XXX ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
20,12,2013
544/2

მთელი დღე თოვდა,როგორ შვენის დეკემბერს თოვლი,
მონატრებიხარ ამ ქალაქის ჭაღარა ქუჩებს,
მოგნატრებია ეს ქალაქი თბილქვეყნებმოვლილს,
ამ რეალობის დაჯერება თვალებსაც უჭირს...

უცნაურია,როცა ხედავ ფერშეცვლილ ქალაქს,
(თან ეს ქალაქი სისხლითა და ხორჩით შენია)
ჯიბით ატარებ საუკუნის წინანდელ ბარათს,
სადაც თბილისი ასეთივე-თოვლისფერია

და ვერ იჯერებ.რომ რუსთველის მიყვები გამზირს,
რომ ეს ფიფქები სულ არ არის ბუტაფორია,
შენ გააფრინე,ან კარგად ხარ...არ იცი რა გჭირს,
ფაქტი ერთია,თეთრ ქუჩებში იწყებ ბორიალს.

უკვე დაბრუნდი!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    კარგი ლექსია ძმაო
  • 1
  • მენესტრელი
  • 20,12,2013 03:34
  • ნორმალური ლექსია,კარგი რითმები აქვს:)