ერთი კაცი კარადაში მოკვდა თენგიზ სხირტლაძე
იუმორისტული
09,01,2014
672/0

ჩვეულებრივი, ბანალური სექსისტორიაა.
ნებივრობდa თურმე ის გაჭირვებული მეზობელი ქალის ლოგინში და ამ დროს მოულოდნელად დაბრუნებულა ოჯახის უფროსი სახლში. დავიღუპე და ეგ არიო, შემოუკრავს თავში ხელები ქალს. მიდი ჩქარა ჩემო საყვარელო, შეძვერი კარადაშიო. ისიც ადგა, შეძვრა კარადაში და მოკვდა იქ. კლაუსტროფობია ჭირდა თურმე იმ გაჭირვებულს. არ ჯობდა დარჩენილიყო ადგილზე? დიდი დიდი ერთი მაგრა ებეთქა იმ ქალის ქმარს და ეგ იქნებოდა სულ.
კითხვა მიჩნდება ასეთი. რატომ ვიმალებით კარადებში კაცები როცა ქალები ამას არასოდეს აკეთებენ. პირიქით, ძვრასაც არ იზამენ. დარჩებიან ლოგინში, აიფარებენ შიშველ მკერდზე საბანს (ან სულაც არ აიფარებენ), მიიღებენ კდემამოსილ პოზას და უცოდველი ანგელოზის სახით დაელოდებიან სიტუაციის განვითარებას.
ვიმეორებ, რა გვინდა კაცებო კარადაში? მითუმეტეს თუ რაღაც ფობიები გვჭირს.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 0
  •