შექსპირი უილიამ
გაზიარება

სონეტი 44 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი) 

ერთხელ ფიქრად რომ გადაიქცეს ჩემი სხეული,
ვერ დავაშორებს ჩვენ ერთმანეთს ზღვა თუ ტრამალი,
ვერ მომქანცავენ გზებზე გადახვეული
და უცხო მხარეს უმალ შენთან მოვალ ფრთამალი.
ფიქრი რომ ვიყო, სულ ერთია სადაც ვიქნები,
თუ გინდა შენს თავს მაშორებდნენ მთა და მინდვრები,
ზღვასა და ხმელეთს არ უფრთხიან ლაღი ფიქრები,
გაფიქრება და – სადაც გინდა გადაფრინდები.
ერთი დარდი მკლავს – ვიცი, ფიქრს ვერ დავემსგავსები,
შორით წასულო, ფრთები შენთან ვერარ გამაჩენს,
წყლისა და მიწის ნაერთი ვარ ცემი არსებით
და მოვალე ვარ დავმორჩილდე დროის განაჩენს.
რადგან მიწა ვარ, ცად ვერ ავალ, სევდით დაღლილი,
რადგან წყალი ვარ, წყლად დავრცები, ცრემლად დაღვრილი.

??????