გოდორით
ანკესით,ბადით
ვენეციელი მებადური ბრუნდება სახლში.


სახლი მცირეა, თუმცა დიდია მისთვის,
როცა სახლი გიცდის ქალში
და ეს ქალი შენი ცოლია..

ჩქარობს ჩქრი ნაბიჯით,
ბიჯს დგამს დევის ნაბიჯის..
ვენეციელი მებადური ბრუნდება სახლში.


როცა წისქვილი ატრიალებს მდინარეს და
ტკივილს ფქვავს,
როცა ზღვები ნოეს კიდობანიდან იწყება,
მაშინ, როცა ბაობაბებმა ბ-ანიდან ჰ-აემდე
ფუტურო, ნარინჯისფერი გოგრები მოისხეს
და ტოტებს ისე იქნევენ როგორც
ზარბაზნის ტყვიებს.
შენ დგები,
ირჩევ ხიდან ჩამოვარდნილი გახლეჩილი ნაყოფის უკეთეს ნახევარს,
ჯდები შიგ და გაუყვები მდინარეს მზის გავლით
მონატრებული მეუღლის მაჯებისკენ,
რომელსაც ბილიკივით აუყვები ქარვისფერ მხრებამდის, კისრამდის, ყურებამდის
და სადღაც... ყურებამდე შეყვარებული მის თვალებში იძირები.

იღვიძებ სიზმარიდან სიზმარში,
თავზე გოდორს იცმევ და სახლისკენ მიდიხარ
სადაც ის "ღმერთისცალი" გელოდება.
ვენეციელი მებადური ბრუნდება სახლში
პატარა ჩანთით,
ორი გოდორით
ანკესით,ბადით.


როცა არ დაემალე ჭექა-ქუხილს გამოქვაბულში,
წვიმას ხის ქვეშ,
რადგან გრძნობდი ნამდვილი სახლის სიახლოვეს..
მოვდიოდი, და გზებში იმდენი გზები ეყარა,
მოვდიოდი, და გზებში იმდენი ვერცხლი ეყარა,
მოვდიოდი, და გზებში იმდენი ოქრო ეყარა,
მე მოვდოდი...
გამოვიარეე, ცხრა მზე და რვა მთვარე
და ერთი ირმის ნახტომი.
პატარა ჩანთით, ორი გოდორით
ანკესით, ბადით,
ვენეციელი მებადური ბრუნდება სახლში..


როცა ყურძნები, მტევნებს ისახმამენ შენს წელზე
სხვაგან სად უნდა მეარა..
როცა ბროწეულებს ყვავილები გამოქვს შენს თმაში
სხვაგან სად უნდა მეარა..
სხვაგან სად უნდა მეთია
და ღამე არ გამეთია შენში.
გულის ჯიბით დამყავდი, ბარტივით,
რომელიც სულ ლიფიტებს მიჭამდა..



ვენეციელი მებადური დაბრუნდა სახლში
ვფიქრობ დიდი ხნით
პატარა ჩანთით, ორი გოდორით
ანკესით, ბადით
უკვე ზედიზედ

ვენეციელი მებადური დაბრუნდა სახლში.
ცოლი კი 3 თვის ...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 0
  •