წიგნი ნიკოლაიშვილი ნინო
მინიატურა
20,12,2013
602/0

ლურჯი სახლი,ფართო აივანი,დაორთქლილი ფანჯრები.ოთახში კედელზე უხეირო ბარომეტრი ჰკიდია,დგას პატარა კომოდი,ტელევიზორი,ტანსაცმლის კარადა,მაგიდა,სკამები და ერთი საწოლი.აბაზანიდან გამოდის ხალათიანი ნედი,რომელსაც ხრელში პირსახოცი უჭირავს და ჩუსტები აცვია.იგი რედაქციაში მუშაობს და მოუთმენლად ელოდება,როდის დაუბეჭდავენ სტატიას.ნედი გაზეთს ჩაჰკირკიტებს,ფიქრით კი რედაქციაშია.უცებ ტელეფონმა დაიწკრიალა.ნედს რედაქტორის თანაშემწემ დაურეკა და შეატყობინა,რომ იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.მას ბრალს დოკუმენტის ქურდობაში სდებდნენ.იგი ძალიან აღელდა,ცივმა ოფლმა დაასხა.ტელეფონი ხელიდან გაუვარდა,წამოჯდა და თავისთვის დაიწყო ბუტბუტი.
დაკარგა სამსახური,საყვარელი საქმე,ერთბაშად დაკარგა ყველაფერმა აზრი.ერთბაშად გაუფერულდა ყველაფერი.სხეულში უცნაური სიმსუბუქე იგრძნო.თითქოს ერთბაშად ამჩატდა.უცებ კარებზე კაკუნი გაიგონა.ნედი წაფარფატდა.მეგობარი იყო.შემოვიდა.არაფერი უთქვამს,მხოლოდ მხარზე მოუჭირა ხელი.ნედის ყველაფერი სტკიოდა.მეგობრის წასვლის შემდეგ,წიგნი აიღო და კითხვა დაიწყო.სწორედ წიგნის კითხვამ შეაძლებინა გამოსულიყო ნერვიულობიდან,რათა თავის ჩვეულ კალაპოტს დაბრუნებოდა.ადამიანზე უფრო დიდი ძალა წიგნს აქვს...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 0
  •