ლეგატო... გამიშვი... ანა პაპოშვილი
პოეზია
01,01,2014
961/6

გაუშვი , წავიდეს ცხოვრება თავის გზით,
მე ჩრდილებს ჩავავლებ უსუსურ ამ მკლავებს
თუ სუნთქვა შემეკრა, ჰაერი არ მყოფნის,
იცოდე ეს ფიქრი ჟანგბადს არ ატარებს..

გაუშვი ცხოვრება.. წავიდეს თავის გზით,
მარტივად ამბობენ მავანთა მავანი,
იცოდე ამ სიტყვებს სტაკატოს არ ვაკლებ,
ლეგატო... ლეგატო..
გამიშვი.. გამიშვი..

შენ ჩემგან არასდროს გსმენია პიანო
და ხშირად საუბარს ფორტეზე ვამთავრებთ,
ხომ ხედავ ეს გრძნობა ოქტავებს არ წვდება
ნუ ცდილობ დო-დან , რომ სი ბემოლს გადაწვდე.

გაუშვი, წავიდეს გრძნობები თავისით,
მინორულ ნოტებსაც ვაცადოთ თარეში.
იცოდე ამ სიტყვებს სტაკატოს არ ვაკლებ..
ლეგატო .. ლეგატო..
გამიშვი.. გამიშვი..

  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ლეგატო –მუსიკაში – მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის ხერხი, ბგერათა შეკრული შესრულება, რომლის დროსაც ხდება ერთი ბგერიდან მეორეზე თანდათანობით, გადაბმით (უპაუზოდ) გადასვლა.
    გამიშვი– მგონი იცით რას ნიშნავს :) რაც შეეხება ტავტოლოგიას რადგან ორ–ორჯერ წერია ერთიდაიგივე სიტყვა ამიტომ ტავტოლოგიაა?? )))

    "ძალიან მალე იცლება ჭიქა,
    ძალიან მალე იღლება თვალი,
    ძალიან მალე , ძალიან მალე
    იცვლება აზრი , იშლება კვალი .." << ესეც ტავტოლოგიაა და კითხვისას არასასიამოვნო შეგრძნებას გიტოვებთ? : ))

    თქვენთვის ხელოვნური, ჩემთვის რეალობა . თქვენი აზრი გასაგებია, მადლობა გამოხმაურებისთვის, თუ კიდევ გექნებათ კითხვა გიპასუხებთ :)

    პ.ს: პოეტურ ენაში ტავტოლოგია ვლინდება როგორც გამეორების ერთ-ერთი სახე, რომელიც აძლიერებს სიტყვის ემოციურ-მხატვრულ გამომსახველობით ღირსებას, ანიჭებს მას ესთეტიკურ მნიშვნელობას

    "მე ჩრდილებს ჩავავლებ უსუსურ ამ მკლავებს" აქ "ამ" ზედმეტია უბრალოდ იმიტომ გაქვს რომ მარცვლების რაოდენობა არ დაირღვეს?
    თუ სუნთქვა შემეკრა, ჰაერი არ მყოფნის,
    იცოდე ეს ფიქრი ჟანგბადს არ ატარებს.. ეს ხელოვნური მომეჩვენა
    ლეგატო... ლეგატო..
    გამიშვი.. გამიშვი.. ეს რა ტავტოლოგიაა? :/....
    ნუ არის რაღაც ისეთი რო კიდე გინდა გაგრძელება ნახო... ოღონც უკეთესი...
    წარმატებები
    მადლობა :*
    მადლობა :*
    წარმატებები+++