ჩემმა კატამ მო*ვა ნოდარ ლორთქიფანიძე
იუმორისტული
30,01,2014
720/0

დიდი ხნის წინ, მაშინ როცა ჯერ კიდევ გარდატეხის ასაკში ლამაზი ცხვირი მქონდა, სახლში პატარა წრუწუნა "გაიჩითა".
ალბათ ამ ფაქტში დიდ გასაოცარს ვერავინ ვერაფერს დაინახავს, მაგრამ ჩვენთან სიტყვა "თაგვს" სერიოზული ტაბუ ადევს და უხსენებელს ვეძახით. დედაჩემს პანიკური შიში აქვს ამ აწ უკვე ნახსენები უხსენებლის.
არ დაგვიყოვნებია მაშინვე ვაფრინეთ დესპანი სოფელში და არც იქიდან დააყოვნეს გამოგვიგზავნეს პატარა ამანათი დიდ ყუთში.
პირველად როცა ვნახე, ძალიან ძალიან ძალიან თეთრი იყო! სწორედ ამიტომ კონდოლიზა რაისის საპატივცემულოდ "კონდოლიზა" დავარქვი. შემოკლებით - კონდო. ალბათ გამოიცანით კიდეც.. დიახ პატარა კნუტი.
ადაპტაციის პროცესი არც ისეთი რთული გამოდგა. ერთადერთი, თავიდან ვერ გავარკვიეთ ბიჭი იყო თუ გოგო, მაგრამ მერე როცა წამოიზარდა და სახლში "ნაშოჩკების" ამოყვანა, ტუალეტშიც დღეში 2 ჯერ სიარული და პორნოფილმების ყურება დაიწყო, ყველაფერს ნათელი მოეფინა. ისე სიმართლე უნდა ითქვას და მსოფლიოში ყველაზე სიმპატიური კნუტი მყავდა! უბნის კატებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
ხო რაზე მოვაყოლე და...
ერთ მშვენიერ დღეს კონდომ პირდაპირ შუაგულ "ზალაში" - მო*ვა.
როცა პირველად დავინახე... სიბრაზისგან თმები ყალზე დამიდგა... მაგრამ ნელ-ნელა აღმოვაჩინე, რომ თვალს ვერ ვწყვეტტდი. ვიჯექი პიანინოს სკამზე და ვუყურებდი.
პირველი რაც მომაფიქრდა მაშინვე ჩემს მეგობარს დავურეკე, ამოვიდა და შემდეგ ერთად ვუყურეთ...
გაოცდა!
მეზობლებს დავუძახეთ...
მოვიდნენ მოვიდნენ და თვალებს არ უჯერებდნენ!
ძალიან მალე ქალაქში ხმა გავარდა და უკვე მთელი ქალაქი მოდიოდა...
რაღა ქალაქი საიდან არ..
მოსკოვიდანაც კი ჩამოვიდა ერთი ტურისტი.
თითის ჩაყოფაში 1 მილიონს მიხდიდა (რუბლს) მაგრამ მე რა თქმა უნდა სასტიკ უარზე დავდექი. თუმცა კონდოს "ტრაკზე" ამბორში 5 ლარი მაინც ჩავარიცხინე აჭარაბეთზე.
სულ მალე პოპულარობის ზენიტში ამოვყეთ თავი მე და ჩემმა სიმპაწიაგამ!
გაზეთები! ჟურნალები! ტელევიზია.. ინტერვიუები. ვანოს შოუშიც კი ვიყავით სტუმრად ორივე ერთად. მულთფილმების გახმოვანებაც დავიწყე, მაიონეზი სლობოდას რეკლამაშიც გადამიღეს. ქუჩაში ყველა გვცნობდა... ქალებს უკვე ცხვირსახოცივით ვიცვლიდი. პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით დაგვაჯილდოვა და გლდანის შაურმამ უფასო "ურიგობის" ვაუჩერი გვაჩუქა!
კონდოს შემოქმედება დააკონსერვეს და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმშიც გამოფინეს...
ერთი სიტყვით "ვგულაობდით" მე და ჩემი ფისო!
მაგრამ ისეთსავე მშვენიერ დღეს როგორც ეს ყველაფერი დაიწყო, ისევე დამთავრდა.
აღარც პოპულარობა, აღარც ავტოგრაფები... გლდანისას ვინღა ამბობს, სააკაძის საშაურმეებშიც კი რიგში მიწევდა დგომა. ქალები ერთი მეორის მიყოლებით წავიდნენ ცხოვრებიდან და ყველაფერი იქ დაბრუნდა საიდანაც დაიწყო.
კნუტი დეპრესიაში ჩავარდა...
სმა დაიწყო, სახლში გვიან მოდიოდა... ყველაფერს ლეწავდა და მაგინებდა კიდეც! ცოდვა გამხელილი ჯობიაო და ამის გამო 1-2 ჯერ ცემაში კინაღამ შემომაკვდა (ნუ მე მასზე ძლიერი ვიყავი მაინც)... მკითხავებთაანაც ვატარე, ვის არ შევალოცვინე... 2 თვე ჰავაიზე დასასვენებლად და 2იც ტიბეტში სულიერი საზრდოს მისაღებად -გავაგზავნე.. მაგრამ არა!
ერთ დღეს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა!
სად არ ვეძებე... ვის არ გამოვკითხე მაგრამ მის კვალს ვერ მივაგენი...
მოკლედ დაიკარგა!
ცხოვრებაც მის გარეშე გაგრძელდა...
მაგრამ...
1 კვირის წინ ჩემ ქალაქში მომიწია ჩასვლა და .. ქუჩაში შემთხვევით შემეჩეხა კონდოლიზა!
ბინძური იყო საშინლად, ტალახში ამოგვანგლული!
მარცხენა თვალი ამოთხრილი ჰქონდა.. ალბათ უბნის კატებთან ჩხუბის დროს..
დამინახა..
ჩვენ დიდი ხანი ვუყურეთ ერთმანეთს...
მერე როგორც მაშინ.. პირდაპირ შუა გულ ეზოში "მო*ვა" და წავიდა...
მე მივედი..
დავხედე..
ვუყურე დიდხანს..
მაგრამ მივხვდი, რომ ეს ის მო*მული აღარ იყო რაც ადრე!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 0
  •