შექსპირი უილიამ
გაზიარება

სონეტი 46 (მთარგმენელი:რეზო თაბუკაშვილი) 

ჩემს გულს და თვალებს ერთმანეთში დიდი ომი აქვთ,
მეტოქეებმა ვერ შეძლეს შენი გაყოფა ,
ჩემმა თვალებმა რომ გიმზირონ – გულს არ სდომია,
გულს კი თვალები უკრძალავენ შენთან ლაღობას.
გულმა ისურვა შენი სრული დასაკუთრება,
რამეთუ გულის ცხრაკლიტულში ხარ ჩაკეთილი,
თვალნი თვალს თვლიან მაგ მშვენების ნავსაყუდრებად,
რადგან თვალებში ჩანს ეგ სახე გამოკვეთილი.
ამ სამსჯავროზე მოსამართლედ დადგა გონება
და მოდავენი უკვე დავით აღარ სცოდავენ,
შენი მშვენება განაწილდა, როგორც ქონება,
და მესაკუთრედ აღიარეს ორივე მოდავე:
ჩემს თვალებს ერგო ეგ თვალები მარად მნათები,
გულს საკუტრებად დარჩა სენი გულისნადები.

??????