აირჩიე.. მ-ე-რ-ცი
იუმორისტული
14,02,2014
641/1

ისე მივეჩვიე შენს არეულ დღის გრაფიკს, უვე აღარ ვიცი, გელოდო? არ გელოდო? თუმცა სხვა რა გზა მაქვს..
ჩვენი ერთად ყოფნის პირველივე დღიდან მივხვდი, დიდი ეგოისტი ვინმე ბრძანდები..უსიამოდ გამაჟრიალებს ხოლმე იმის გახსენებაზე რა ზარ-ზეიმით გამაცანი შენს საახლობლოს-"სწორედ ის ვიპოვე, ვისაც ვეძებდი, ვოცნებობდი..ჩემს მარტოობას წერტილი დაესვაო."
მე კი არაფერი მკითხე, მსურდა შენს გვერდით ყოფნა, შენთან ერთად სეირნობა და შენი მედიდური მზერის დანახვა, როცა ქუჩაში სასერნოდ გასულებს მზერას მაყოლებდნენ,ვერ დავმალავ-მართლაც საყვარლად მოვხუხცუხებ შენს გვერდით-რა ამაყი ხარ ამ დროს-
შენ გყავარ!
თან გაურკვეველი ხნით სტუმრად წოდებული ჩვენთან ჩაცხოვრებული დედაშენი...
როგორ მიყვარდა შინ დაბრუნებულს, კართან რომ გხვდებოდი, ფეხდაფეხ დაგყვებოდი, სააბაზანოდან სამზარეულომდე, გიცქერდი, როგორ მიირთმევდი შენი დედიკოს გამზადებულ სადილს..
როგორ ვერ მიტანს..სამზარეულოშიც კი ცდილობს არ გამაჭაჭანოს:ფეხებში ვებლანდები, თურმე. მეც ხომ მეკუთვნის თუნდაც ერთი ლუკმა,ურჩევნია მარტომ აგემოვნოს..მე? მე მერე, როცა მკვდარი საათი აქვს .საათი რა-თხუთმეტი წუთი მიისვენებს და ისევ უბრუნდება საყვარელ პოზიციას! არა,რა ვერანაირი სითბოთი ვერ მოვიგე შენი დედის გული!-არადა,მიყვარს იქ ყოფნა შედარებით სხვა ოთახებთან- თბილა..
ვცდილობ თვალში არ შევეჩხირო, ამიტომ ვერიდები და გავეცლები ხოლმე. მაგრამ რა? მერე იმით ინტერესდება, სად ვარ და ვაი,თუ ლოგინზე მნახა-გატუტუცებულიო- აი,ასე მეძახის.
ამასწინ პულოვერი დააგდე სავარძელზე და წახვედი.,სწორედ მაგ დროს მომისწრო, სევდით რომ ვყნოსავდი მასზე შერჩენილ შენს სურნელს-რა ვქნა, უშენობა მკლავს, მენატრები.
სასწრაფოდ აითვისა, გულდასმით შეათვალიერა და სარეცხ მანქანაში შეუძახა.
ისიც კი აღიზიანებს, ფანჯარასთან მომლოდინეს რომ შემისწრებს.
გახსოვს? 2 დღის წინ, საწერ მაგიდას ალაგებდი, თან მუსიკალური ცენტრი გქონდა ჩართული..
ამაში ვერ შეგეწინააღმდეგები-რაც მართალია,მართალია,გემოვნება ერთნაირი გვაქვს..
აი ნეტარება-სახლში ხარ,მეალერსები, მერე რა რომ საქმეს აკეთებ, მაინც შენს მუხლებზე ვარ მოკალათებული, განაბული და ვისმენ წყნარ მელოდის..
ფუ, ეს ტელეფონი! უცებ წამოხტი-უნდა წავიდეო-არ ვიცი მე მითხარი, თუ შენ დედას ესროლე ეს ფრაზა,მაგრამ მეტირა მინდოდა..სად შემიძლია-მერე უარესად დამიცაცხანებს,ნერვებზე მოქმედებს შენი სევდიანი თვალებით ოთახიდან ოთახში ლასლასიო..
მე ასეთი მორჩილი,უსიტყვოდ დამჯერი,(მერე რა რომ არც ერთხელ სადილი არ დამიხვედრებია შენთვის-თავად იცოდი,ასე იქნებოდა,)უნდა წავიდე..ნუ დაარქმევ ამას გაპარვას და უმადურობას.
მშობლებს არ ირჩევენო-ამას წინათ მოვკარი თქვენი კამათისას ყური(თემა, ისევ შენი არჩევანი-მე ვიყავი) გაკაპასებული გიმტკიცებდა, გარეთ მტერს უბრმავებს თვალს,სახლში კი მე მიწვრილებს გულს ეგ უჯიშოო- წელამდე კი ვწვდები...ეს აცოფებს,კარგია,აცრილი ვარ!(ჰმ! მისხელა პასპორტი მაქვს!)აი,ეს არ უნდა ეთქვა!!!ქალაქში ორი,სამი თუა ჩემნაირი. ხომ იცი ცხოველები არ მიყვარსო...
თავგამოდებით მიცავდი.
და რახან სხვა გზას ვერ ვხედავ-ან გამაჩუქე ვისაც უყვარს,მასზე, ან ერთ დღეს, რომ დაბრუნდები უჩემობით ცარიელი დაგხვდება სახლი..

მშობლებს თუ არა, მეგობრებს ხომ ირჩევენ?



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 1
  • არამითი777
  • 23,05,2014 09:59
  • ძალიან კარგია!++